ქვეყნის მთავარი განმგებელი სამართალი უნდა იყოს, უთქვამთ ძველ ასტეკებს (ან შუმერელებს). ჩვენთანაც დღის მთავარი ამბავი სწორედ სამართალს და მოსამართლეებს უკავშირდება. ამერიკისგან დასანქცირებული ქართველი მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების თემა უდაოდ მეინსტრიმული გამოდგა და მედიის ყველა არხზე პრაიმტაიმი დაიკავა. კრიტიკა და შეფასებები მის გარშემო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 აპრილი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აპრილი

      ამერიკული სანქციები მოსამართლეებს - აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს - ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან. დევიდ კრამერი მოსამართლეების სანქცირებაზე - მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული - სხვები კი, ვინც დღეს ნახსენები არაა, ამას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ. დენიელ ფრიდი - მოსამართლეების დასანქცირება არის კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და გაფრთხილება, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე. ლინას ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც. უილიამ კორტნი მოსამართლების სანქცირებაზე - ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. კახა წიქარიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - ამ კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია - ზოგიერთი მოწმე მზად არის, რომ ჩვენება მისცეს საგამოძიებო კომისიას. ბადრი ჯაფარიძე - მოსამართლეები თავიანთ ზურგზე იგრძნობენ სანქციების სიმწვავეს, მათი ძალაუფლება და გავლენა შეირყა, თუმცა რეპუტაცია ერთია, აქ სხვა შეზღუდვებიცაა - ყველას უნდა ესმოდეს, რომ ანალოგიური სანქციები არ ასცდება. ანა ნაცვლიშვილი - მთელი „რეფორმები“, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ატარებდა და ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ ინტერესებს დაიცავდა ეს სასამართლო, დღეს არის დასანქცირებული. პაატა დავითაია - სანქცირებულმა მოსამართლეებმა თანამდებობები უნდა დატოვონ - თუ ხელისუფლებამ სწორი დასკვნები არ გააკეთა, სანქცირებულთა რიცხვი გაიზრდება. გია ნოდია - მოსამართლეების დასანქცირება ხელისუფლებისთვის არის აშშ-ს გზავნილი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის შეწყნარებას არ ვაპირებთ“ და არის გზავნილი მომხრეებისთვის: „პოლიტიკურ საფლავში ნუ ჩაჰყვებით ივანიშვილს“. გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! - აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა. რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ გუშინ მეხი დაეცა. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - თუ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, ნათელი დადასტურება იქნება, რომ მათ ბრალი მიუძღვით უკანონო ქმედებებში, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მოსმენები ჩვენ უკვე ვნახეთ. იაგო ხვიჩია - სანქციები არის გზავნილი - ნუ ჩაჰყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში, თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში, მურუსიძე - ჩინჩალაძეს კი უთხრეს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთისკენ შეუძლიათ გაიქცნენ. ყოფილი მოსამართლე - მოსამართლეებმა თავიანთი ქმედებებით ქვეყნის იმიჯი დააზიანეს - სანქციები მხარდამჭერი სიგნალია დამოუკიდებელი მოსამართლეებისთვის, რომლებიც იგრძნობენ, რომ „კლანისთვის“ განწირულები არ არიან. სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. ხატია დეკანოიძე - საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება მართლმსაჯულების სისტემაა. რომან გოცირიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს უკვე არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისადმი და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისადმი. ხათუნა სამნიძე - აშშ-ის გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარია - ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და უკვე რეგისტრირებული კომისია შევქმნათ. ანრი ოხანაშვილი - დასანქცირება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ფაქტობრივად ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს - ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. მამუკა ახვლედიანი - მოსამართლეთა დასანქცირება აუცილებლად გაგრძელდება - არამარტო დავალების გამცემ მოსამართლეებზე, დავალების შემსრულებლებზეც გაიცემა სანქციები. ყოფილი მოსამართლე 4 მოსამართლის დასანქცირებაზე - მოქმედ მოსამართლეებს პირდაპირ მოუწოდებენ, გამოიჩინონ გამბედაობა და „კლანის“ გავლენისგან გათავისუფლდნენ. ოთარ აბესაძე - სამართლიანად ლაგდება სურათი - სოსო გოგაშვილს, რომელმაც 2017 წელს დამაკავა, 5 წელი მიუსაჯა სასამართლომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სწორედ ეს სასამართლო დაასანქცირა კორუფციის ბრალდებით. ირაკლი ჩიქოვანი - ამ გადაწყვეტილებას დესტრუქციული და რევანშისტული ოპოზიციური ძალები იმისთვის იყენებენ, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ პოლარიზაცია. ლევან ბეჟაშვილი - ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო, „ქართულ ოცნება“ მალე პერსონალურად დასანქცირდება. ნინო ქადაგიძე - იმედს ვიტოვებ, რომ ან შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, ან დეპარტამენტის მხრიდან საკითხი გადაიხედება. ირაკლი ქადაგიშვილი - თუ მოსამართლეებს რამე აქვთ ჩადენილი, ოჯახის წევრები რა შუაშია? საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რატომ იღებს?! გრიგოლ გეგელია - საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ენტონი ბლინკენისადმი წარმოადგენს საქართველოს საგარეო კურსის საბოტაჟს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - საფრანგეთს რომ აეკრძალა ამერიკელი მოსამართლისთვის მის ქვეყანაში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას აშშ-ში, ვიცით ხომ?! მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, შემდეგ დაველოდები რა იქნება მთავრობისგან რეაგირება. „ხალხის ძალა“ - ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია. ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ დაკავებას არ ელოდება. ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა - რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს - ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. შოთა თუთბერიძე - ქართული სასამართლოს ხელისუფალთა მიმართ სანქციები მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა საქმეზე, სადაც პოლიტიკური დევნის ნიშნებია. პაატა მანჯგალაძე - იქამდე დავიდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თურმე ამერიკას უნდა მიიტაცოს მურუსიძის სასამართლო - ან რას წარმოადგენს მურუსიძე, რა საფრთხეს უქმნის ამერიკას, რომ ლიკვიდაციაზე იფიქროს, ოსამა ბინ ლადენია თუ ვინ არის? თემურ გოგოხია - არათუ ამერიკულ, არამედ არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ადამიანს ხელაღებით ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო, მტკიცებულებების გარეშე - მართლა გაუგონარია. პაატა სილაგაძე სანქცირებაზე - ანუ რა გამოდის? - ვის რა მოეწონება, ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ? ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ, სატელეფონო საუბრებში იყო მითითება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მიზანი არა სასამართლოში სამართლიანი წესების დამკვიდრება, არამედ, უფრო ლობისტური შინაარსის მოწოდებები იყო. გიგა ბოკერია - მოსამართლეების სანქცირებაზე „ქართული ოცნების“ რეაქცია საქართველოს იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. ლევან მიქაბერიძე სანქცირებაზე - ალბათ, ეს არის „მესიჯი“ სასამართლო კორპუსის მიმართ: დრო მოვიდა იმოქმედოთ, შექმნათ გარკვეული მცდელობა, სისტემაში განხეთქილება მოხდეს და მოგეცემათ ალბათ, შესაძლებლობა სამომავლოდ გარკვეული ბენეფიტები მიიღოთ. ვალერი ცერცვაძე - 6 წელია აღარ ვარ არც სასამართლო და არც სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე - ჩემ მიმართ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას. დიმიტრი გვრიტიშვილი - ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას - სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა. კელი დეგნანი ლევან მურუსიძის განცხადებაზე - რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური - ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში. კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე - საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი. გრიგოლ ლილუაშვილი - არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს - უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ, არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ირაკლი შენგელია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს - იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება. მიხეილ ყაველაშვილი - არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ.აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია, ტრენინგებზე მიჰყავთ - ამაზე თვალებს ვერ დავხუჭავთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს. კახა კოჟორიძე - მტკიცებულებები უამრავია, არიან მოსამართლეები, რომლებიც მძიმე ფაქტებზე საუბრობენ - ერთ-ერთ შეხვედრაზე ადამიანი ამბობდა, რომ იმ დონემდე იყო მისული, მზად იყო, უზენაესი სასამართლოს ხარაჩოებზე თავი ჩამოეკიდებინა და მოეკლა.

      ჩაკეტილი საზღვარი - გრიგოლ ლილუაშვილი - ვადასტურებ, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე - აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან. გიგი უგულავა აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვებაზე - ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა - ესაა უკვე ბელარუსი. გრიგოლ ლილუაშვილი - აკერმანიც ცოცხალი რომ ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული. კელი დეგნანი აშშ-ის მოქალაქის არ შემოშვებასა და სანქცირებას შორის კავშირზე - არანაირი კავშირი არ არის, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს.

      გამომძიებელი დეპუტატები - სალომე სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - ეს არის გზავნილი, პირველ რიგში, აშშ-ისთვის, რომ მათ ჰყავთ მტკიცე მოკავშირე ჩვენს ქვეყანაში ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ოპოზიციის სახით. ანრი ოხანაშვილი - შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები - ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

      ხორბალი და პური არსობისა - „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას მიმართავს, პურის ქარხნებს დაუბეგრავი რეჟიმით იმ რაოდენობის ფქვილი მიაწოდოს, რაც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობადაა საჭირო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა.

      ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი საკუთარი საჯარო განცხადებებით თავადვე ქმნის მტკიცებულებას, რომ ის ოლიგარქია.

      ბერდია სიჭინავა - სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი.

      რუსეთის საგარეო უწყება - „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს - ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხრიდან.

      9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს.

      მიწისქვეშა წყალი - ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია იმისთვის, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს. რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანესია. პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გახდება ჩვენთვის.

      „სამართლიანი არჩევნები“ - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მარტის აქციებზე დაზარალებული ზაზა ბიღიაშვილისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად 365 დღე ითხოვა, ამიტომ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მივმართეთ.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა არიან. ოლექსი რეზნიკოვი - მჯერა, რომ მიმდინარე წელი გამარჯვების წელი იქნება.

      დიმიტრი პესკოვი - ნატო ფართოვდება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთი იღებს ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ალექსანდრე ლუკაშენკო - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ.

      აშშ-ში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

      ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს - ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩინეთის პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა მზადყოფნა საუბარი გამართოს ზელენსკისთან, როდესაც შესაბამისი პირობები და დრო იქნება. ჯოზეფ ბორელი ჩინეთს ეწვევა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 800

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters