- მშვენიერი სახელია თოვლის ქულა. შემოხვალ ჩვენს სამეგობროში?

 - ბიჭებო, ვერ ხედავთ როგორ კანკალებს, შეციებული, შეშინებული და მოშიებული იქნება. ჩვენთან წავიყვანოთ, გავათბოთ და ვაჭამოთ საჭმელი - თქვა ოლეანდრის ღიმილმა და ნაზად აკოცა თოვლის ქულას.

      არ იცის რამდენად კარგი აზრია, მაგრამ მართლა ძალიან ცივა და მიუხედავად მზიანი დღისა, ფეხები მაინც მოყინული აქვს და ძალიან მოშიებულიცაა. ამიტომ გადაწყვიტა დამერჩილებოდა ბედს.

      შორი გზა არ იყო, მაგრამ გზაში რამდენჯერმე წაიქცა. ზოგჯერ ტარაკანმა ზურგით ათრია როცა ფეხების გადადგმა არ შეეძლო. გზადაგზა შეისვენებდნენ, ოლეანდრის ღიმილიც ეხუტებოდა და ათბობდა, როცა ცოტა შეფერიანდებოდა ისევ აგრძელებდნენ გზას. როგორც იყო სახლს მიადგნენ. თოვლის ქულამ საბნის სითბო დაიგულა, წამოწვა და ჩაეძინა.

 - რა ვქნათ მარია, ხომ ამბობდი ეშიებაო?

 - არაუშავს, რადგან სძინავს, ნუ გავაღვიძებთ, ხვალ ვაჭამოთ რამე ნოყიერი რომ ძალა მიეცეს.

      შუა ღამე იყო როცა თოვლის ქულამ გაიღვიძა. თავი მიმოატრიალა და სიბნელის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. გზაში ისე ცუდად იყო, ვერ დაიმახსოვრა რომელი გზიდან მოვიდა, გაქცევა რომ მოუნდეს, არ იცის სად გაიქცეს. მაგრამ რატომ უნდა გაიქცეს? ჯერ ყველაფერი მხოლოდ კარგად მიდის. შია, მაგრამ ამ სიბნელეში საჭმელს სად იპოვის?

 - ტარაკანაააა... კოლუმბო!, მარიაა.. - ჩუმად ეძახის, მაგრამ არ ესმით, ალბათ მათაც დაღლილებს ჩაეძინათ. კარგი, დროა დაიძინოს, ხვალ იქნებ უკეთესი დღე გათენდეს.

თოვლის ქულა, ახალი სახლი, blog, Qwelly, დღიური, ზამთარი, winter

ნახვა: 1589

ტეგები: Qwelly, ახალი_სახლი, ბლოგი, ზამთარი, თოვლის_ქულა, ქველი

Kakha: იანვარი 15, 2016||10:21pm

პატარა თოვლის ქულიკო :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters