ამას ვერც ზამთრის კუდს დავარქმევთ, ვერც ნასესხებს და ა.შ. ფაქტია, დღეს თბილისში თოვლი ისევ გამოჩნდა და მინიმუმ მთებზე ცოტა შემორჩა კიდეც. კვლავ აცივდება ამ დღეებში, ჩართეთ გათბობა. პოლიტიკურ დღისწესრიგში კვლავ უკრაინაა და მის გარშემო მთელი მსოფლიო. ჩვენმა პარლამენტმა კი „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო, პატიმრებს საპატიმროში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლის. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0841 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ივანე ჩხაიძე - პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს.

      ომის პერიფერიები - ალექსეი რეზნიკოვი - მარიუპოლი 47 დღეა თავს იცავს, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ - გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი. The Guardian - რუსეთი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას ერაყიდან, იარაღის კონტრაბანდის ირანული არხებიდან იღებს. უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს მოსახლეობის ევაკუაციისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომავალი ორი - სამი კვირის განმავლობაში ინტენსიური გახდება იმ ფონზე, რომ რუსეთი თავისი ძალების ფოკუსირებას სწორედ ამ რეგიონში ახდენს. „აზოვი“ - მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერებით დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია - მტრის მხრიდან განუწყვეტელი ცეცხლის გამო, დანაშაულის ადგილის გამოკვლევა შეუძლებელია. ვლადიმერ პუტინი - ჩვენი მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია - მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება. პუტინი აცხადებს, რომ რაც უკრაინაში ხდება, ტრაგედიაა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ბლიცკრიგი, რომლის იმედიც ჰქონდათ ჩვენს არაკეთილისმსურველებს, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებდნენ, არ შედგა - თუმცა, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რისკი შეიძლება, გაიზარდოს. ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შეიძლება ველოდოთ კიდევ მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეოცე პაკეტის შემუშავებას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი - ამაზე ლაპარაკი საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა. კიევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბუჩაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიევის მახლობლად, ქალაქ ბროვარიში, სარდაფში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი „დონბასში ადამიანების დაცვაა“ - რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? თუ კრემლს, უკრაინაზე მეტად სძულს რაღაც, ეს უნდა იყოს სიტყვა „მარიუპოლი“ - პრეზიდენტი და გენერალური შტაბი ჩვენი ბიჭების დასახმარებლად, შესაძლებელსა და შეუძლებელს აკეთებენ. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სროლების გამო ქალაქგარეთ მდებარე სასაფლაოებზე ცხედრების დაკრძალვა შეუძლებელია. ვიცე-პრემიერი - უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან თითქმის 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორი - მარიუპოლში დაახლოებით 22 000 ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს, რომლის ფოტოსაც ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს.

      მხარდაჭერა მსოფლიურად - იტალიამ ალჟირიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდისა და რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად შეთანხმებას მოაწერა ხელი. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა. იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, სასანქციო სიაში პუტინისა და ლავროვის შვილებიც მოხვდნენ. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის ფონზე, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ომში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე - თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა. Nokia-მ რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილეს. ბარაქ ობამა - პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ასევე სხვების მიმართ - რუსეთის პრეზიდენტი უგუნურია. გერმანიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნიეს. რუსული მედია - უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

      ქართული გამორკვევა - დავით უსუფაშვილი - „ოცნების“ ლიდერების განცხადებები არამხოლოდ ახლომხედველობის, არამედ საკუთარი ცხვირის წინ ვერაფრის დანახვის ნიმუშია, იმდენად ცხვირაწეული ელაპარაკებიან მსოფლიოს, რომ წარმოუდგენელ ვითარებაში აგდებენ ქვეყანას. გიორგი კანაშვილი - ხელისუფლებამ აირჩია პინგ-პონგის რეჟიმი, თითქოს არ უნდათ უკრაინაში წასვლა და რაღაც მიზეზებს ეძებენ. გიორგი ბოტკოველი - კობახიძის განცხადებები არცხვენს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. არჩილ თალაკვაძე - ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით. სანდრო რაქვიაშვილი - საქართველოს მთავრობა შეუძლია, მაგრამ არა აქვთ სურვილი, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გამოასწოროს. არმაზ ახვლედიანი - ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის მიღება მმართველი გუნდის დამსახურებაა - სირცხვილია! ეს გიორგი მთაწმინდელის დამსახურებაცაა, 9 აპრილის გმირებისაც. ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ. პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივეა - შესაბამისად, უკრაინაში ამ რანგის ვიზიტისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობა გვჭირდება. ანა ბუჩუკური - მინდა მოვუწოდო ოპოზიციონერ კოლეგებს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას": ის უახლოესი 4 კვირა მაინც, რომელიც კითხვარის შევსებას უნდა დავუთმოთ, მტრობის ნაცვლად, ხელისუფლებას დავეხმაროთ. გიორგი ხოჯევანიშვილი - „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას - პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარესი, უარს ათქმევინებენ მის მხარდაჭერაზე. სალომე სამადაშვილი - სად დგას დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას „გულისამრევს“ უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები? სოზარ სუბარი - არის ასეთი გამოთქმა ფრანგ როიალისტებზე - ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც დაივიწყესო - 200 წლის წინ არის ეს გამოთქმა და დღესაც ზედგამოჭრილია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მარიონეტი NGO სექტორისთვის. ანა ნაცვლიშვილი - გახსენით პროცესი! ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რა პასუხებს გააგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში. ხატია დეკანოიძე - რა წარმოდგენაც არ უნდა მქონდეს ამ ხელისუფლებაზე, ჩვენი ვალია უკრაინა და საქართველო ერთმანეთს არ დასცილდნენ, ჩვენი ვალია ჩავიდეთ და მივუსამძიმროთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. ლევან ხაბეიშვილი - პუტინს ზელენსკი არ მოსწონს, „ქართულ ოცნებას" - ლორთქიფანიძე და თურმე, იმ შემთხვევაში ჩავლენ ბუჩაში, იმ შემთხვევაში იქნებიან სოლიდარულები, თუ „ქართული ოცნების" დავალებებს შეასრულებს ზელენსკი. ბექა ოდიშარია - უკრაინაში ვიზიტის გადადება არ გვინდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკაციები, დღის წესრიგი, სად და როგორი შეხვედრები იქნება. დავით სერგეენკო - უკრაინაში პარლამენტის დელეგაცია პარასკევს ან შაბათს მიემგზავრება - ხელმძღვანელი თავმჯდომარე ან ვიცე-სპიკერი იქნება, კონკრეტულად ვინ, გაირკვევა დღეს-ხვალ. პაატა მანჯგალაძე - შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს დელეგაცია, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად მიდის უკრაინაში - არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთოს ამ ფორმატში. მამუკა მდინარაძის განცხადებით, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში, გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული და იმედოვნებს, რომ გაირკვევა. რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის თაობაზე შალვა პაპუაშვილთან ხვალ სატელეფონო საუბარს გამართავს.

      ბათუმის შეკრება - ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიწვია, “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს. ბათუმის საკრებულოს სხდომას, სადაც „ქართული ოცნების“ წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები არ დაესწრებიან. ირაკლი კუპრაძე - „ლელო“ ბათუმში საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, სრულიად გასაგები მიზეზების გამო - ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა, რომ ოპოზიციისთვის უმრავლესობა წაერთმია. ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, ოპოზიციამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 67

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters