- მოდი, მოდი გამოგათრიო, რა იყო თოვლში გორაობა გიყვარს. თუ აქამდე შენიანები არასოდეს გინახავს? გამარჯობა! ბიჭებო, მოდით აქ, სივრცეში დაკარგული მეგობარი გვყავს.

      ამის თქმა იყო და სანდომიანთვალებიანი ყავისფერის გვერდით, სამი "ბიჭი" გამოჩნდა, ერთი შავი იყო, ერთი ყავისფერი და ერთიც კრემისფერი.

 - ვახ, რა საყვარლად გამოიყურება, სად იპოვე?

 - თოვლიდან გადმოვარდა, მერე გამოძვრა, მერე ჩემს ხმაზე გაიქცა და ახლა კიდევ გამოვაძვრინე თოვლიდან.

 - რა გქვია მეგობარო?

      კანკალებს, მაგრამ ვერ გაუგია შიშისაგან კანკალებს თუ სიცივისაგან. აშკარად მას მიმართეს კითხვით თუ რა ერქვა, მაგრამ არ იცის რა უპასუხოს, ანდა უნდა უპასუხოს საერთოდ? თან ეს მეგობარი რას ნიშანვს? მეგობარი ხომ იმათ ჰყავდათ, თბილ სახლში რომ იყვნენ, კარი რომ ჰქონდა სახლს, რომელიც აუცილებლად უნდა ეპოვა, მაგრამ ახლა როგორ იპოვის ასე შორს, ვეღარც სახლს ხედავს და აღარც ხმა ესმის.

 - არ ვიცი, მე სახელი არ მაქვს.

 - როგორ თუ სახელი არ გაქვს არაფერი დაგარქვეს?

      ნეტავ ვის უნდა დაერქვა სახელი? ან რა საჭიროა ეს სახელი.

      უარის ნიშნად თავი გაუქნია.

 - კარგი, მაშ ჩვენ გაგეცნობით. ეს შენი აღმომჩენი ყავისფერი კოლუმოა, სულ ეს პოულობს ყველას და ყველაფერს და ამიტომ კოლუმბი დავარქვით. მე, როგორც შავს ტარაკანს მეძახიან, ამ ყავისფერს მიოდი ჰქვია და ჩვენი გუნდის ერთადერთი ქალბატონია ოლეანდრის ღიმილი მარია.

 - კოლუმბო, რა დავარქვათ შენს ახალ აღმოჩენას.

 - თოვლის ქულა.

ნათლიების გუნდი, ქველი, ბლოგი, დღიური, თოვლი, ზამთარი, qwelly, winter, snow, zamtari, tovli

ნახვა: 1606

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზამთარი, თოვლი, ნათლიები, ნათლიების_გუნდი, ნათლობა, სახელი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters