გამოდარება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ხვალ კიდევ უფრო აცივდებაო როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 14-16 აპრილს ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ჩვენი კანონმწერლები შეთანხმდნენ თუ არა, საბოლოოდ უკრაინაში ერთის ნაცვლად, მინიმუმ ორი დელეგაცია გაემგზავრება და მხარდაჭერას გამოხატავს, ვიღაც სამძიმარსაც არქმევს ბუჩას ამბების მერე (განსაკუთრებით). მსოფლიო კლავ სანქციობს, პუტინი კვლავ „სამხედრო ოპერაციას“ აგრძელებს და ა.შ. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0830 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - 8 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით, ფინანსური წახალისების სანაცვლოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 246 819 მოქალაქე აიცრა, რისთვისაც 40 679 400 ლარია გაცემული. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 063 პირი აიცრა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

      უკრაინის ომის დღეები - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 20 ჟურნალისტი მოკლეს. კიევის ოლქში 720-ზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი. ქალაქ სევეროდონეცკში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში არ არის „ინსცენირების“ იმდენი სპეციალისტი, რამდენი მკვლელიცაა რუსულ ჯარში. ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებაზე - ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები. ფრაზა, რომელიც უკრაინელი დამცველების უძლეველობის სიმბოლო გახდა, ახლა საფოსტო მარკებზეა - დაიმახსოვრეთ, რუსულ ხომალდს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს. ესტონელებო, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ან შევაჩეროთ რუსეთი, ან მთელი აღმოსავლეთ ევროპა ძალიან დიდი ხნით დავკარგოთ. თავისუფლება ტირანიაზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია - შეშფოთებული ვართ ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობებით. ალექსი არესტოვიჩი - პუტინმა ყველაფერი იცის ომის შესახებ, ყველაფერი მშვენივრად ესმის - რუსების მარცხი გარდაუვალია და ამას კრემლში უკვე იაზრებენ. 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფები, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, „აზოვის“ ბატალიონს შეუერთდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშის მიხედვით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებში, სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და პერსონალის გადაადგილებას ახორციელებს. ბრიტანული დაზვერვა - გენერალ დვორნიკოვის დანიშვნა ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ომის არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი თავისი მიზნები გადაეფასებინა. დღეს, უკრაინაში ჰუმანიტარული კორიდორების გახსნა ვერ მოხერხდა. უკრაინის თავდაცვის უწყება რუსეთის მხარის დანაკარგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - ამ დროისთვის 19 800-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ხარკოვში, ბოლო 24 საათში 7 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან დაახლოებით, 1892 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები 9 მაისს, მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავენ, თუკი მათი „სპეციალური ოპერაცია“ წარმატებული იქნება. გიტანას ნაუსედა ბოროდიანკაში - ეს არის ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ. ალექსეი რეზნიკოვი - მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ.

      მსოფლიო ომის პერიოდში - Reuters - აშშ უკრაინისთვის დამატებით 750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას გეგმავს. ლიეტუვას პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები დღეს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებები, უკრაინაში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, „პროვოკაციული“ იყო. რუსული მედიის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, მათ შორის ოლეგ დერიპასკას ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ემანუელ მაკრონი - ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან. ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია. დიმიტრი პესკოვი - კრემლში მედვედჩუკის ბედს თვალყურს ვადევნებთ და ამისკენ ევროპელ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებთ. კრემლი ჯო ბაიდენის განცხადებას „გენოციდის“ თაობაზე მიუღებელს უწოდებს. ეუთო - მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე და თეატრზე განხორციელებული თავდასხმა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს, ომის დანაშაული იყო. ლიეტუვის პრეზიდენტი - ერთიანობა ჩვენი ძალაა - ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე. უკრაინა იმსახურებს აღმშენებლობისთვის დიდ ძალებს, როგორიცაა „მარშალის გეგმა“ - მოვიდა დრო დაგეგმვის. რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-სა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი კანონიერ სამიზნედ განიხილავს. რუსეთის თავდაცვა - ვხედავთ უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე საბოტაჟის მცდელობებსა და ავიაიერიშებს - თუ გაგრძელდება, დარტყმებს განვახორციელებთ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე, მათ შორის კიევში. ანდჟეი დუდა - ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია. აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.

      ქართული დელეგაცია უკრაინისკენ - საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. თუმცა ამას მთელი ბჭობა უძღოდა წინ - შალვა პაპუაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში გასამგზავრებლად. შალვა პაპუაშვილი - რუსლან სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა ინტერვიუმ, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. ბადრი ჯაფარიძე პაპუაშვილის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ცოტა მეტი ჭკუა აღმოაჩნდა ვიღაცას „ქართულ ოცნებაში" და მან უთხრა, რომ გადაწყვეტილება უნდა შეეცვალა. დავით სერგეენკო პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტზე - მთავარი, რამაც ამ დღეების განმავლობაში, პოზიციების ცვლილება გამოიწვია, კარგი და გამართული კომუნიკაცია იყო. იაგო ხვიჩია - სამძიმარზე მისვლით ფუნდამენტური საკითხები შესაძლოა, ვერ შეიცვალოს, მაგრამ შენ თვითონ იქნები მშვიდად, რომ სწორად მოიქეცი - საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს მინიმუმ ეს მნიშვნელობა ექნება. გიგა ბოკერია - მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც უკრაინაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიდის - თუ თვლიან, რომ ეს რეჟიმი არის კოლაბორაციონისტი, აგვიხსნან, რა არგუმენტია პუტინისტებთან თანამშრომლობაში? ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, უკრაინაში ორი სხვადასხვა - პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავროს. ლევან იოსელიანი - ეს არ იქნება მხოლოდ ვიცე-სპიკერების დონეზე ვიზიტი, ჩემი პოზიცია მაქვს ამაზე, რომ მარტო მე ამ დელეგაციაში არ ვიქნები, აქ უნდა იყვნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა - მხარეები უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ. შალვა პაპუაშვილი - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდი, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით. უკრაინელ კოლეგასთან ბევრ რაღაცაში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს - ვნახეთ მისი განწყობები და ამისთვის ვფიქრობ, მადლობა გადავუხადო. რომან გოცირიძე - სწორია, რომ უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში წარმომადგენელი იყოს ჩვენგანაც, ვინ იქნება, ამას გადაწყვეტს ფრაქცია. აკაკი ბობოხიძე - უნდა წავიდეს თუ არა ოპოზიცია კიევში?! უნდა წავიდნენ თუ არა ერთად?! - დიახ, უნდა წავიდნენ, თუმცა პრორუსებთან გამყოფი ხაზი უნდა იყოს. ხატია დეკანოიძე უკრაინაში უმრავლესობასთან ერთად გამგზავრებაზე - შეიძლება პარტიაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა - „ოცნებისგან" ჯერ არ მაქვს კონკრეტული პასუხი რას აპირებენ დელეგაციასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.

      დეპარტამენტმა დაწერა, ჩვენებმა შეაფასეს - აშშ დეპარტამენტი - მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის გამოკვეთილი პოზიცია, რომ საქართველოში 2021 წელს მდგომარეობა გაუარესდა - ყველა მხრივ გვაქვს რეგრესი. მიხეილ სარჯველაძე - ოპონენტების სურვილის მიუხედავად, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული ეხილათ, ასეთი მოლოდინი გაცრუებულია. ნიკა მელია - სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის 85-ვე გვერდი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ გზას ქვეყნის სიკვდილამდე მივყავართ. სალომე სამადაშვილი - წლიდან წლამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები მძიმდება. პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძე შეეცადა, რიგით მოვლენად გაესაღებინა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაც არ გამოვა. „ლელო“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში „ლელოს” ლიდერების საქმე პოლიტიკური მართმსაჯულების კონტექსტშია განხილული. არჩილ თალაკვაძე - ტყუილია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დიდი ნაწილი სააკაშვილს ეთმობა - ანგარიშში არ არის მოწოდებული და რა თქმა უნდა, ანგარიშის შედეგად არც მოხდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ელენე ხოშტარია - რასაც ჩვენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები. შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ჩვენ ვნახეთ, რომ რაიმე განსაკუთრებული კრიტიკულობა სხვა წლებთან შედარებით არ არის.

      მერია - კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშაონ. ფეხით გავლა შეუძლებელია, მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგდება. ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გავხადოთ - პატარ-პატარა ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება. თბილისში ელექტროდამტენები დამატებით რამდენიმე ახალ ადგილზე განთავსდება.

      მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გრუშევსკის სახელობის სკოლაში უმასპინძლა.

      უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დასრულდა - საქართველოს რეგიონებიდან 90 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნა.

      რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დღეიდან ამოქმედდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 67

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters