ნაწყვეტი "მე და მუზა"-დან

Natela Gorgoshadze-Dumbadzisa, blog, qwelly, ბლოგი, ვალი, მარათონი, მე და მუზა, მოკლე ჩართვა, მოკლე ჩართვები, ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა, ქველი, ყოველდღიურობა

      ... ფიქრებით გზას გავუყევი. ერთგან ხალხი შევნიშნე; მე ხომ მათ ვეძებ. ტირილი იყო. ახალგაზრდა ბიჭს გლოვობდნენ. ამდენ აფუჩნულ, სოფლიდან ჩამოსულ მოხუცებსა და შუახნის ხალხში მამაოც დავინახე. "ქრისტიანი ყოფილა",- გამიელვა თავში. შევყევი ერთ-ერთ ნაკადს. წინ ყვაილიანი მიდოდა, მერე ქალები, მერე მამაკაცები. ასეა დაწესებული. მე კი არ მიყვარს წინ დგომა და პირველი შეფარფატება; მგონია, ყველა მე მიყურებს და ვერ ვიტან ამ შემოშტერებას. "დავკრუგეთ". მე მეორე ოთახში ხალხთან ჩამოვჯექი. მღვდელი ლოცვას კითხულობდა ხმამაღლა. რომ დაამთავრა, მერე მგლოვიარეთა დამოძღვრა დაიწყო, როგორ რა წესი შეესრულებინა ჭირისუფალს. "ეს მონათლულია, თქვენ მოუნათლავნი ხართ. სხვა წესით რაიმე რომ ჩაატაროთ, არ მიარგებს, მისი რწმენით მოემსახურეთ, თუ კი გინდათ, რომ სული არ დამძიმდეს". ვიღაცამ მუხლზე ხელი დამკრა და ჩამეკითხა: რაო, რა თქვა? ქალი იყო ამოფუჩნული. ხნიერი. ასე 70-ის. " ცხონებული ქრისტიანი იყო და ქისტიანულად უნდა ემსახუროთოო, თუ კი მუსლიმანურსაც გააკეთებთ, არცერთი არ მიარგებსო". - "ჰო, ჰო აბა",- ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. - " სწორია, სწორი, მასეა",- დაამატა მანვე. -" რომ წუუჭირონა ყიაში, დაახჩონა !"- ბრაზიანად დაამატა ჩემს უკან სხვამ. მეც ბრაზიანად ჩევხედე. ვითომც მას არ ეხებოდა ეს შეხედვა გააგრძელა ფუჩუნი გვერდით მჯდომთან. ამ დღეს ძალიან დატირთული ცნობისმოყვარეობა მქონდა.

      მეორე დღეს არ მწვევია მუზა. ჩემით წავედი. ეტყობა შეაშინა ამ ცხოვრებამ. 7-ზე წამოვდექი. ჯერ გაურკვევლობა დამეუფლა. საით?- ვეკითხებოდი თავს. უფრო "ძონძების" მაღაზიებში შეხვდები მოუზომავად, სპონტანურად მოლაპარაკე ხალხს. წავედი ქალაქში.

      რომ დაუყვები ქალაქის ქუჩებს ყველგან როდი შეგხვდება ასეთი მაღაზიები. იგი უფრო ყოფილი რკინიგზის გადმოღმა მხარესაა; შეხვალ და მოწყენილი გამყიდველი დაგხვდება. მტვერსა და სუნს ცუდადაც უმოქმედნია. აქ პირდაპირს ქექვას იწყებენ მაგიდებზე დაყრილი საქონლისა. არჩევენ, არჩევენ, მერე მიაქვთ და ეკითხებიან სათითაოდ ფასებს. ისიც ჩამოარაკრაკებს. შენ გეიაფება, მაგრამ რომ შეკრებ, ჯამი გეძვირება. იწყებ ზოგიერთის უკან დადებას. "არაა ფული, ვერაფერს იყიდი. ძონძსაც რომ ვერ იყიდი, საქმეა ეს?"- ამბობს ერთი. -" აბაა, აბაა! მასეა. " - "წამალსაც რომ ვერ ყიდულობ?" -თქვა მესამემ. -"იყიდი თვარა, იმწუთას მოგერგება! ეტყობა რაც საჭიროა ამ წამალში მოსარჩენად, ის ძაან ცოტა დოზითაა. ამას წინ 2 კვირიანი კურსი ისე გავიარე, ვერაფერი დავატყვე თავს. მერე კიდევ 2 კვირა, კიდევ და ჰა ჰა რაღაც ვითომ",- თქვა ერთ-ერთმა. - "შეიძლება ისე ჩაცხრა მაი ავადმყოფობა ამ ხნის განმავლობაში,"- მიაყოლა გვერდით მდგომმა და გადაიხარხარეს სიცოცხლით კმაყოფილებმა. -" ერთი აქ მე ლაილაის თავი არ მაქვს, ისეც ვიწროდ ვარ. სახლში არჩიეთ თქვენი ჩივილები, არ გინდა, გადი,"- ხმამაღლა თქვა მეორადი საქონელივით ხასიათშელახულმა გამყიდველმა.- " მაღაზიების მეტი რაა, გქონდეს მაი შენი ძველმანები!"- მიაძახა ბოლო გამსვლელმა და იქვე რაღაც დააგდო. გამყიდველი მივიდა. ნახა დაკუჭული ქაღალდი ეგდო ფეხსაცმელებს შორის, თავი გაყო გარეთ და წეღანდელზე ხმამაღლა დასძახა: "ერთი შენ გამობრუნდი აქ"- " მეე!"- თქვა ბოლოს გასულმა. -" ჰო, შენ, შენ."

      ის შემობრუნდა მაღაზიაში და გამყიდველს მოსწავლესავით წაუდგა წინ. - "მაქ რა დამიგდე?" - .. რა დაგიგდე?" - დახედე მაქ და ნახავ!" - "ეეს?! დამივარდა, ბოდიში. " - "შენ ბოდიშს გაჩვენებ, მაგას უკანალში ამოგდებ." - დაბრუნებული შეწითლდა ოდნავ. ხელში დაგორგლილ ქაღალდს აბრუნებდა და რომ არ გაგრძელებულიყო უსიამო საუბარი, სწრაფად გავიდა უკან.

      - დამპლები, დროს ატარებენ, შეკითხვებით ტვინს მოგიკლავენ, ვინაა მყიდველი და ნერვებსაც მოგიშლიან!- არ ცხრებოდა ხასიათგაფუჭებული გამყიდველი და თან არეულ საქონელს ალაგებდა. მალი-მალ აცემინებდა ალერგიულად და ცხვირზე ხელს ისვამდა. ოთახში სპეციფიკური სუნი ტრიალებდა, რაც გასაყიდ საქონელს ამხელდა ისედაც.

მეც რომ დამპალი არ გამოვსულიყავი, რაღაც უბრალოს დავუწყე ძებნა რომ მეყიდა. ბოლოს " მივაგენ" რაღაც ზედას. "რა ღირს?" - ვკითხე მე. - "მაგ მაგიდაზე რაცაა, ყველა 3 ლარი ღირს. აქით 2 ლარიანებია (თან მაჩვენა ხელით)ლარიანები და 50 თეთრიანები. დანარჩენი ძვირებია." სახალისო ფასები ჩანდა, რომც არ გჭირდებოდეს იყიდი კაცი. მე მაინც უნდა მეყიდა. ყველაფერს უნდა ელოდე ცნობისმოყვარე. გამოვართვი. მან ჩეკი ამოწერა და თან დააყოლა: "რამე მრჩებოდეს მაინც. იყიდე, გადასახადი გადაიხადე, ჩეკის ფული გადაიხადე, მაღაზიის ქირა და რა დარჩა? აგერ საბუღალტრო საქმეებიც ხომ ფული ღირს"- დააყოლა ჩეკს და ისე შემომხედა, ვითომ მე ვიყავ მიზეზი ყველაფრის.

      ქუჩაში ხალხი ირეოდა. გადაღმა ბაზარი იყო. ძნელი გახდა გადასვლა. მანქანა ბევრი და ჩქარამოძრავი. გადავჭარი როგორმე და სამარშუტო ტაქსიში ჩვჯექი. ჩემთვის მოვკალათდი. 7, 8 მგზავრი თუ იყო თავდაპირველად. მძღოლს მუსიკა ჩაერთო და წყვილად დამჯდარი მგზავრების ლაპარაკს ახშობდა. ისინიც უფროდაუფრო უწევდნენ ხმას: -" რათ უნდოდა ამდენი ხარჯი და გაწერა ქორწილს. ეხლა იხადონ ვალები. გეიჭიმენ ვითომ. ვის აწონებენ თავს." - "მაი თქვი, ერთი. ეხლანდელი ქალები მიანც ჩერდებოდნენ პირველ ქმართან. შენ ხარჯე, ისინი ცხვირზე არ დეიდებენ ამას." - "მერე მაი ვალებით რო გაწამდებიან, დაიწყება ოჯახში ვაიუშველებელი, ასე ინგრევა ოჯახები."- " მაგას რას კითხულობ, შენ უნდა გენახა ზურიკოს გელას ქორწილი, ნამდვილი სპექტაკლი იყო დადგმული. რას არ მოიგონებენ ოღონდ სახელი გაითქვან და ხალხი გააკვირვონ." - " ერთი, მე თუ მკითხავ, მაი მაგიდობიაი უნდა ეიწიოს. ვინმემ უნდა "გაბედოს" პირველად და მას მიბაძავენ..."

      ასეთს საუბარში იყვნენ მეორე სკამზე მსხდომნი, რომ მძღოლმა ძლიერ დაამუხრუჭა და ყველანი ცხვირით ვეტაკეთ წინა საზურგეს. ამაზე არავის ხმა არ ამიუღია, ვითომ მძღოლის უფლებები იყო ცალმხრივად. არც მე ამომიღია ხმა, მაგრამ რაღაც პროტესტის გრძნობა დამეუფლა. გავიფიქრე: "ახლა რომ კიდევ ასე გააკეთოს, ვეტყვი სათქმელს მეთქი".

      მძღოლი თავდაუზოგავად ცდილობდა გაესწრო წინამავალთათვის. ჩვენც შეშინებულები წინ ვიყურებოდით. უცებ მანქანა თხრილში ჩავარდა და ისეთი ძალით აგვახტუნა და დაგვაბერტყა სკამზე, რომ მეგონა წელის მალა ამოვარდა. -"გააჩერეთ!"- ვიყვირე მე. ის არ აჩრებს, არც გაუგონია, ისეა ჩართული "მარათონში". -"აქ გამიჩერეთ!"- ისევ დავიძახე და თავს მაქსიმალურად დავატანე ძალა, რომ არ გამელანძღა. მისი გაბრაზება ალბათ უფრო ცუდს მოგვიტანდა მგზავრებს. -" გაუჩერე , გაუჩერე, ჩადის, არ გესმის!" - იყვირეს აქეთ-იქიდან; მან გააჩერა. ატკივებული წელი ავითრიე და ნელა, სვენებ-სვენებით ძლივს ჩამოვედი. რომ ამოვისუნთქე, მანქანა უკვე ჩემს წინ არ იდგა, შორს მირახრახებდა. ველოდებოდი კარგ შემთვევას, რომ მანქანების ბოდიალი როგორმე გადამელახა. აგერ გრძელ, ფართე, "კაჭკაზე" ვაშლის ყუთები ალაგია. ვაშლით სავსე. მას ერთი მუშა მიათრევდა, მეორე გვერდით იდგა და ხელს აყოლებდა. ასეთი გამყიდველები დილიდან საღამომდე მოძრაობდნენ. თუ ერთი ყუთი გაიყიდებოდა, ალბათ ისიც რაიმეს შეჭმას დასჭირდებოდა. მომეჩვენა, რომ ეს იყო გარეული ცხოველის ხვედრი: დადის ტყეში, რომ რაღაც შემთხვევამ გამოკვებოს. გადაირჩინოს სიცოცხლე.

      ცნობისმოყვარეობა ყოველდღე მიპყრობს, მაგრამ ყოველდღე ვერ ვიკმაყოფილებ. მუზა ხან დადის ჩემთან ერთად, ხან არა. ალბათ ვერ იტანს ამდენ დავიდარაბას. ზოგჯერ სასწაულიც ხდება. მივდივარ და ვჩერდები ტრანსპორტის მოლოდინში. ირგვლივ არ ვეძებ თვალებით ნაცნობებს. როც ყოფით ტკივილებს ვხედავ, არ მაქვს მათი ლაილაის თავი. ავდივარ სამარშუტო ტაქსიში. ვჯდები წინ, მძღოლის უკან. მძღოლთან ჩამოწეულია მინა. მონაქროლი ქარი პირდაპირ სახეში მირტყამს. ასეთ შემთხვევაში ზაფხულში მტვერი გახრჩობს, შემოდგომა-ზამთარში კი სიცივე. არა და მძღოლები მუდამ ჩამოწევენ და იქით-აქით ასავსავებენ თავს: ხან ტელეფონზე ლაპარაკობენ, ხან გვერდით მჯდომს პასუხობენ, ხან სარკმლიდან მიმავალი მანქანის ნაცნობ მძღოლებს გადასძახებენ. ჩართული მუსიკა ნაკლებად მაღიზიანებს, უფრო მაშინ როცა ჩემთვისაც სასიამოვნოა. ეხლაც ჩართული იყო. ჩემს უკან ბავშვიანი ქალი იჯდა. იგი წამდაუწუმ ტუქსავდა ბავშვს. ისიც განუწყვეტლივ ტიროდა და რაღაცას ითხოვდა. მე დედაზე უფრო ვბრაზობდი, ვიდრე ახირებულ ბავშვზე. ფიქრებმა შორს წამიღო. მეოთხე გაჩერებაზე ჩამოვედი. ცოტა ფეხით მინდოდა გავლა...

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა
2012 წელი, მარტი

ნახვა: 345

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, დუმბაძე, ვალი, მარათონი, ქველი, ყოველდღიურობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters