წიგნის დედაქალაქი, ამნისტია თუ გირაო, ჭყონდიდის კარჩაკეტილობა და ასტრაზენეკას ვადა

      დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისელ წიგნის მკითხველებს თამამად შეეძლებათ თქვან, რომ მსოფლიო დედაქალაქელები არიან - მომდევნო ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სწორედ თბილისი იქნება. ამ დედაქალაქში და საერთოდ ქვეყანაში კი კვლავ მელია და დოკუმენტზე ხელმოწერა ადარდებთ. კვლავ კოვიდ ავადმყოფებს ითვლიან და ჰესების პრობლემაც ისევ მოუგვარებელია. ჰო მართლა - ჭყონდიდში ეპისკოპოსს კარს უკეტავენ! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 301535, ბოლო დღე-ღამეში - 1271, გამოჯანმრთელებული - 284286, ბოლო დღე-ღამეში - 729, გარდაცვლილი - 3992, ბოლო დღე-ღამეში - 11; კარანტინის რეჟიმში - 232. დოლარის ფასი ლარში - 3.4464.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 751 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი გარდაიცვალა. ვახტანგ კალოიანი - ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები. ბოლო 24 საათში, შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრი - სამედიცინო სექტორი გადატვირთულია - ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება. ეკატერინე ტიკარაძე - მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს. რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი - ხალხი გაძევებულია იატაკქვეშეთში: ქირაობს ფართებს და სახლში მართავს შეკრებებს, ეზოში იშლება „სეფა“ - ეს არასწორი მართვის შედეგია. ვაქცინაციის პროცესში სამხედროებიც ჩაერთვებიან. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის არსებული ტემპით მოსახლეობის 60 %-ის აცრას, რაც მთავრობას წლის ბოლომდე ჰქონდა დაგეგმილი, 3 წელი დასჭირდება. დავით სერგეენკო - მესამე ტალღის დარტყმისგან დამცავი საშუალება და ერთადერთი ინსტრუმენტი იგივეა, რაც აქამდე გვქონდა: ნიღაბი, ხელების დამუშავება და დისტანცირება. ამირან გამყრელიძე - იმუნიზაცია ყველაზე დიდი სიკეთეა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია. აცრებზე ყველაზე მეტი მიმართვიანობა თბილისშია. ტაძრებში დავიცვათ რეკომენდაციები, ამინდი საშუალებას იძლევა და ჯობია, იქ რადიოფიცირება მოხდეს. პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს. ჩინური “სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ვარგისიანობის ვადა მაისის ბოლოს გასდის.

      კარჩაკეტილი მეუფე სტეფანე - სალხინოს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი - სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მონა ვარ და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების.

      მელია თუ ხელმოწერილი დოკუმენტი? ან იქნებ ორივე ერთად - გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. ლაშა დამენიას აზრით, ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლება საეჭვოა. მიხეილ სარჯველაძე - რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია. ხატია დეკანოიძე - არ მომწონს ნიკა მელიაზე გადაბრალება, რომ სამართალდამცველების გათავისუფლებას სჯობს გირაო გადაიხადოს - ევროპარლამენტარების თავდებობა, საინტერესო წინადადებაა. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა. პაატა მანჯგალაძე - არ მინდა ისე წარმოჩნდეს, თითქოს სკამებს და კომფორტს დახარბებული ვართ. ალეკო ელისაშვილი - მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს - სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა. ანრი ოხანაშვილი - ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდა - არგადახდაზე არ არის დამოკიდებული. გიორგი კანდელაკი - სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას მიმართ ევროპარლამენტარების თავდებობა იქნება გაზიარებული. გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. კახა კალაძე - თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. ვახტანგ მეგრელიშვილი - ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს. იაგო ხვიჩია - მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის. ლევან კობერიძე - „ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლები გახდნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოზიციის მიუხედავად, ამნისტიის აქტი მაინც განხორციელდება, რადგან შეთანხმების ხელმომწერ ძალებს ამის ვალდებულება აქვთ. გიორგი ვაშაძე - მივმართავ არა მელიას, არამედ მათ, ვინც გმობს ამნისტიას, მეორე მხრივ ელოდებიან მიღებას, რომ პარლამენტში სწრაფად შებობღდნენ - ეს პილატე პონტოელის მსგავსი ქმედებაა - ხელებს იბანთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ შედეგი. ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში. „ლელო” განმარტავს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5- პუნქტიან შეთანხმებას. დავით ჭიჭინაძე - ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა. შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“ - ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ქარაფშუტულად ეპყრობიან - შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მეორე დღესვე ხან ერთი, ხან მეორე პოზიციის გაჟღერება დაიწყეს. გიორგი ვაშაძე - პარტნიორებმა გვითხრეს: მოაწერეთ ხელი ან კარგად ბრძანდებოდეთ, მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ. საფრანგეთის ელჩი - ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა სრულიად შესანიშნავი საქმე შეასრულეს შეთანხმების ფასილიტაციისას. ეკა ბესელია - შეთანხმებაზე ხელმოწერა ნაჩქარევად მოხდა - ვშიშობ, ამ ჭიდილში, ამდენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული ისევ არ დარჩეს შეუსრულებელი, რადგან ყველაზე რთული პროცესი ახლა იწყება.

      ჟვანიას გადაყენება - გურამ მაჭარაშვილი - თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე. მიხეილ სარჯველაძე - არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს. ალეკო ელისაშვილი - ისეთი რეფორმა მოხდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს. ვახტანგ მეგრელიშვილი - არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ.

      პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის, რომელიც UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს გაიცემა. თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა.

      ჰიდროენერგია - მიხეილ ბოცვაძე - პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა უნდა შენარჩუნდეს. დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100 პროცენტით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა.

      მოხალისე - ლევან იოსელიანი - პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ - როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი.

      მაპზე მეტი - ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინამ და საქართველომ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის ცხადი დადასტურება უნდა მიიღონ. 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

      კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა.

      ედგარს რინკევიჩსი - ლატვიამ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters