იმისთვის რომ რაღაც შეიქმნას, ნაწარმოები, ტილო, მუსიკა... სულ ერთია, საჭიროა ზეგარდამო მადლი-შთაგონება ან მუზა.

      რა არის მუზა?

      ჩემი აზრით, ესაა ის ძლიერი ემოცია, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას მოაქვს... უნებურად

      შემდეგ უკვე, შინაგანობაში ნიაღვარად შემოდენილი ემოცია თითქოს გადამუშავდება და კვლავ გარეთ, ასოებად, ფერებად, ბგერებად იღვრება...

      ემოციაა საჭირო ასოების სიტყვებად ასაკინძად, ფერების-ტილოებად, ბგერების მელოდიად გარდასაქმნელად. ემოციის ხასიათი ზუსტად განაპირობებს იმას თუ როგორი ხასიათისა იქნება შემოქმედება, რა შეგრძნებებს გამოიწვევს ის სხვა ადამიანებში... ერთში შემოდენილი ემოცია ზუსტად იმავე არსებით, თუმცა განსხვავებული გარეგნობით ჩაიღვრება უკვე სხვა ადამიანების შინაგანობაში.

      ალბათ ასე მრავლდება მერე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები...

ნახვა: 1682

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მუზა, ქველი

George: იანვარი 22, 2016||9:17pm

ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ სათაურმა გამაკვირვა : სულ მეგონა, რომ მუზა პასუხობს შეკითხვაზე *ვინ?*)

სალომე: იანვარი 22, 2016||9:37pm

ვისთვის როგორ.... 

(ისე, დასათაურებაზე აქ სხვები ზრუნავენ....))

George: იანვარი 22, 2016||9:47pm

მზრუნველები არ მოგაკლოს უფალმა , სალომე )

სალომე: იანვარი 22, 2016||10:05pm

მადლობა!  :))) 

mariam labadze: თებერვალი 26, 2018||5:40pm

ha ha ha gadila

ლაშა: აგვისტო 7, 2018||12:32pm

მარიამ, გადილა ვინ არის? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

ნიკა მელია დააკავეს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters