რამდენიმე კვირაა ქართული საზოგადოება მოიცვა ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრობამ. ყველაფერი სოციალურ ქსელებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სახელმწიფო დონეზეც კი დავიწყეთ გულშემატკივრობა, სატელევიზიო კამპანია, მინისტრების მოწოდებები და მხარდაჭერები და სხვა მრავალი. მართლაც, დიდებული საქმეა ქართველმა კალათბურთელმა მიიღოს მონაწილეობა NBA-ის All Star-ში. ესაა კიდევ ერთი შანსი, "ჯორჯიელობა" ამერიკის შტატს კი არა, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანას უკავშირდებოდეს. ქართველი ამერიკელების თამაშში, თან სად - იქ სადაც მხოლოდ ვარსკვლავები თამაშობენ, ყველა ვარსკვლავი ერთად. მართალია, ეს შეჯიბრება მხოლოდ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს შორის ტარდება, მაგრამ მსოფლიოს საკალათბურთო ტურნირის მქონეს არცერთ ქვეყანას, არ აქვს პრეტენზია რომ მისი რომელიმე გუნდი, ქართული "აზოტის" დონის, იმსახურებს ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას. ამერიკული თამაშია კალათბურთი და არც ღირს ამაზე დავა.

All Star, NBA, Qwelly, blog, აზროვნება, ბლოგი, განაზრებანი, გულშემატკივრობა, დღიური, კალათბურთი, ფიქრები, ქართველობა, ქველი

      სამწუხაროდ კალათბურთში იმაზე ცუდად ვერკვევი, ვიდრე ბევრ სხვა რამეში, ამიტომ მომიწია მცირე ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა, საერთოდ რა არის ეს "All Star" და ა.შ. "All Star"-ის თამაში წარმოადგენს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების სანახაობრივ შებირებას. ეს სანახაობა უმაღლეს საკალათბურთო ჩვენებათა რიგებში ერთიანდება და სულ სამი დღე გრძელდება (პარასკევი, შაბათი, კვირა). იმართება ყოველწლიურად. პირველად ეს მატჩი 1951 წლის 2 მარტს ჩატარდა და მას შემდეგ არ შეწყვეტილა ვარსკვლავების შერკინება. წესები მარტივია - მოთამაშეებს ირჩევენ გულშემატკივრები, ერთ მოთამაშეს ირჩევენ მწვრთნელები (ოღონდ, მწვრთნელს არ აქვს უფლება საკუთარი გუნდიდან დაასახელოს მოთამაშე). თუ არჩეული მოთამაშეებიდან, რომელიმე დაშავდება, მაშინ NBA კომისარი მას ჩაანაცვლებს. ასარჩევი კი მართლაც ბევრია, ძველი წლებისა არ ვიცი, მაგრამ წელს დაახლ. 440 კალათბურთელიდან საუკეთესო 30 უნდა ამოირჩეს.

      ერთ გამოგონილ ამბავს მოგიყვებით. ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი თბილისში, სუხიშვილების უმცროს თაობაში. კარგად ვცეკვავდი, ძალიან კარგად, ყოველშემთხვევაში ჩემი ახლობლები ასე ამბობდნენ. პროფესიონალი ქორეოგრაფები არ ვიცი როგორ შემაფასებდნენ, მაგრამ მამაჩემს და ჩემს საახლობლოს გადაწყვეტილი ჰქონდათ - მე საუკეთესო მოცეკვავე ვარ! არც ქორაოგრაფებისთვის უკითხავთ რამე, ამიტომ ყველა კონცერტსა თუ გასტროლზე, ცეკვებში სულ სოლოები მქონდა და ყველა ცეკვაში მე ვიყავი გამოჭიმული (ჩვენს მასწავლებელს სხვა გზა არ ჰქნონდა, ჩემს უკან დიდი გვარი იდგა). შესაძლოა, ამის გამო ჩემზე კარგი მოცეკვავეები სკამებიდან იყურებოდნენ, მაგრამ ეს არც მამაჩემს და არც ჩემს ახლობლებს არაფრად აინტერესებდათ - მთავარი იყო მათი შვილი, თბილისელ მოცეკვავეებთან ერთად სუხიშვილებში ცეკვავდა - ეს ჩემი ქალაქის პრესტიჟიც იყო და ჩემი ოჯახისაც. გამოგონილი ამბავია, მაგრამ მსგავსი ისტორიები ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირია.

      დავუბრუნდეთ კალათბურთს. როგორც უკვე ვთქვი, კალათბურთში ძალიან ცუდად ვერკვევი, ალბათ ამის გამოა რომ ზაზასადმი გულშემატკივრობა ჩემს ინტერნეტ აქტივობაში არ ასახულა, მაგრამ ვხედავ ჩემს მეგობრებს, რომელთა უმრავლესობაზეც ასევე დიდი ეჭვი მაქვს კალათბურთში ერკვეოდნენ, როგორ აქტიურად გულშემატკივრობენ ზაზას. მათ (გულშემატკივრებს) აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ  440 კალათბურთელიდან ზაზა საუკეთესო 30 კალათბურთელთა შორის დაასახელონ. (ეს ცუდი დათვლებია, შესაძლოა პოზიციების მიხედვით არჩევას ითვალისწინებდეს NBA, ამიტომ ზაზას მოწინააღმდეგე 439 კალათბურთელი კი არა, გაცილებით ნაკლები იყოს და მხოლოდ მისი პოზიციის სხვა კალათბურთელებთან მოუწიოს ჭიდილი, ანდა კონფერენციების მიხედვით იყოს ასარჩევი და იმ კონფერენციებში მოხვედრილ კალათბურთელებთან მოუწიოს შეჯიბრება, აქ კი 440 შესაძლოა განახევრდეს და ა.შ. მოკლედ, ბევრი დაკვირვებაა საჭირო, რეალურად საიდან, რამდენი ადამიანიდან, რომელი კალათბურთელებიდან ვირჩევთ ზაზას საუკეთესოობას).

      მეორე ამბავია, რომ გულშემატკივართა უმრავლესობას ზაზა მაშინ გაახსენდა, როცა მათი ქვეყნის წარმოჩენის შანსი მიეცა. თორემ რატომღაც დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგან არც კი იცოდა ზაზა რომელ გუნდ(ებ)ში თამაშობდა (შესაძლოა არც ახლა იცის), ან რა პოზიციაზე, ან რა მიღწევები ჰქონდა, ან საერთოდ NBA რა არის და კალათბურთში სულ მაღლები რატომ თამაშობენ. ეს კი ერთი პიროვნების საშუალებით გამორჩენის მცდელობაა, რომელსაც ასევე ვერ მოვიწონებ - კაცი თამაშობს, ცდილობს მსოფლიო საუკეთესო კალათბურთელთა სიაში მოხვდეს თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, შრომისმოყვარეობისა და მაღალი კლასის მეშვეობით და აღმოჩნდება, რომ იქ მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ქართველია?! (პიროვნების ინტერესები არ უნდა ეწირებოდეს სახელმწიფო ინტერესებს)! და რადგან ქართველია, აღმოჩდა რომ 318 მლნ მოსახლეობიან ამერიკას ასარჩევი ჰყავს 440 კალათბურთელიდან საუკეთესონი (ეს დაახლოებით ერთი კალათბურთელის 724 ათას გულშემატკივრას ნიშნავს), როდესაც ერთი ზაზა ფაჩულიას უკან 4 მლნ გულშემატკივარი დგას?!

      მოკლედ, საქმე ასეა, ზაზა "ყველა ვარსკვლავში" ითამაშებს იმის გამო რომ პროფესიონალია, თუ იმის გამო რომ ქართველია?! საინტერესოა თავად ზაზას რა სურს! მე მისი მადლობები წავიკითხე ასეთი გულშემატკივრობისთვის და მადლიერება მხოლოდ მის ღირსებაზე მეტყველებს და არა სურვილზე. რა თქმა უნდა არაფერი მაქვს საპრეტენზიო იმ გულშემატკივრებთან, ვინც ნამდვილად ერკვევა კალათბურთში, ზაზას თამაშსა და ზოგადად NBA ჩემპიონატში, მათი გულშემატკივრობა აუცილებელიც კია და ვფიქრობ ALL Star-ის წესები გულშემატკივართა ჩართულობით კალათბურთელთა არჩევაზე, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის იყო მოფიქრებული, მაგრამ საქართველოში რომ ასეთების რიცხვი ძალიან მცირეა, ამაზე კამათი არც ღირს.

      ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება დაუვიწყარი კადრი ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ნაწარმოების ეკრანიზაციიდან - პოლიხრონიონ! პოლიხრონიონ! პოლიხრონიონ!

P.S. კეთილად მრჩეველ მეგობრებს რომ ვუსმენდე, ამ პოსტს არ უნდა ვაქვეყნებდე, მაგრამ როდის აქეთაა ამპარტავანნი დამჯერად იქცევიან?!

ნახვა: 804

ტეგები: აზროვნება, ბლოგი, გულშემატკივრობა, კალათბურთი, ქველი

ლაშა: იანვარი 13, 2016||7:22pm

განა მე მინდოდა? :) 

ლაშა: იანვარი 13, 2016||7:40pm

მთავარია ითამაშოს მაიკო, ადგილები მეორეხარისხოვანია :D 

ლაშა: იანვარი 13, 2016||10:42pm

ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ასპარეზობის შემდეგ, ქართულ კალათბურთზე აუგის თქმა არ ღირს. 

George: იანვარი 14, 2016||3:50pm

ამერიკელებმა მაგრად იღადავეს არა მხოლოდ არჩევანზე და ფაჩულიაზე, არამედ საქართველოც ამ ამბავთან დაკავშირებით აბუჩად აიგდეს ! 

George: იანვარი 14, 2016||4:07pm

რა თქმა უნდა, როგორც ყველა საკითხში, ამ მონეტასაც ორი მხარე აქვს : 1. ამერიკული გადაცემის წამყვანებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის რაც მთელმა მსოფლიომ იცის : აშშ - ს მოსახლეობის დაბალი ინტელექტუალური დონე ! (ხაზს ვუსმევ - ზოგადად მოსახლეობას ( მაგ- 95 -98%) და არა მეცნიერებს, რომელნიც ყველა ქვეყანაში უმცირესობაში არიან). შენიშნისვთის - მხოლოდ აშშ - და ზოგიეთ აფრიკულ ქვეყანაში არ არსებობს *ინტელიგენტის* ცნება !!! (P.S. - კანადა იქვეა - იქ კი არსებობს)

George: იანვარი 14, 2016||4:35pm

კერძოდ კი რას ვუწუნებ ტელეჟურნალისტებს : ისინი არა მდაბიო იუმორისტული გადაცემის სტუმრები იყვნენ ვაიომინგის შტატიდან ( ასეთ გადაცემებს უხვად აფინანსებს და აკონტროლებს მათი უცვლელი მფლობელი  "შოროპანი ბროდკასტინგ ტელევიჟენს"), არამედ ცენტრალური სპეციფიკური-საქალთბურთო გადაცემის წამყვანები (!), რომლებმაც 13 წლის განმავლობაში ( თუ დრაფთს დავუმატებთ - 17 წ) .... {ეხლა მოემზადეთ}  -  და GOOGLE - ვა  ვერ ისწვლეს !!!!! (P.S. ანუ ზვიო მათ შეიძენდა, გაყიდიდა და .. კვლავ შეიძენდა (ოღონდ მეორედ უფრო იაფად)) 

George: იანვარი 14, 2016||5:15pm

ბევრად უფრო მტკივნეული (მონეტის რევერსი) -  2. ვის ბაძავთ ქართველებო ? ზემოაღნიშნულ პიტეკანტროპებს ? საშინელებაა ... გარდა იმისა რომ ბაძავთ ერთუჯრედიანებს და ეგ მოგწომთ - თქვენ ამ ერთუჯრედიანების დასაცინების კი ხვდებით : არაჯანსაღი აჟიოტაჟით, მდაბიო ასლის ასლის *ნიჭიერის* აქციით, და რა საოცარიც არ უნდა იყოს ქალათბურთის სრული უბაიბურშობით ! (ნეტა საე მხოლოდ ქალათბურთში იყოს .. მაგრამ *რუსთავი-2* გაზრდილი თაობა ყველა სფეროში ასეთია) ... აღარ ავღნიშნავს სტატიის უზუსტობებს - მათ კომენტარებმა დაჯაბნეს .. ( ამერიკელი მოლაყბე კი არა - ალბანელი გლეხოც კი დაიწყებდა ღადავს, როდესაც გაიგებდა რომ თურმე *georgia*-s გამარჯვებაა და საერთოდ *ALL STARS* ფინალი რომ აქვს .. (

George: იანვარი 14, 2016||5:25pm

ჩემო კახაბერ , ვშიშობ რომ სხვადასხვა ზვიოზე ვსაუბრობთ ( ჩემს მიერ ნახსენები ზვიო -აშკარად პრო-რუსულია ( პატრონობდა და მოძღვრავდა თავისთავზე უფრო სუსტს, სანამ ეს პი-არ-ისთვის მომგებიანი იყო , მერე კი უღალატა .. (

ლაშა: იანვარი 15, 2016||2:37am

ჟურნალისტებთან ერთად, ახლა თავად კალათბურთელებიც ჩვენზე ღადაობენ. დემარკუს კოზინსი თავის გვერდზე აქვეყნებს თავისავე გაკვირვებულ გამომეტყველებას - ფოტოს წარწერით -  ზაზამ რამდენი ხმა მოაგროვა?! 

P.S. დემარკუსი ის კალათბურთელია, რომელიც უკანასკნელი ცნობებით მოიტოვა ზაზამ უკან. 

George: იანვარი 15, 2016||3:17am

როგორც უკვე დაწერილი მაქს - პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე სჩანს : ის კვლავ უკავშირდება ქართველთა *ბოროტ გენიოსს* - ქართულ მენთალობას ! ზაზა მართლა რამდენიმე საფეხურით უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი სხვა ქართველი ქალათბურთელი, ის ღირსეულად თამაშობს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში და მისი ნებისმიერი წარმატება მართლა საამაყოა (კეთილად) ქართველი ადამიანისთვის ! ... მაგრამ .. - მაგალითს მოვიყვან : 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters