ნათელა ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 22, 2016 წელი 0 კომენტარი 6 მოწონება
... ფიქრებით გზას გავუყევი. ერთგან ხალხი შევნიშნე; მე ხომ მათ ვეძებ. ტირილი იყო. ახალგაზრდა ბიჭს გლოვობდნენ. ამდენ აფუჩნულ, სოფლიდან ჩამოსულ მოხუცებსა და შუახნის ხალხში მამაოც დავინახე. "ქრისტიანი ყოფილა",- გამიელვა თავში. შევყევი ერთ-ერთ ნაკადს. წინ ყვაილიანი მიდოდა, მერე ქალები, მერე მამაკაცები. ასეა…
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 20, 2016 წელი 1 კომენტარი 11 მოწონება
"უპატრონო ბავშვები როდი ემუქრებიან საზოგადოებას, საზოგადოება ემუქრება მათ უპატრონობით." ბავშვობიდან ჩარჩენილი ფრაზა დავიწყებული მოთხრობიდან.
ბექა უპატრონოდ იყო, მიუსაფარი. ვინ დაარქვა ეს სახელი, არ იცოდა. თავისთავს ცნობდა მხოლოდ და ქაოსურად დაეხეტებოდა. დაღამდებოდა და მოიკუნტებოდა დასაძინებლად. მისი ფიქრი შიმშილის მოკვლა იყო. ღვთისნიერი ვინმე თუ წააძლევდა რამეს ან ვინმეს ხილს წაატანდა. ერთხელაც ხის პატრონმა ყურში ჩაავლო ხელი.…
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 4, 2016 წელი 0 კომენტარი 11 მოწონება
ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.
გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.
ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 20, 2016 წელი 3 კომენტარი 5 მოწონება
რა ხანია მე და მუზა ერთმანეთს დავეკარგეთ. ეხლა ვთხოვე, ისევ გვეხილა ჩვეულებრივ კაცთა ყოველდღიური ცხოვრების ჭიამაია საით მიფრინავდა.
მუზას მოლოდინში მოსაცდელ სკამზე ხანიერ ქალს მივუჯექი. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა. ჩემი არ იყო. ქალმა უპასუხა. ათი წუთის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ეტყობა, ნაგვიანევიშვილი ან ნაადრევი შვილიშვილი იყო. მან ქალს რაღაც მისცა. მერე უთხრა, ორი საათი დრო მაქვს, ეხლა გაგყვები, აიღე პენსია და ჩვენთან…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:39pm
0 კომენტარი
1 Like
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
© 2021 George.
•
კომენტარების დაფა
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია