ცეცხლებიანი ახალგაზრდა, აქციები და მილიონერი ოპოზიციონერი

      ახალი თვის, ახალი კვირის პირველი საქმიანი დღე და მთავარი ამბავი ჩავლილი აქციების „პიროტექნიკი“ ბიჭის დაკავება და მისი დამცველები ანდა ბრალმდებლები, ცხადია ურთიერთ კრიტიკით. ასევე, ოპოზიციონერი მილიონერი კეზერაშვილის ვრცელი ინტერვიუ და მისი განხილვები. პრეზიდენტის ევროპული ტურნე, ჯანდაცვის მინისტრი და რესპუბლიკურის პრობლემა, პრემიერის საორშაბათო ინტერვიუები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 3 აპრილი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აპრილი

      ჯანდაცვა და პოლიტიკა - „ლელო“ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პირთა საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს იბარებს. ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ უწყვეტად უნდა გააგრძელოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერა, საუბარია ონკოპაციენტებსა და დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე. ჯანდაცვის მინისტრი - ყველა იმ ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, რომელიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებს, დღეიდან სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ. აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, მისი გვერდითი ეფექტების, ასევე მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ყველა იმ ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, რომელიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებს, დღეიდან სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა რადიოაქტიური იოდით (I-131). კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!

      რიკოთის ჩაკეტილობა - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით, ვინაიდან გზის სიახლოვეს განვითარდა მეწყრული პროცესები - კვირის ბოლოსთვის გვეცოდინება, როდის აღდგება მოძრაობა.

      პრემიერის ორშაბათი - ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინიზაციის გეგმა, მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, რაც ჩვენს წინააღმდეგ არსებობდა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ. მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. იანვარ-თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 7.1 პროცენტი შეადგინა - ეს მისასალმებელია იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში, ომების და უამრავი გამოწვევის სახით ხდება. შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა - 13%, წლის ბოლოს 9%-მდე შევამცირეთ და ახლა უკვე, მარტში 5,3%-ია,რაც ძალიან დიდი პროგრესია. ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი - გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა შემოდგომაზე. პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე - ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა - ამერიკაში ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც კონგრესში შეიჭრა, ჩვენ არავინ უნდა დავსაჯოთ? ამას არ ვიზამთ!

      ცეცხლოვანი ახალგაზრდა - არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია, ვინც მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები. ქალბატონი ვიოლა მუშაობს იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით. ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ადვოკატმა ციხეში დღეს პირველად მოინახულა. ხათუნა სამნიძე - ხელისუფლება თავს ესხმის მოქალაქეს მისი გარეგნობის გამო, ამიტომ იდგა აქციაზე ვიოლა ფონ კრამონი. კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე - უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები, აღნიშნული პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ასევე, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს. ირაკლი ზარქუა - აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს - არაერთხელ გვინახავს, როცა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, შემდეგ გვერდზე გადგნენ. კახა კალაძე - ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ - ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ. პაატა მანჯგალაძე - როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან, მას უკვე უფლება არ აქვს ხალხს მოსთხოვოს კანონების ზედმიწევნით განხორციელება - მოძალადე იყო ხელისუფლება. ალუდა ღუდუშაური - ის დრო არ არის, როცა სულის ამოხდით გვემუქრებოდნენ - გამოძიება არის სწორედ იმისთვის, რომ დაადგინოს ახალგაზრდები ხომ არ იყვნენ ფარად გამოყენებული და წაქეზებულნი. გიორგი ბოტკოველი - „ქართული ოცნების“ ნებისმიერი გამოძიება ფუჭი იქნება და ვერასდროს გადაწონის იმ პატრიოტიზმს, რომლითაც მარტის აქციებზე ქართველი ხალხი იდგა. დავით უსუფაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე - რა დანაშაულებიც ჩაიდინა „ოცნების“ უმაღლესმა „ლიდერშიფმა“ ამ ახალგაზრდის მიმართ, გამოძიების საგანი გახდება - დადგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების რიგი. გრიგოლ გეგელია - დღეს თუ ვინმე არის ტერორისტი, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“ - ახლა უნდათ, რომ 21 წლის ბიჭზე „გადატეხონ ჯოხი“. ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისს უთხრეს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს დააკავებდნენ - არ უნდოდა თმის გადაპარსვა და გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისზე - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ - ასევე ტყუილია, რომ მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა - ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

      ფულიანი ოპოზიციონერი - კეზერაშვილის განცხადებები შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, მან პრაქტიკულად თქვა, რომ აფინანსებს ოპოზიციას, ხოლო პარტიებს ეს არ აქვთ დეკლარირებული - ოპოზიციამ ამაზე განმარტებები უნდა გააკეთოს. ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ვისთანაც თანამშრომლობს, ღია და დეკლარირებულია - რაკი დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა დეკლარირებული არა გვაქვს, ე.ი. ასეთი თანამშრომლობა არ არსებობს. პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ დავით კეზერაშვილი ნამდვილად არ გვაფინანსებს - „შავი ბუღალტერია“ რომ გვქონდეს, ჩვენ წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ხელისუფლებას ვერავინ მოასწრებდა. მიხეილ დაუშვილი - საინტერესოა, რას ემსახურებოდა დავით კეზერაშვილის ინტერვიუ, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო. ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არ აფინანსებს დავით კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს. იაგო ხვიჩია - დავით კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას - მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ. ირაკლი ზარქუა - კეზერაშვილი ჩვენებებს იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ადრესატი. გურამ მაჭარაშვილი - დავით კეზერაშვილის ინტერვიუ აშკარა მტკიცებულებაა იმისა და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში. დავით უსუფაშვილი - სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება - ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც მის დამნაშავეობაზე. თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე - მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს.

      დამცველის გუნდი - სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა. სახალხო დამცველი - გუშინ იყო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან შესული, გამიჭირდება ვისაუბრო რამდენ დღეში მოამზადებენ დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ყველასთვის საჯარო იქნება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად. ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს.

      თბილისქალაქი - ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება. კახა კალაძე - მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს - ერთი არის მოკლევადიანი, რომელიც დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს. ეს სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს; მეორე გეგმა სათადარიგო ამომსვლელ-ჩამომსვლელების შექმნას გულისხმობს. ეს პროექტი გრძელვადიანია და მასზე აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ. N331 ავტობუსი დღეიდან ჩვეული მარშრუტით იმოძრავებს.

      ზურაბ ჩხაიძე - ჩვენსა და კონსილიუმის წევრებს შორის თანხვედრა არის, თუმცა კონსილიუმის წევრებისგან რაღაც განსხვავებული მოსაზრებებიც მოვისმინე.

      პრეზიდენტის სტუმრობა - ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს საქართველოს ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს. პრეზიდენტი - 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა დღევანდელი აგრესია - იმ დროს ევროპის ერთიანობა, ალბათ, დაგვაკლდა. დროა, ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს - არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ადვილი სამიზნე გახდეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება.

      „საქსტატი“ - მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ - 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

      ტრადიციული ბზობისწინა გამკაცრება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 175 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა. პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა. უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - რუსული ძალები ბახმუტის დაკავებისგან ძალიან შორს არიან. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის ფონდის მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დრო წავიდნენ, თორემ გავანადგურებთ. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ უკრაინას ამ კვირაში დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. ვოლოდიმირ ზელენსკი ტატარსკის მკვლელობაზე - მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში, მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე. UNICEF - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა. პრეზიდენტი უკრაინელებს - ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება.

      დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი.

      სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 753

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters