ლაშა'ს ბლოგი || "Qwelly" (260)

დაგეგმილი სასწაული - მსჯელობისთვის

      იერუსალიმში, ღმრთაებრივი ცეცხლის გარდმოსვლა, უკვე მრავალი წელია ფართო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. მორწმუნეთა ნაწილი იმასაც ახერხებს, ამ სასწაულს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში დაესწროს და საერთო მხიარულების მონაწილე იყოს (თუნდაც ბანკიდან აღებული სესხებით და ა.შ) - მთავარია ახლადგადმოსულ ცეცხლს ახლოდან შეხედონ. ხოლო მორწმუნეთა მეორე მხარე, ეჭვის თვალით უყურებს სასწაულს, რომელიც ყოველწლიურად ასე „დაგეგმილად“ ხორციელდება და ამის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 27, 2019 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შემოქმედის შემოსვლა შესაქმეში

      მახსოვს, წმინდა წერილზე საუბრისას, გალილეის ნაზარეთში გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელის შესახებ, ლუკა მახარებლის მოთხრობილ ამბავს განგვიმარტავდა ლექტორი. ამ საუბარში, მან თქვა ასეთი რამ - მართალია, აღდგომა არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ყველაზე ამოუხსნელი, შეუცნობელი და გონებით მიუწვდომელი, არის ხარების დღესასწაული. (ცხადია არ ვციტირებ, პერიფრაზია) ერთი შეხედვით, რა დღესასწაულია ასეთი?…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2019 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარი 2019 სრული სია

      შარშანდელი ოსკარისგან განსხვავები, წელს თარიღი ძველ, ისტორიულ ადათ წესებს დაუბრუნდა და ისევ 25 თებერვალს, გამთენიისას, მაშინ როცა ჩვენთან უნდა ერიჟრაჟა, ხოლო დოლბის თეატრში მწუხრდებოდა, მსოფლიო კინოვარსკვლავები შეიკრიბნენ წლის ყველაზე მასშტაბური კინოდაჯილდოებაზე. მაყურებლები კი მთელი მსოფლიოდან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

სასამართლო დარღვეულ ხელშეკრულებაზე

      კინომანიას ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო დროს რამდენიმე ძველი და შეიძლება ითქვას, კარგი ფილმიც ვნახე. ერთი კია, ამ ფილმებში არც ისეთი იყო ისეთი, საქებრად, დასაწერად ან სარეკომენდაციოდ რომ გამომდგარიყო. გუშინ კი ერთმა ფილმა ჯერ ღამე გამათენებინა და შემდეგ, საახალწლო ქეიფივით მეორე დღეზეც გადმომყვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომში, ებრაელთა ტყვეობის საშინელ ამბებს უკავშირდება და არც მეტი, არც ნაკლები უფლის გასამართლების ამბავს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2019 წელი. 12:51am — არ არის კომენტარები
_______________

ჩვეულება და მიბაძვა

      მთელს ხმელეთზედ ვერ ვპოვებთ ხალხსა, რომელსაც არა ჰქონდეს საკუთარი ჩვეულებანი, რომელნიც ერთის საუკუნედამ გადადის მეორე საუკუნეში და რომელშიაც ცხადად და მარტივად იხატება მათი გონებითი განვითარება, რწმუნება, ზნეობა და სხვა თვისება. ამისათვის ცოდნა და განრკვევა ხალხის ჩვეულებათა მიღებულია საჭიროდ საერთო ისტორიისათვის და მომატებულად განათლების ისტორიისა.

      რასაკვირველია, იმ ხალხში, რომელიც მოკლებულია სწავლა-განათლებასა, დაცემულია…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2018 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

11 დღე

      როცა დავინახე რა მწარედ გააქნია თავი უარყოფის ნიშნად - ნეტავ არ მეკითხათო - გავიფიქრე და ენაზე ვიკბინე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

      საუბრისას რამდენჯერმე ახსენა გარდაცვლილი შვილი, შვილის საფლავი, „ჩემი ბიჭი რომ მოკვდაო...“ და ა.შ. თითქოს ძალიან მსუბუქად და თავისუფლად საუბრობდა ამ თემაზე. ერთი შეხედვით იფიქრებით, ძალიან დიდი ხნის ისტორიაა და ამიტომ უადვილდება ასე თქმაო. მერე ისე მოხდა, რომ მარტო დავრჩით, ჩიქა არაყი მომატანინა და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2018 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

თანადგომის პრობლემა ანუ ეს ის არ არის?!

      ვიტყოდი პატარა ქვეყანა ვართთქო, მაგრამ როგორმე ამ პატარა ქვეყნის კომპლექსსაც ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? თან ეგეც არ იყოს, რაღა პატარა, შე დალოცვილო, მსოფლიოს 230-მდე ქვეყანაში 120-ე ადგილი გიკავია და ვისთან მიმართებაში იპატარავებ თავს? ცოტანი ვართო, და ალბათ ამიტომ ვერ ვპოულობთ შესაფერის ხალხსო, რომ თქვათ, იგივე სიაში, მოსახლეობის მიხედვით 130-ე ადგილზე ვართ და კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ. მოკლედ, საწუწუნოდ ეს თემა არ გამოდგება. აბა, რატომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2018 წელი. 11:04pm — 6 კომენტარი
________________

მცხეთის მოსაგონარი

      შესვენებაზე საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეულ პატარა ბაღში ვიჯექი, სავარჯიშო მოწყობილობების უკან, ჭერმის ახლადაყვავებული ხის ძირში, ცოტა გადახრილ, ფეხმოკლე, ერთდროსმწვანედშეღებილ ხის სკამზე. მზე ზენიტიდან კარგა ხნის გადასული იყო, ამიტომ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც მისი სხივები მაწუხებდა - ჭერამი, როგორც შეეძლო ისე მიფარავდა. ქალაქის ხმაური ჯერ კიდევ არ იგრძნობა თბილისში. სააღდგომო სურნელი ტრიალებდა - გუშინ ჩამოვიდნენ, დღეს ნაბახუსევზე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2018 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

გაუჩუმებელი სინდისის ხმის დღე

      არ მოვწსრებივარ, არ გადამხდენია, არ მინახავს, მაგრამ ბევრი მსმენია და როგორც წესი, ამ ბევრში ტყუილ-მართალის გარჩევა ძალზედ რთულია (არადა, კაცობრიობის დაცემა ხომ სწორედ ხის ნაყოფის - ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა - გამო იწყება. ჩანს, ვერ შევირგეთ ის ნაყოფი ან მერე დავკარგეთ, უსაშველოდ). თუმცა, თავად ფაქტის შესაფება ალბათ მიღებული შედეგებით შეიძლება, მომდევნო პერიოდის ისტორიით და როგორც ყბადაღებულად იტყვიან ხოლმე - ისტორია თავის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2018 წელი. 1:53pm — 3 კომენტარი
________________

სააღდგომო ეპისტოლე 2018

"დაინთქა სიკვდილი ძლევითა!" (ფს. 25.8)

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

      მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2018 წელი. 7:00am — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2018 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარი 2018 სრული სია

      კინომოყვარულთა სამყაროში, ტრადიციულად თებერვლის უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ, ამჯერად მარტში გადაინაცვლა და ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება 4 მარტს გაიმართა (ჩვენი დროით 5 მარტს, გამთენიისას). რა თქმა უნდა დოლბის თეატრის ტრადიციას არაფერი შეცვლიდა. კალიფორნიაში საღამოს ცხრის ნახევარზე, თბილისის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2018 წელი. 12:00pm — 8 კომენტარი
________________

მცხეთა-თბილისის ტრანსპორტისათვის

      მეცნიერების ფუნდამენტი კაცობრიობისთვის კეთილდღეობის მოტანაა, ამიტომაცაა რომ საზოგადოება არასოდეს სწყალობს მეცნიერებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმუმ იმით თუ შემოიფარგლება, ხანდახან აღმოხდეს თითოოროლა ჩვენებურს „ხედაამ, სად წავიდა ტეხნიკაა?“. სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ კვლავ მცხეთა-თბილისის მარშრუტკებზე უნდა ვწერო. უკვე მრავალი წელია ამ პრობლემაზე ვწერ და მრავალი წელია ამ პრობლემაზე საუბრობს მცხეთის მოსახლეობა და ამ ბოლო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2018 წელი. 10:30pm — 7 კომენტარი
________________

ეკლესიად გადაქცეული სახელმწიფო და საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლო

      ქვეყნის მრავალ პრობლემათა შორის, ერთ-ერთი გამორჩეულად აქტუალურია თანამედროვე ყოფაში ნარკოპოლიტიკა. აგერ უკვე რახანია ხმაურობენ და აქციებს მართავენ, ხელმოწერებს აგროვებენ, პეტიციებს წერენ, ვიდეო რგოლებს იღებენ და მოუწოდებენ პარლამენტს „შეამსუბუქოს მუხლები...“. რამდენიმე კვირის წინ, როგორც ეს ჯგუფები წერდნენ - „პოზიტიური“ ძვრები მოხდა ნარკოპოლიტიკაში და ახლა მოწევა აღარ კლავს, მაპატიეთ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2018 წელი. 7:34pm — არ არის კომენტარები
_______________

ბედობა როგორც განაჩენი

      წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ერთი დღის მაგალითზე მთელი წელი განსაზღვროთ! ჰმ, რა დიდებული შესაძლებლობა იქნებოდა. მხოლოდ ფენტეზში თუ წარმომიდგენია ასეთი რამ, მაგრამ იქაც კი არ ხდება ასეთი სასწაულები - განსაზღვრო მთელი წელი ერთი დღით - როგორც ჯავახურ ლექსიკონში წერენ - ჯავახთა რწმენით, ბედობა დღეს როგორც გაატარებდა, ის მთელი წლისათვის დაებედებოდა. ამიტომაც ამ დღეს ერიდებოდნენ ჩხუბს, უსაქმურობას და სხვა არასასურველ ქცევას.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 2, 2018 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ 2018 წელს!

      როგორადაც არ უნდა განვეწყოთ, ყოველ ახალ წელს მაინც სიკეთით ველოდებით. იქნებ წელს მაინც, იქნებ წელს მაინც... იმედი სამ სათნოებათა შორის ერთ-ერთია და ვფიქრობ, გამორჩეული სწორედ მარადიული მოლოდინითა და მისწრაფებით!

გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდი, ბედნიერი, ქველობით აღსავსე წელი.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2018 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

ორდინალური ადამიანი

      კომპლიმენტების უმრავლესობა ხომ ასე იწყება - „არაჩვეულებრივად ... გამოიყურები, გაცვია, მღერი, ხატავ და ა.შ. ან საერთოდ, პირდაპირ იტყვიან ხოლმე - არაჩვეულებრივი ხარ, ზოგიერთ შემთხვევაში - მყავხარ. აქ უკვე საკუთარ არაჩვეულებრივობასაც უსვამენ ხოლმე ხაზს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ერთ გენიოსს დავუჯერებთ, ეს არაჩვეულებრივობა ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ ცოტაც და გაცვეთილობა-გაცრეცილობად გადაიქცევა და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2017 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჯვარცმის ტანჯვის აღწერა

      მაცხოვრის გეთსემანიაში შეპყრობის დროს მოციქულები მიმოიფანტნენ და როგორც მახარებელი წერს - აღსრულდა სიტყვები „დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. საინტერესოა, რომ ამასვე ეუბნება უფალი რამდენიმე საათით ადრე - დაბრკოლდებით და ეს სიტყვები აღსრულდებაო. მაშინ პეტრე თავს გამოიდებს - „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. ალბათ, გახსოვთ ამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2017 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საიქაო ჩასაცმელი

      ახლა, როცა ღამის სიჩუმეში უფრო ადვილია წარსულში ხეტიალია, მეც ავიღებ ვიზას ღრმა სარდაფებისთვის. ბავშვობის მოგონებებში პირველად მაშინ ჩნდება - ბნელ 90_იანებში, ე.წ. „ლახანკაში” რომ მაბანავებდა და „დათვი მჭლე და შენ მსუქანიო“ მლოცავდა. მერე მახსოვს საწოლი მის ოთახში, უფრო სწორედ ჩემი თავი მახსოვს მის საწოლში, მის გვერდით ბედნიერად წამოწოლილი და გარინდული ზღაპრების მოლოდინით (ცივ ზამთარში, ორთქლით გამთბარი ლოგინიც მახსოვს). როგორც წესი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2017 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

ქველობა

      მარხვა დაიწყო და მარხვას თეთრი დეკემბერი მოჰყვა. ორივე ერთად კი იმ განწყობას ქმნის, რასაც გაუაზრებელი სიხარულის მოლოდინი ჰქვია. ჰოდა, ამ ცივ ზამთარსა და თბილ ბუხართან, როცა სიკეთის განკაცებას ელოდები და სიკეთის რაობის შესახებ კითხულობ, არ შეიძლება არ მოგინდეს სხვისთვისაც მისი გაზიარება.

      რატომ დაკარგა სამყარომ ეს ორიენტირი? ან იქნებ არც ჰქონდა და სწორედ, ამ არქონის გამო წერდა ავტორი ასე გატაცებით?…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2017 წელი. 2:05pm — 1 კომენტარი
________________

პრაქტიკოსი ადამიანის იდეალური ტიპი

      გენიოსები ხომ დროში მოგზაური წინასწარმეტყველები არიან ან პირიქით, სულაც არ მოგზაურობენ და დროს თავად აძლევენ დასაწყისს. ზოგიერთნი კი, უბრალოდ დროის მსვლელობის საფეხურებს თუ არ აწყობენ, სხვისი აწყობილის ანალიზს აკეთებენ. და მაინც, დრო რჩება ერთადერთ ღირსეულ მეტოქედ სიცოცხლესთან ჭიდილში. ამ შესავლის იდეა კი, ერთი ძველდროული ჩანაწერის ამოწერა და თქვენთვი გაზიარება მეწადა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულით თარიღდება ეს ტექსტი, მაგრამ მოდით - თითი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2017 წელი. 8:36pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters