ოპოზიციის ფართო სპექტრი პარლამენტში, ახალი თავმჯდომარე და რურუას შეწყალებით გამოშვება

      ძალიან აქტიური დღე გამოვიდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და სხდომის მონაწილეებს შეუერთდნენ. თავად სხდომა, ამნისტიის კანონპროექტის რეგისტრაციისთვის იმართებოდა. შემდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე გადადგა და ახალი თავმჯდომარე კუჭავა დამტკიცდა. ამასობაში, რურუა შეიწყალა პრეზიდენტმა და მელია კიდევ თავისას აწვება. მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი, კიდევ ერთ დიდებული ხელოვანის იმ ქვეყნად წასვლა იყო - კახი კავსაძე გარდაიცვალა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 305850, ბოლო დღე-ღამეში - 1578, გამოჯანმრთელებული - 287938, ბოლო დღე-ღამეში - 909, გარდაცვლილი - 4060, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 222, სულ აცრილია - 40095 ადამიანი, დღიურად აცრილია - 1552. დოლარის ფასი ლარში - 3.4548.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 27 373 ტესტი ჩატარდა. 17 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოავლინა. ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც იმ ჯგუფებს განსაზღვრავენ, რომლებიც ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან. 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება და კიდევ 78 ცენტრი დაემატება. ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ. ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ. პაატა იმნაძე - სიტუაცია მძიმდება, თუმცა საიმედოა, რომ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელმა მოიმატა.

      არჩევნების შემდეგ პირველად შეკრებილი ოპოზიციური პარლამენტი და ამნისტიის კანონპროექტის განხილვა - არადა დილა აქციებით დაიწყო. 20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავდნენ. აქტივისტებმა პარლამენტთან სურათები მიიტანეს, რომელზეც 20 ივნისის მოვლენებია ასახული. აქტივისტი ვახტანგ მეგრელიშვილს - ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ, რითაც მათი 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა და ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ. იაგო ხვიჩია - ჩვენი კოლეგები ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, იმის თქმა, რომ კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის. მინდა, რომ ნიკა მელია იყოს ამ დარბაზში, მინდა, რომ სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ - დავფიქრდეთ, მინდა, რომ ეს ნამდვილად პარლამენტი იყოს. რაც უფრო მეტი რამის პატიებას შევძლებთ და რაც უფრო მეტ რამეს მოიცავს ამნისტია, მით უფრო განიმუხტება კრიზისი - ყველა დანაშაულის პატიება არც შესაძლებელია და არც ჩვენი საქმე არ არის. „ქართულ ოცნებას” დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვს, რომ ამნისტია შეეხოს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, მაგრამ არ შეეხოს ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს აქციის მონაწილეს ან გასცეს ბრძანება. ბადრი ჯაფარიძე - არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ და ამ წლების განმავლობაში ყველა გამოწვევა დაგვრჩა, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო. ნიკა მელიამ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს მის მიმართ მხარდაჭერის ჟესტია. გიორგი ვაშაძე - ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით. უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა - დღეიდან ჩვენ შევძლებთ ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ. უკვე შეთანხმებული ვართ ჩემთვის პრინციპულ საკითხზე, რომ ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე. სულ რომ ხუთი ვარიანტი დარეგისტრირდეს, ხუთივეში იქნება ჩანაწერი, რომ კონვენციით დაცულ მუხლებზე ამნისტია არ გავრცელდეს. პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებული 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება, საიდანაც ერთს უმრავლესობა, მეორეს კი ოპოზიცია წარადგენს. სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება. ვაპირებ, რომ მივიდე ნიკა მელიასთან საპატიმროში. დარბაზიდან მინდა მივესალმო პოლიტპატიმრებს მელიას, რურუას და იმედი გამოვთქვა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა. ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას მომავალში - ეს ყველას გვესმის და ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“. ზურაბ ჯაფარიძე - დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, ამის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი - დღეს ეს იცვლება და მეტი არაფერი. არანაირი კრიზისი განმუხტული არაა - კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა. მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება. პარლამენტში მისულმა 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დროებითი მოწმობა აიღო. შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია თანახმა არ იქნება ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტზე, შესაძლოა, ამ კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია თავად ოპოზიციამ წარადგინოს. დავით უსუფაშვილი - ჩვენ პარლამენტში იმისათვის არ მოვედით, რომ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს - მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ, რათა ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. გიორგი ხოჯევანიშვილი - თავსმოხვეული ამნისტიით ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი იქმნება. შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ვინც უარყოფს - დამარცხებული. ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. ხათუნა სამნიძე - შესაძლებელია, ჩვენ ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. ანა ნაცვლიშვილი - მთავარი ამოცანაა, სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადაიქცეს მოქალაქეების ნების ამსახველ, მათი ინტერესების დამცველ, მთავარ მოკავშირედ. ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა თანხმობა იმის შესახებ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეთა დამსახიჩრებლები ამნისტირებული ყოფილიყვნენ. ალეკო ელისაშვილი - ზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გვლანძღავდა, კარგია, დარბაზში უკან რომ დაჯდა, მათ ადამიანური რაღაც ჰქონიათ, წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ. ლევან იოსელიანი - დავასრულოთ ერთმანეთის ზიზღზე აგებული რიტორიკა - მინდა მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი. მამუკა ხაზარაძე - ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო - სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით. ეს არის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის" - ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებს გირაოს არ უხდიან, მიხარია, რომ ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ ამნისტიას ორივე მხარე არ დათანხმდა და ამ აქტის მნიშვნელობაზე არ შეთანხმდნენ, მის მიღებას აზრი არა აქვს. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. ნიკა მელია - იქ, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება, შესვლა გამიჭირდება, 99%-ით ვერ და არ შევალ.

      შესვლის შეფასებები - გუბაზ სანიკიძე - მოსახდენი მოხდა - გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს გაუძლო ოპოზიციამ, მათგან პრინციპულობა უფრო გამიკვირდებოდა. დავით ჭიჭინაძე - დღეს დავინახეთ პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების „გამარჯვებული“ საქართველო. ნინო ბურჯანაძე - ოპოზიცია მყარად რომ ყოფილიყო, არ ენარნარათ სიოს მიხვრა-მოხვრით, ახლა ვადამდელი არჩევნებიც გვექნებოდა მოპოვებული - სამადაშვილი აქტიურად მუშაობდა კულუარებში, პირდაპირ უღალატა პარტიის პოზიციას.

      ახალი პარლამენტი და ახალი თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე - სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში არ იყო მხარე. პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ცნობად მიიღო. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. კახა კუჭავა - იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში. დღეიდან ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება. საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა. ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ პარლამენტის სხდომათა სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება და რაც მთავარია, კონკრეტული შედეგები. პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. იმისათვის, რომ ჩვენი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. თუ გვინდა, რომ ეს პარლამენტი იყოს უფრო კონსტრუქციული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო თავშეკავება იქნება. პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება ხელს შეუწყობს, რომ პარტიებმა ერთიანი მიზნებისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

      შეწყალებული რურუა - პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა. და მან საპატიმრო დატოვა. არმაზ ახვლედიანი გიორგი რურუას შეწყალებაზე - გპირდებით, ყოველ ჯერზე გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და თითოეული ნაწილი პატიოსნად სრულდება. სალომე სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე - ეს არის პირველი შედეგი შეთანხმების - ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ნიკა მელიაც რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ხათუნა სამნიძე - მინდა გიორგი რურუას და მის ოჯახს მივულოცო - დღეს ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა. გიორგი რურუა - პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. ალბათ, თავისი დანაშაული გამოასწორეს, შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, „ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც. მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს - მე მათი მჯერა და მწამს. მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. დავრჩები აქტიურ მოქალაქედ - პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, მათ ჩვენც უნდა დავეხმაროთ. ადვოკატი - ბევრი ადამიანის ბრძოლის შედეგია გიორგი რურუას გათავისუფლება და თუკი აწონვა მოხდება მათი დამსახურების, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ნიკა მელიას, მეორე პოლიტიკურ პატიმარს. გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია - რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ქვეყანაში ახალი კულტურა ყალიბდება.

      გუნდის ჩაგვრა - გიორგი გახარიას გუნდი რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაზე საუბრობს.

      ღვინის ეროვნული სააგენტო - პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.

      პრემიერ-მინისტრმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს განვითარების ათწლიან გეგმასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს

      საფლავების კურთხევა - საპატრიარქო მღვდელმთავრებს მიმართავს, 3 მაისს სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა უზრუნველყონ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - დანია 2022 წელს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების დაწყებას გეგმავს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 392 ადამიანი გარდაიცვალა.

      ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინა ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 74

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mass-Generated World

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი







In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…

გაგრძელება

The first phase Arrive

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…

გაგრძელება

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Qwelly World

free counters