ასეთი, რაღაცნაირი დღეების დასაწყისი. თუ?.. მოკლედ, რაც არის. მხოლოდ რამდენიმე წვეთი რომ ცვივა ციდან, "ვითომ წვიმას ვაპირებო" ხასიათის. ისე გადის ზამთარი, მაინც არ დაიორთქლა ჩემი ოთახის ფანჯრები. და ვდგავარ, ვუყურებ ხოლმე, სხვების დაორთქლილ ფანჯრებს, და მინდება ჩემი ფანჯრიდან იმ დაორთქლილ ფანჯარაში საკუთარ თავს, პარალელურ მე-ს ვხედავდე. გკითხე კიდეც, ჰო გახსოვს, უცნაური სურვილები მაქვს-თქო? გაგეღიმა და მითხარი, ისე რაო... მეც გამეღიმა. ჰოდა,…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2016 წელი. 8:00pm —
4 კომენტარი
________________
არის მომენტები როდესაც მენატრება აქაურობა ოღონდ ძველებურად ლაღი. გათენებებიც მენატრება აქაური და ღამეს რომ ვერ გრძნობ... ყველაზე ძალიან კი ხალხი მენატრება აქაური საოცრად ახლობელი და პოზიტიური ))))
დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2016 წელი. 7:30pm —
1 კომენტარი
________________
ეს არის ნაწარმოები, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე და გამახსენა ქართული მენტალიტეტი და რეალობა, იმის მიუხედავად, რომ იგი დაწერა ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელმა. მოპასანი სინამდვილის მხილების უდიდესი სურვილით შეეხო დედამიწაზე არსებულ ყველა პიროვნებას, ყველა ოჯახს, ყველას გულში შეაღწია, ადამიანებს თითქოს მოსტაცა "ღირსეული" თვისებები, ზნე - ჩვეულებები და მათი მეშვეობით შექმნა "წუთისოფლის" გმირები, რომლებსაც მთელი სიუჟეტის…
დაამატა nina_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
იანვრის მღელვარე ზღვა უფრო საინტერესოა, მშვიდი სანაპიროთი და ბღუჯა-ბღუჯა ნიჟარებით... ვიდრე ნიჟარასფერი სხეულები ივლისის ცისფერი ზღვის ფონზე...
და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რომ "ირუჯები", მიძინებული ზღვის კალთაში მაგას აქვს ყველაზე დიდი "მუღამი"...
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 3:00pm —
5 კომენტარი
________________
მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა კი არა ხალხნო, შეხედეთ:
"მთიდან ჩამოსულმა ნახირმა თითქოს მზეც კუდზე მოიბა და სოფლის თავში ენგურში გადააგორა... უცბად შებინდდა."
"ახალი მთვარე მთებით შეკრულ ზეცაზე ყანაში გავარდნილ ნამგალივით აპრიალდა."
ლ. გოთუა
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 2:30pm —
3 კომენტარი
________________
- რა მძინარა ყოფილხარ თოვლის ქულა. - თვალი გაახილა თუ არა, თავზე მიოდი ედგა.
- გადი იქით შე აფერისტო, არაფერი აქვს ამას მოსაპარი ხომ ხედავ, რას ელაქუცები. - ტარაკანმა გვერდი გაჰკრა მიოდს.
მიოდი სადღაც გაიძურწა.
- ადექი, ჭამის დროა თოვლის ქულავ, მარიამ რძე მოგიმზადა, შეუდარებლად ამზადებს ყველაფრს. წამო და მალე უკეთ იქნები.
თოვლის ქულა ნელ-ნელა წამოდგა, საბნდა გამოძვრა. თავზე ჭერი რომ ეგონა, თხელი ყავისფერი და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
ო, რა მშვენიერი ამინდი იქნება ახლა შინ... ჩურჩულებდა და ცდილობდა, სიძულვილი დაეცხრო (ისე, როგორც ემილიმ ასწავლა), მას ხომ ეზიზღებოდა ის სამყარო, რომელმაც შეიძულა, დასცინა, აბუჩად აიგდო, უარყო. განგებამ ლამაზი სხეული არ უწყალობა. უშნო იყო და თავს ვერავის შეაყვარებდა (ჰიუგოს გმირებივით (ხანდახან ადამიანი სპილოსნაირადაც)). მისი დანახვა არავის სიამოვნებდა. თმას გულმოდგინედ ივარცხნიდა, მაგრამ მისი დიდი, თეთრი,…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2016 წელი. 7:00pm —
5 კომენტარი
________________
როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდოდა, ამ სიტყვებს ეტყოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი იმას არ ამბობს, რასაც გრძნობს, ფიქრობდა და გრინ-პარკში მიაბიჯებდა. სიამოვნებით უცქერდა ხეების ჩრდილში მსხდარ ოჯახებს. ბავშვებს ქვიშაში თამაშობდნენ და რძეს სვამდნენ. მინდორზე ქაღალდის პარკები მიმოფანტულიყო (თუკი ეს პარკები ხალხს შეაწუხებდა, ერთი მსუქანი, ლივრეაში გამოწყობილი კაცი სწრაფად აკრეფდა). მაიკის მიაჩნდა, რომ ზაფხულობით…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2016 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
ბოლო რამდენიმე კვირაა ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე ხშირი ფიქრი და მსჯელობა გვიწევს, შეიძლება ეს სასწავლო პროგრამის ნაწილია და იმიტომ, მაგრამ ზოგჯერ ძილში რომ ჩაგყვება, ისეთი ამბავიცაა.
საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს მომავლის სკოლა? რა ცვლილებები დაგვხვდება მომავლის სკოლებში?
დავიწყოთ მარტივად,
1. ინფრასტურქტურა - მერხების საჭიროება აღარ იქნება, ასევე არ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2016 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
ო, ღმერთო! უეცრად გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ ოთხშაბათი იყო და ბრუკ-სტრიტზე, თავის სახლში, დივანზე იწვა. ეს ძვირფასი, გულკეთილი ადამიანები, რიჩარდი და ჰენრი, ამ სიცხეში მიაბიჯებდნენ იმ ქუჩებში, რომელთა გუგუნიც დივანზე მწოლიარე ელის ყურთასმენას სწვდებოდა. ელი ძლიერი, დიდებული ქალი იყო, ძალაუფლება ჰქონდა, საზოგადოებაში შესაფერისი ადგილი ეჭირა და შემოსავალიც ჰქონდა. გამოჩენილი ქალი იყო. შესანიშნავი…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 25, 2016 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული მოლოდინებიაო - რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ინტერნეტში მოგზაურობისას. რა თქმა უნდა ეს ასეა, ადრეც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ ყალბი მოლოდინები უარესი შედეგებით გვიბრუნდება, ყალბი მესიანიზმი ჯერ ედუარდთან, შემდეგ მიშიკოსთან, ბიძინასთან და ა.შ. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე როდია ეს უბედურება. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყალბი მოლოდინები შობს მუდმივ დაუკმაყოფილებლობის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2016 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
ჰიუ მისგან სრულიად განსხვავდებოდა. ისეთ წერილებს წერდა, ენას ისე ჩინებულად ფლობდა, ტექსტს ისე აგებდა, რომ გაზეთების მთავარ რედაქტორებს აღაფრთოვანებდა. მას თავისი ვნებები და მისწრაფებები ჰქონდა, მაგრამ ლედი ბრიუტონი ძუნწსა და ხარბს ნამდვილად ვერ უწოდებდა. საერთოდ, ლედი ბრიუტონი მამაკაცებს მკაცრად არასოდეს განსჯიდა, რადგან ისინი (მისი აზრით) რაღაც საუცხოო ნიჭის წყალობით მართავდნენ სამყაროს. მისტიკური თანხმობა…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 23, 2016 წელი. 5:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
იმისთვის რომ რაღაც შეიქმნას, ნაწარმოები, ტილო, მუსიკა... სულ ერთია, საჭიროა ზეგარდამო მადლი-შთაგონება ან მუზა.
რა არის მუზა?
ჩემი აზრით, ესაა ის ძლიერი ემოცია, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას მოაქვს... უნებურად
შემდეგ უკვე, შინაგანობაში ნიაღვარად შემოდენილი ემოცია თითქოს გადამუშავდება და კვლავ გარეთ, ასოებად, ფერებად, ბგერებად იღვრება...
ემოციაა საჭირო ასოების სიტყვებად ასაკინძად,…
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
მისთვის საჩუქარი უნდა წაეღო. იქნებ ყვავილები? საკუთარ გემოვნებას ვერ ენდობოდა, რადგან (გამოცდილება სხვადასხვანაირი იყო) ვერ ერკვეოდა. ვარდებით, ორქიდეებით ხელდამშვენებული მივიდოდა კლარისასთან, რათა ეზეიმათ ეს დიდებული მოვლენა. როცა სადილზე პიტერზე საუბრობდნენ, რიჩარდს გრძნობა მოერია. მას ხომ კლარისა... მათ მრავალი წელი არ უსაუბრიათ ამაზე. ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა, გაიფიქრა და წითელი და თეთრი ვარდების დიდი,…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფიქრებმა მაქციეს ღამურად, ღამით თვალს არ ვხუჭავ, დღისით კი ვსაყვედურობ თვალებს რომელიც ვეღარ უძლებს დაღამებამდე რამოდენიმე საათს. მეგონა გაივლიდა ეს ყველაფერი და მეც სხვა ნორმალური ადამიანებივით საღამოს 10 საათზე თუ არა 12ზე მაინც დავიძინებდი, მაგრამ მივხვდი რომ არაფერი გამომდის და ამდენი ფიქრის მიუხედავად მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ უძილობასთან ერთად.
დაამატა Lia_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 5:00am —
2 კომენტარი
________________
ჩემს თავს არ თანავუგრძნობ... თქვა მან, მე თანავუგრძნობ (უნდოდა, ეთქვა, შენ ძმას თანავუგრძნობო, მაგრამ მერის ასე სასტიკად ვერ მოექცეოდა და გულს ვერ ატკენდა)... სხვებს. სხვებს თანავუგრძნობ. უფრო მეტად სხვებს, თქვა მან. მერი მაგიდასთან ჩუმად იჯდა და ჰგავდა იმ ცხოველს, რომელიც ვერ ხვდებოდა, რატომ მოიყვანეს გალიის კართან და მთელი გულით მხოლოდ გაქცევა უნდოდა. ხომ არ სურდა კიდევ…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2016 წელი. 7:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რა ხანია მე და მუზა ერთმანეთს დავეკარგეთ. ეხლა ვთხოვე, ისევ გვეხილა ჩვეულებრივ კაცთა ყოველდღიური ცხოვრების ჭიამაია საით მიფრინავდა.
მუზას მოლოდინში მოსაცდელ სკამზე ხანიერ ქალს მივუჯექი. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა. ჩემი არ იყო. ქალმა უპასუხა. ათი წუთის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ეტყობა, ნაგვიანევიშვილი ან ნაადრევი შვილიშვილი იყო. მან ქალს რაღაც მისცა. მერე უთხრა, ორი საათი დრო მაქვს, ეხლა გაგყვები, აიღე პენსია და ჩვენთან…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 5:00pm —
3 კომენტარი
________________
მაისი ოცდაექვსობს,
ჩვენ კი რაღას ვაკეთებთ?!
სითყვებით რომ ვქლესაობთ,
საქმეში ხომ ვთამაშობთ.
მაისმა იმაისა,
ჩვენ კი დავრჩით ვარდებად.
წავა წლები,გადავა
და გაგვყვება დარდებად.
ჩვვენ გვეწადა დიდება,
თუმცა დავრჩით გიდებად.
...ისევ ბრძოლა გვინდება,
გამარჯვების ღირსება.
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძე
2015 წ. მაისი.
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, საკვრიაო ქადაგების დასასრულს, მამაომ თქვა, რომ ხვალ, ორშაბათს, 18 იანვარს, ჩავატარებთ ღამისთევის მსახურებას, ღამისთევის შემდეგ კი არაგვში ჩავალთო. ამ სიტყვების თქმა იყო და ტაძარში ერთდროულად ჩამოიარა ბედნიერმა სახეებმაც და აციებულმაც. თვალებანთებული თუ სიცივეშეპარული მრევლი ერთმანეთს ეკითხებოდა - აპირებ ჩასვლას?! პასუხები არაერთგვაროვანი იყო: არ ვიცი; ვნახოთ; თუ ძალიან არ ეციება; თუ არ გავიყინები ჩავალ; ჩავდივარ აბა რას ვშვრები; არაა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამ საღამოს შეხვედრაზე წახვალთ? – ჰკითხა მის ივიმ. ალბათ, წავიდოდა, რადგან დედამ სთხოვა. ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ ეს ხშირი შეხვედრები, თქვა ივიმ და შოკოლადის ეკლერი აიღო. ელისონმა უპასუხა, რომ ასეთი შეხვედრები მაინცდამაინც არ უყვარდა.
ივიმ პირი გააღო, ნიკაპი ოდნავ ასწია და შოკოლადის ეკლერი გადაყლაპა. თითები გაიწმინდა და ჩაის…
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2016 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2019.
საათი: 9:11pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm
2 კომენტარი
3 მოწონება
დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.
© 2019 George.
•