უკვე მეორე დღეა რაც შეთანხმება მოხდა, დოკუმენტეს ხელი მოწერა და ქვეყანამ ამოისუნთქაო, გვინდოდა გვეთქვა. ხელმოწერის მეორე დღე პირველზე არანაკლებ ხმაურიანი იყო. მთელი დღე დოკუმენტის გარშემო დატრიალდა და ამას დაემატა ხელმოწერილით გახარებული ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი. სპეციალურად მისთვის დღეს პარლამენტში შეკრებაც კი მოეწყო. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 297728, ბოლო დღე-ღამეში - 1792, გამოჯანმრთელებული - 282237, ბოლო დღე-ღამეში - 663, გარდაცვლილი - 3959, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 308. დოლარის ფასი ლარში - 3.4499.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 940 ტესტი ჩატარდა. 10 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 30 707 მსურველია დარეგისტრირებული. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი, ხოლო „მოდერნასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებენ, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, სექტორი უკვე გაფრთხილებულია და მზაობა არის. ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ვინაიდან ის ცვლილებები რაც ვაქცინაციის საბჭომ უკვე მიიღო, არის ისედაც დაჩქარებული. თამარ გაბუნია - ფართო მასშტაბის „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის. ორგანოგადანერგილ პირებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 21-23 აპრილს შეეძლებათ. ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
შეთანხმება მელიას გარეშე და მელიას გათვალისწინებით - ლევან ბოძაშვილი - პარტიები, რომლებიც არ უერთდებიან შეთანხმებას, ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას. დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია - კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართე. ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან. ირაკლი ქადაგიშვილი - უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. სალომე სამადაშვილი - დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ცხადად ჩამოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი - ნიკა მელია საბოტაჟს უკვე შეთანხმებას უცხადებს. ლაშა დამენია - „ევროპული საქართველო“ კვლავაც თანმიმდევრული და პრინციპული რჩება თავის მოთხოვნებში - ჩართული ვართ 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში. არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება. თინა ბოკუჩავა - განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი - მე მჯერა ჩვენი ევროპულობის, საქართველოს გამარჯვების და ამ გამარჯვებამდე ღირსეულად უნდა მივიდეთ. გიორგი ვაშაძე - ექვსთვიანი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომ ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი ქართულ პოლიტიკაში. ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იყენებს შესაძლებლობას, ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო და ეს ისტორიაში ჩავწეროთ, როგორც სერიოზული გამოცდილება. არ ვიცი, რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, გულწრფელი ვარ ჩემს სამშობლოსთან და მეუღლესთან - დარწმუნებული ვარ, თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში. ხათუნა სამნიძე - რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. ზაალ უდუმაშვილი - შარლ მიშელს შეხვედრაზე ვეტყვით, რომ ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია. ჯეიმს აპატურაი - მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ის საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი - მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას. გიგი უგულავა - სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში, ამისთვის მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან. ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პარლამენტში მივლენ - შარლ მიშელთან პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ბექა ლილუაშვილმა და შალვა კერესელიძემ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე სამადაშვილის მიმართ შეტევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი. კახა კალაძე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, პოლიტიკური პარტიებისგან ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. აკაკი მინაშვილი - სამადაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მელიას პოზიციაც. გურამ მაჭარაშვილი - ამნისტიის კანონის ინიცირების შემთხვევაში, მოხდება 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით ყველა პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც აღძრული იყო საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დავით ზილფიმიანმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ლანა გალდავა - ეს ის კომპრომისია, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გიორგი ბარამიძე - სააკაშვილმა მოგვიწოდა განვიხილოთ მისი წინადადება, პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. გიგა ბოკერია - ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა - ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება. შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას. ედპ - მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები საპატიმროს დატოვებენ. კობა ნაყოფია - ნიკა მელიას პოზიცია ძალიან მარტივია, საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს. ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში პრეზიდენტ მიშელის ხათრით შემოვლენ, შემდეგ კი ჩვეულებრივი ქცევა იქნება ოპოზიციის ლიდერებისა და წევრების მოსვლა - მე კი ვარ გათამამებული იოსელიანთან ერთად. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე შეთანხმების იმპლემენტაციაზე იყო საუბარი. არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს - დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის - ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ. ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ - მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს და თუ შეთანხმება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის შედგა, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. გიორგი ვაშაძე - ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ხოლო რადგან ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება. დავით ბაქრაძე - პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, არის გიორგი რურუას შეწყალება - მოვუწოდებ პრეზიდენტს, აღარ გადადოს. არჩილ თალაკვაძე - მელიასთან დაკავშირებით არსებობს გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი, რომლის ინიცირებას და მიღებასაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება. სალომე სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, შეთანხმების თანახმად, შემდეგ ორშაბათს, ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს. სენატორი ჯიმ რიში - შეთანხმებას შეუძლია, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე - კომპრომისის გამოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ხელშეკრულების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი შესრულება იქნება. ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოში კრიზისი სრულდება - იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება.
კახა კალაძე - ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები.
შარლ მიშელი საქართველოშია. ვახტანგ მეგრელიშვილი - შარლ მიშელის ჩამოსვლა ცერემონიაა, რაც ჩვენს საერთო გამარჯვებას აღნიშნავს. შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს - საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა. შარლ მიშელი - პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა - დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოსთვის, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - ნდობა არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რომ გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები. პრეზიდენტი - სიტყვების დრო დასრულდა და დაიწყო საქმის დრო, ქვეყანა გველოდება, მე მგონი, გველოდება ევროპაც და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის. შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთისთვის შეიძლება ეს არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც შეუქცევადია. დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა - შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია. დოკუმენტზე ხელმოწერით საჭირო საფუძველი შევქმენით, რომ ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში - ახლა ჯერი ოპოზიციასა და მის ქმედებებზეა. შარლ მიშელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის შარლ მიშელს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა. დავით ბაქრაძე - ჩვენი მასპინძელი პარლამენტში დღეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და არა პარლამენტი. სალომე სამადაშვილი - პარლამენტში ვიმყოფები იმისთვის, რომ შარლ მიშელის თანამონაწილეობით მივიღოთ გარანტიები, დღის წესრიგი, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. პარლამენტში შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შარლ მიშელი - მადლობა ბატონო პრემიერო ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის. მადლიერება მინდა გამოვხატო ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი ინტერესების გვერდით გაწევით - ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე. შარლ მიშელი ნიკა მელიას გათავისუფლებაზე - დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს.
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა.
მიშას შტაბები - მიხეილ სააკაშვილი - არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ, მინდა, ჩვენს მომხრეებს ვთხოვო, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 156 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. რუსეთში კორონავირუსის 8 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 379 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩადის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ანგელა მერკელის პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი.
დიმიტრი პესკოვი - დასავლეთმა მასიურ ანტირუსულ ფსიქოზზე უარი უნდა თქვას.
პენტაგონი - რუსეთს უკრაინის საზღვართან იმაზე მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე 2014 წელს.
რუსეთმა ორი ბულგარელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
ანგელა მერკელი - გერმანია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია