ჯანმრთელობის დაცვის ან შენარჩუნების ან ზრუნვის საკითხები გარკვეულწილად მეინსტრიმული გახდა. უფრო მნიშველოვანი მაინც დაპირისპირებულთა ურთიერთშეფასებებია, კრიტიკა და დაწუნება. პრეზიდეტი სააკაშვილიც აქტუალურია და ჩავლილი აქციის ბრანდელბულიც და მომავლის ანონსმდებლებიც. მარტის უამინდობაზე ხომ საუბარიც აღარ შეიძლება - ნამდვილად დაიზამთრა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარია.
ჯანმრთელობა უპირველესად - ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა. თამარ გაბუნია - მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით. თენგიზ ცერცვაძე „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ - თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა. სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, აქონდროპლაზიის სინდრომის ეფექტიანი მართვისთვის ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ლანა გალდავა - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები თბილ ოთახში არჩევენ ბავშვის უფლებების საკითხებს მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მშობლებთან ერთად ქარში და ყინვაში დგანან. თამარ გაბუნია აქონდროპლაზის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე - უნდა ჩამოყალიბდეს დამატებით სპეციალისტების ჯგუფი, მშობლები მიიღებენ შემოთავაზებას, მათი წარმომადგენელი ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში. ჯანდაცვის სამინისტრო - აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს.
პრეზიდენტის ბედი - გიორგი ჩალაძე - ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია - ის ვერ შეჭამს ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს. ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. დავით უსუფაშვილი - ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება - საკითხს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიხედვა და საჭიროა უცხოეთში სამკურნალოდ მისი გადაყვანა. ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს - ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ძალიან მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერში მას ხელს უწყობს გარემოცვა, ოჯახი. სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს უახლოეს დღეებში მოინახულებს. გიული ალასანია - უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს - გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის.
აქციები ძველით და ახლით - პაატა მანჯგალაძე - 9 აპრილის აქციას შევუერთდებით, არ ვკომპლექსდებით იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა შევიკრიბოთო. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მისი პარტიის წევრი არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიცავენ თითოეულ მოქალაქეს, „ვისზე ხელის შეწმენდაც უნდა „ქართულ ოცნებას“. აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს. გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაზე - ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა. გიგა ბოკერია - პროტესტით შეგიძლია მავნებლურ, პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს რაღაცაზე უარი ათქმევინო, მაგრამ შეუძლებელია გარდაქმნა პროდასავლურ რეჟიმად. პროკურატურა - ბრალდებულმა აქციის მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, ასევე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ ავტომანქანას.
ოპო-პო - მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება. ცუდია იარლიყების მიკერება, მაგრამ ოპოზიციას თავიანთი „სიძულვილის ენა“ „სიყვარულის ენა“ ჰგონიათ და როცა სხვა ამაზე რეაგირებს, პრეტენზიები აქვთ. ირაკლი კობახიძე - აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს - პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ძალიან პესიმისტურად ვართ განწყობილი - რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში კონსტრუქციული ჩართულობით არასდროს გამოირჩეოდა და არც სამომავლოდ გვაქვს ამის იმედი. „ფრანკლინის კლუბსა“ და ყოფილ „კმარელებს“ შორის კავშირი პირდაპირია - ისინი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები. „ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, რომ მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი ვიცე-სპიკერის პოსტზე. დავით უსუფაშვილი - ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე“. სალომე სამადაშვილი - წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი. გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ - აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენ რომ სხვა ხელისუფლება გვყავდეს, გარდა ივანიშვილის „ოცნებისა“, უკვე ევროპაში ვიქნებოდით - ამ ადამიანებს მტერი ყოველდღიურად აქებს და მამაცად მიდიან იმ გზაზე, რომელიც რუსეთმა დაავალა. პრეზიდენტთან უთანხმოება - მამუკა მდინარაძე - რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე.
გამოავდრება თუ გამოდარება? - გზების დეპარტამენტი - ცალკეულ გზებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ქალებზე ძალადობა - მარიამ ლაშხი - ყველა ქალს, რომელიც არის ან თავს ძალადობის მსხვერპლად თვლის, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ. ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები ხაზს უსვამს, რომ მათი რეჟიმი ძალადობრივია - ყველა ხერხითა და მიუღებელი მეთოდით ცდილობენ მათ მთავარ პროპაგანდისტს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ.
„საქსტატი“ - 2022 წელს, საქართველოში 42 319 ადამიანი დაიბადა, ხოლო 49 118 გარდაიცვალა.
ყალბი პროკურორი - პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც პროკურორის ყალბი სტატუსით სარგებლობდა და დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა
სპეცოპერაციები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია გაიმართა. ასევე ფონიჭალაში. თეიმურაზ კუპატაძე - ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - მათ შორის, ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია.
საზღვარგარეთულები:
ომი - გენერალი მარკ მილი - ბახმუტში „ვაგნერის“ 6 000-მდე მებრძოლი იბრძვის. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით მტრის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. დმიტრო კულება - გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა - რუსეთი აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა. იური იგნატი - რუსმა ოკუპანტებმა ფრთოსანი მართვადი ავიაბომბების გამოყენება დაიწყეს. სერგეი ლავროვი - დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ.
ჩინური ევროპა - ურსულა ფონ დერ ლაიენი - ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებისთვის.
თურქეთ-რუსეთი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს. უნგრეთის პრეზიდენტი თურქეთში - გვჭირდება სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის გამარჯვებას არ მოიცავს
„ეფესბემ“ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა. სერგეი ლავროვი გეგმავს უხელმძღვანელოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებს, რომელიც აპრილში გაიმართება.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან თავისი ჯარები მთლიანად უნდა გაიყვანოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2023.
საათი: 8:05pm
0 კომენტარი
0 მოწონება
მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2023.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Dwelling within the waterfront is usually a dream For most, and Tims Ford Lake in Tennessee is not any exception. With its serene surroundings, recreational chances, and delightful scenery, It can be no wonder that Tims Ford Lake properties available are in high need. Even so, getting the correct lake property involves the expertise of a skilled realtor who is aware the region perfectly. This information will information you through the entire process of getting the most…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Folks have been observing videos for many years. The main studio or theater was established in 1897. With the assistance of technology, it has grown to be less difficult to view motion pictures on diverse platforms, like TV, projectors and internet. On the internet, several Internet websites allow you to view your preferred films. In the following paragraphs, we're going to find out why it's better to view movies online as an alternative to head to some theater. Read more…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
1 Like
Given that the title implies, A Training course in Miracles is really a training system. It teaches us exactly what is actual and what is unreal, and sales opportunities us on the direct encounter of our have Internal Instructor.
The Training course is arranged in a few sections: a textual content, a workbook for college kids in addition to a handbook for academics. The Textual content provides the ideas underlying the Training course. The…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია