მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 295936, ბოლო დღე-ღამეში - 578, გამოჯანმრთელებული - 281574, ბოლო დღე-ღამეში - 659, გარდაცვლილი - 3949, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 277. დოლარის ფასი ლარში - 3.4359.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 750 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა.

      არის ასრულდა ოცნება ხელმოწერისა - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე - ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა. თენგიზ ფხალაძე - მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის. გიგი უგულავა - მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ოპოზიციას კოალიციური მუშაობა შეუძლია. აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა. თაკო ჩარკვიანთან კომუნიკაცია მქონდა, დავსხდებით და დეტალურად გავივლით - სამართლიანი არაა იმის თქმა, რომ ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვანი არ არის. თუ თბილისში, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს წააგებს, ეს იქნება საოცარი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, რომ უმრავლესობა აიღონ საკრებულოში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ - ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი. არმაზ ახვლედიანი მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, თუ მას „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს. სალომე სამადაშვილი - კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად! მამუკა ხაზარაძე - დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები - დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში. რატი იონათამიშვილი - დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია - „გირჩის" 7 პუნქტიც დაახლოებით იგივე შინაარსის არის, რაც დერეფანში საქმიანი შეხვედრების გამართვა. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა. ელენე ხოშტარია - დეპუტატი არ ვიქნები - უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა. „გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა. რან გიდორი - მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ისეთი მომავლისკენ წაიყვანს, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მხრიდან ახალი დოკუმენტის წარმოდგენა „ქართული ოცნებისთვის" სილის გაწვნაა. შალვა პაპუაშვილი - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო ჩვენი ოპონენტების მიმართულებით იყო. პაპუაშვილი „გირჩის“ წევრებზე - კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ, არ არის პრობლემა, მაგრამ სჯობს, კომიტეტებში იყვნენ - ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. ნატო ჩხეიძე - მე ვიქნები ბოლო დეპუტატი, ვინც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდება. „ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. შალვა შავგულიძე - ვისურვებდი, რომ შეთანხმების დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, კრიზისის განსამუხტად, ხელს მოვაწერ და შევალ პარლამენტში. სერგი კაპანაძე - შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. დიეგო კოლასი - შეთანხმება საქართველოს გააძლიერებს და ჩვენ ძლიერი საქართველოს ხილვა გვსურს. პაატა მანჯგალაძე შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე - დოკუმენტი არ არის გამარჯვება, მაგრამ მყარ საფუძვლებს ქმნის მომავალში გამარჯვებისთვის. გიგა ბოკერია არმაზ ახვლედიანისა და შალვა შავგულიძის პოზიციას „სერიოზულ შეცდომად” აფასებს. არჩილ თალაკვაძე - განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება - რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით. თაკო ჩარკვიანი - რაღაც პროცენტია დარჩენილი, რომ გიორგი ვაშაძე დიდ შეცდომას გადახედავს, თუ ასე არ იქნება, ჩვენი გზები გაიყოფა. ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს. საბა ბუაძე - პრეზიდენტი ძალიან კრიტიკულ და საკვანძო სიტუაციაში პირდაპირ ვაჭრობაში ჩაერთო და პირობები დააყენა. დავით ჭიჭინაძე - ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა. ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი მას მიეღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ. დავით ბერძენიშვილი - ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გონივრული გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს პარტიაც მოიგებს და საქართველოც - ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული „ენმ“ კი დაღმასვლას ვერ გადაურჩება. გიგა ბოკერია დავით ბაქრაძის განცხადებაზე - უხერხული და არაკორექტული ამბავია. სალომე სამადაშვილი - არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დამატებით დაზუსტდეს, მაგრამ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ ხელმოწერა განვიხილოთ. ელენე ხოშტარია - მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა. აკაკი მინაშვილი - პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს. ლევან ბეჟაშვილი - პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო, რადგან აზრთასხვადასხვაობა არსებობს - გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია. ასეთ იყო მთელი დღე - საღამოს ხელი მოაწერეს - გირჩებმა, ლელომ, ელისაშვილმა, სტრატეგია აღმაშენებელმა, ქართლმა ოცნებამ. ნაციონალური მოძრაობიდან და ევროპული საქართველოდან მხოლოდ თითო-თითო წევრმა არა პარტიის სახელით, არამედ პირადი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. დავით ბაქრაძე - ხელს ვაწერ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ხათუნა სამნიძე - მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში. ბადრი ჯაფარიძე - მედიატორების მიერ შედგენილმა დოკუმენტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებსა და რეფორმებს. მამუკა ხაზარაძე - მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი. სალომე სამადაშვილი - იმედი მაქვს, სულ მალე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით. ალეკო ელისაშვილი - დღევანდელი დღეც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და მტკიცე და მე ვარ ამაყი, რომ დღეს საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს. გიორგი ვაშაძე - დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ. არჩილ თალაკვაძე - დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება - ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან პარლამენტში. კარლ ჰარცელი - შეთანხმების ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ ახალი თავი იწყება იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება. კელი დეგნანი - მადლობას ვუხდი მთავრობას და პარტიებს, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. შარლ მიშელი - საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას. შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. პრეზიდენტი შარლ მიშელს - შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას - მინდა, ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს. შარლ მიშელი - დღეს ღამით მე ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული არის საქართველოში.

      საქართველოში ხვალ შარლ მიშელი ჩამოვა.

      გირჩის სამეფო - გირჩი პარლამენტში - სანდრო რაქვიაშვილი - პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება. იაგო ხვიჩია - ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც მადლობლები ვართ, მასზე კრიტიკას ვერ დამაცდევინებთ. ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება. გია ვოლსკი „გირჩზე“ - არასერიოზული მიდგომაა, თორემ გინდ სამეფო დაარქვან და გინდ საუფლო. გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თუ გაერთიანებული ოპოზიცია პოზიციებს შეინარჩუნებს, გამარჯვება დადგება.

      აქცია მელიასთვის - ნიკა მელია - ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია - მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიამ მოგვცა პირადი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა შეეგუო რეჟიმის უსამართლობას. გიგი უგულავა - 15 მაისს, ჩვენ ამ ერთობას ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთან ერთად შევხვდებით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ზაალ უდუმაშვილი - ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული - კიდევ დავაყენებთ მთავარ წინადადებას, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება. რომან გოცირიძე - ჯერ ნიკა მელია, შემდეგ დანარჩენი - ეს არის თეზისი, რაც ამ მომენტისთვის პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა.

      რურუას შეწყალება - პრეზიდენტი - ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს, მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს. პრეზიდენტი - გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ვიოლა ფონ კრამონი - სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის დროს თამამი გადაწყვეტილება მიიღო. „ქართული ოცნება“ - რურუას გათავისუფლების ასახვა შეთანხმებაში, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია - არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს.

      პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრა

      მერი მელია - გიგი უგულავას აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია უნდა განიხილოს.

      ჰესი - არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესზე“ - ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში უნდა იყოს.

      ფრენა - ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა.

      საქსტატი - 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.1% შეადგინა. იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

      დასაქმება - ისრაელის ელჩი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა გაიზარდოს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 17 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 346 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 894 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.9%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა.

      დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას „პოზიტიურ და შესანიშნავ“ ნაბიჯად აფასებს.

      ნავალნის საქმე - ჟოზეფ ბორელი - ალექსეი ნავალნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. ექიმებმა ალექსეი ნავალნის საოლქო საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 86

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters