ნორვეგიულად დაჯილდოებული ექს პრეზიდენტი და ფრე ევრო ტურნირზე

      როცა სხვა საკითხები მიჩუმათდება, უმალ მიხელი სააკაშვილის ამბავი გახდება ხოლმე აქტუალური. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როცა ნორვეგიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯილდოც კი გადასცეს (დაუსწრებლად ცხადია). ნორვეგიასთან დღეს გამართული ევროტურნის შესარჩევი მატჩი მეგობრულად 1-1 კი დასრულდა, მაგრამ აქციები საელჩოსთან მაინც იყო. ცოტა სალომეს თემა, ცოტა ევროპული გზა და ბევრი უკრაინული დღის წესრიგი იყო ჩვენს მეინსტრიმშიც. ამინდის პროგნოზიც არასახარბიელოა - კვირის ბოლომდე საშინლად აცივდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      სააკაშვილის ფენომენი - ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე - ორგანიზმს გააჩნია რესურსი - ჯანმრთელობასთან და შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი სავალალო იქნება. შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დამერწმუნეთ, დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა. დიმიტრი შაშკინი - საქართველოში რუტინული ცხოვრება არ იქნება, ვიდრე მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ - ან მთავრობა აკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა, ან ხალხი ცვლის მთავრობას. თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული პირების ახლობლები მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემას აპროტესტებენ. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას არა კონკრეტული მოსამართლე, არამედ, პოლიტიკური ხელისუფლება იღებს. მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები საკმარისი არ იქნება - ფეხს ითრევენ სარჩელის წარდგენისგან, იციან, რომ ასეთი სარჩელი მარცხისთვის განწირული იქნება. ვასო ურუშაძე - ნორვეგიის სალჩოსთან გამართული აქცია არ არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ. გია ვოლსკი - ბრეივიკმა ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული - 76 თუ 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო, იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ - დანაშაულის მასშტაბი გაცილებით დიდია. მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა - არ შეიძლება მის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი დღეს აიწონა და 64 კილოგრამს იწონის - ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული. სახალხო დამცველი - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება. მიხეილ სააკაშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან - ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს. მამუკა მდინარაძე - ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირაკლი კობახიძე - ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავებაა ის, რომ ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე. ლევან ხაბეიშვილი - ნორვეგიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, რაც დღეს იკადრეს, სერიოზული სირცხვილია.

      ევროპის გზა - გიორგი ვაშაძე - 12 პუნქტის შესრულებას უნდა პოლიტიკური ნება - მომეცით 76 მანდატი და 2 კვირაში ჩაგაბარებთ გაკეთებულს. ელენე ხოშტარია - ერთიანი თანამშრომლობითა და კოორდინაციით უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ევროპული პერსპექტივიდან არ გადავიჩეხოთ. კახა კალაძე - საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. არმაზ ახვლედიანი - იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მინისტრი დედაქალაქ-დედაქალაქ დადიოდეს და სთხოვდეს, დაგვიჭირონ მხარი, აქ დემარშს ვუწყობთ ევროპელ პოლიტიკოსებსა და მთავრობებს.

      ციფრული ენგური - რომეო მიქაუტაძემ ავსტრიული კომპანიის „ვერბუნდის“ წარმომადგენლებთან ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხი განიხილა.

      ირაკლი კობახიძე - ტარიელ ნაკაიძე პრობლემურია თავისი საქმიანობით - მასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გვაქვს.

      პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს.

      უცნაური სალომეა - ალუდა ღუდუშაური - არ ვიცი, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია მისგან ამას ვიმსახურებდეთ - მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს. მამუკა მდინარაძე - ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტშიც. მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ვინმეს მისათითებელი ჰქონდეს, რომ სამარცხვინოა, მაგრამ ნამდვილად გულდასაწყვეტია, როცა პრეზიდენტს ქალი ჟურნალისტისადმი ფიზიკური ძალადობა არ ანაღვლებს. ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება გაუგებარი განცხადებები - არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ.

      კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო.

      რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

      ბათუმის თეატრთან, სადაც „ქართული ოცნების“ კონფერენცია უნდა გაიმართოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისვლის შემდეგ ხმაური და დაპირისპირება იყო.

საზღვარგარეთულები:

      ომის პერიპეტიები - ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს. უკრაინა „კრემლის ბირთვული შანტაჟის“ გამო დაუყოვნებლივ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და უარყოფს იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა. გერმანია პუტინის განცხადებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინების განლაგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას არ ეწინააღმდეგება. გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. უკრაინელებმა 12 „კამიკაძე“ დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გაერო-მ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. მარია ზახაროვა - ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-მ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს. ოლექსი რეზნიკოვი - ბრიტანეთიდან მიღებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მალე ჩაერთვებიან საბრძოლო მისიებში. დონალდ ტრამპი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შემიძლია. უკრაინამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ ტანკები მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში იმყოფებოდა. დმიტრო კულება - უკრაინაზე მეტად მშვიდობა სხვა არცერთ ერს არ სურს, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა. ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია - მადლობელი ვარ.

      რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს.

      ისრაელის ჩემპიონატი - ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ისრაელის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის გადადებას მიესალმება.

      ტენესის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე, ნეშვილის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, დროშები დაეშვება.

      რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთმა იაპონიის ზღვაში იმიტირებულ სამიზნეს ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ესროლა.

      უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 28

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ალბომები ლეგოს სამყაროში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2023.
საათი: 8:05pm 0 კომენტარი

      მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…

გაგრძელება

Obtaining The Best Realtor for To Find Tims Ford Lake Residences On the market

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2023.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Dwelling within the waterfront is usually a dream For most, and Tims Ford Lake in Tennessee is not any exception. With its serene surroundings, recreational chances, and delightful scenery, It can be no wonder that Tims Ford Lake properties available are in high need. Even so, getting the correct lake property involves the expertise of a skilled realtor who is aware the region perfectly. This information will information you through the entire process of getting the most…

გაგრძელება

Reasons To Watch Movies On-line In lieu of In Theatres

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 6:30am 0 კომენტარი





Folks have been observing videos for many years. The main studio or theater was established in 1897. With the assistance of technology, it has grown to be less difficult to view motion pictures on diverse platforms, like TV, projectors and internet. On the internet, several Internet websites allow you to view your preferred films. In the following paragraphs, we're going to find out why it's better to view movies online as an alternative to head to some theater. Read more…

გაგრძელება

Transforming Lives By Way of a Course in Miracles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 2:00am 0 კომენტარი







Given that the title implies, A Training course in Miracles is really a training system. It teaches us exactly what is actual and what is unreal, and sales opportunities us on the direct encounter of our have Internal Instructor.







The Training course is arranged in a few sections: a textual content, a workbook for college kids in addition to a handbook for academics. The Textual content provides the ideas underlying the Training course. The…

გაგრძელება

Qwelly World

free counters