არ მოვწსრებივარ, არ გადამხდენია, არ მინახავს, მაგრამ ბევრი მსმენია და როგორც წესი, ამ ბევრში ტყუილ-მართალის გარჩევა ძალზედ რთულია (არადა, კაცობრიობის დაცემა ხომ სწორედ ხის ნაყოფის - ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა - გამო იწყება. ჩანს, ვერ შევირგეთ ის ნაყოფი ან მერე დავკარგეთ, უსაშველოდ). თუმცა, თავად ფაქტის შესაფება ალბათ მიღებული შედეგებით შეიძლება, მომდევნო პერიოდის ისტორიით და როგორც ყბადაღებულად იტყვიან ხოლმე - ისტორია თავის სათქმელს იტყვის (ეს ფრაზაც დიდი აფსურდია, რადგან ისტორია არაფერსაც არ ამბობს, ისტორიკოსები კი წერენ იმას და იმგვარად, როგორც გაუხადებათ და ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება). 1990 წელს გამოიცა ერთი წიგნი, სახელწოდებით „9 აპრილი“, რომელიც მიზნად ისახვს ამ დღის მარადიულ ხსოვნას. შედგენილია გურამ გვერდწითელის მიერ. როგორც ავტორი ამბობს, მე ერთად შევკრიბე მასალებიო, ხოლო „მკითხველი თავად ნახავს და მიხვდება, რა არის ამ მასალებში სარწმუნო ან საეჭვო, რა უსინდისოდ ცდილობენ ერთნი მოვლენების გაყალბებას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რა ძნელად, მაგრამ ბეჯითი ბრძოლით პოულობს გზასა და გამარჯვებას ჭეშმარიტება, რა ერთსულოვანი, გულწრფელი და მართალია ქართველი ხალხი.“ ავტორს ერთად შეუკრებია იმ, 1 წლის განმავლობაში გახმიანებული ვისამე მოთქმა, ვისამე შეგონება, ვისამე თხოვნა დაშლისკენ, ვისამე დიდება გმირობისთვის, გაზეთიდან ამონარიდები, ლექსები, სიმღერები და ა.შ. და ა.შ.

      ამავე წიგნში, მეცხრამეტე გვერდზე გამოქვეყნებულია,

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით 9 აპრილის მიტინგის დაშლის დროს ადგილზე დაიღუპნენ:

9 აპრილს გარდაცვლილები, 9 აპრილი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თავგანწირვა
9 აპრილს გარდაცვლილები, 9 აპრილი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თავგანწირვა

      დღეს, ქართულ ვიკიპედიაში გარდაცვლილთა სია ასეთია:

  1. აზა ადამია, 22 წლის
  2. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  3. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  4. ნატო გიორგაძე, 23 წლის
  5. თამუნა დოლიძე, 28 წლის
  6. თინა ენუქიძე, 70 წლის
  7. ნინო თოიძე, 25 წლის
  8. ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  9. მანანა ლოლაძე, 33 წლის
  10. თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  11. ვენერა მეტრეველი
  12. მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  13. ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  14. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
  15. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  16. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  17. თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  18. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  19. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  20. მანანა მელქაძე, 23 წლის
  21. გია ქარსელაძე, 25 წლის

      და მაინც, რა დღეა 9 აპრილი. ერთმა იკითხა კიდეც - გავარკვიეთ ბოლო-ბოლო ტრაგედიაა თუ ზეიმიო?

      მე კი მგონია, ჩვენს თანამედროვეობაში 9 აპრილი გაუჩუმებელი სინდისის ხმის დღეა, რომელსაც ასე ძალუმად ვაჩუმებთ - ზეიმებით, კონცერტებით, აღნიშვნებით, გვირგვინებით რუსთაველზე, პარაკლისებით და ა.შ.

      რაღა დაგიმალოთ და იმასაც კი ვფიქრობ, ის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, უარს იტყოდნენ თავიანთ მისიაზე, თუკი ეცოდინებოდათ, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში:

• 9 აპრილის ქუჩაზე, სული 2 წლის შემდეგ, ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა;

• 5 წელიც არ იქნებოდა გასული, რომ საქართველო ტერიტორიებს დაკარგავდა და დაკარგვაშიც კი საკუთარი სისხლით გადაიხდიდა;

• პირველ პრეზიდენტს მოკლავდნენ და ათეული წლების შემდეგაც გამოუძიებელი იქნებოდა მისი მკვლელობა, მეორე პრეზიდენტს რევოლუციას მოუწყობდნენ, მესამე სისხლის სამართლის დამნაშავე იქნებოდა, მეოთხე კი გაურკვეველი მისიით მოევლინებოდა საქართველოს; და რაც უფრო კომიკურია, ყველა მათგანი ხალხის მიერ იქნებოდა მოწონებული, არჩეული და ხალხის მიერ დადგენილი და ისევ ხალხისგან გალანძღული;

• ხელისუფლება თავის დამოუკიდებლობას კი არ ჩაეჭიდებოდა, არამედ ახალი მფარველებლის ძებნაში იქნებოდა, რადგან სადღაც გამქრალა ჩვენი ცოდნა როგორ ვიყოთ თავისუფლები და დამოუკიდებლები - ერს მიდრეკილება ჰქონია მონობისა - რუსეთი თუ ევროპა? ამერიკა თუ რუსეთი?;

• ეკლესია ისე გაძლიერდებოდა, რომ მისი მღვდელმსახურნი უფლის სიტყვის მაგივრად საკუთარს იქადაგებდნენ; ტაძრები გაივსებოდა და მერე ისევ დაცარიელდებოდა; მზიანი ღამე იქნებოდა და მერე ისევ დაღამდებოდა;

• წლების შემდეგ „აგვისტოს ომს მოვიგებთ რუსეთთან“, მაგრამ უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ, უფრო მეტი ადამიანი შეეწირება ამ დაკარგვას!

• განათლებული თაობა სადღაც გაქრებოდა და მათ ადგილს დაიკავებდა მოკლემეხსიერებიანი, გამორჩენისთვის მოსწავლე და დიპლომისთვის თავგადაკლული ახალგაზრდები, რომლებსაც ასწავლიდნენ - ერთმანეთის კონკურენტები ხართ და ის მცირე ცოდნაც კი, რაც გაქვთ, არავის გაუზიაროთო. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ იგივე თაობა თავს გენიოსად ჩათვლიდა და ძველ ხალხს ალმაცერად ეტყოდა, თქვენ რა ცოდნა გაქვთო? 

• სიყვარულის ქალაქში (თბილისს ასე იხსსენებ ხოლმე, ასე გრძნობენ) წლების შემდეგ, იქნებოდა კამათი უნდა ვცემოთ თუ არა განსხვავებული ორიენტაციის, წარმომავლობის, კანის ფერის თუ სხვა რელიგიის აღმსარებლობის ადამიანები?! და ცემენ, დევნიან და შეავიწროებენ მათ, მერედა როგორ - მსოფლიოს გასაგონად; მეორე მხრივ, ეს განსხვავებულებიც იტყოდნენ, რომ ისინი განსხვავებულები კი არ არიან, არამედ „ბუნებრივნი“ და აუცილებელნი; რომ სტუმრები კი არ არიან, არამედ მასპინძლები; რომ აღიარებას კი არ ითხოვენ, არამედ მოითხოვენ;

• გავიდოდა წლები და ქვეყნის უმთავრესი საინფორმაციო ამბავი იქნებოდა „ზღვაში მოცურავე ხე“ - ესეც დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალი მედიის ცხოვრებიდან;

• გავიდოდა წლები და მივაღწევდით სანუკვარ ოცნებას - უვიზოდ ევროპაში, მაგრამ მიღწევიდან რამდენიმე თვეში ათეულობით დეპორტირებული გვეყოლებოდა და ევროპის ფიქრი - „ხომ არ შევცდით?“;

• გავიდოდა წლები და უდიდესი კულტურის ერს, მსოფლიოს ისეთ გლობალურ მოვლენაში, როგორიც ინტერნეტია ექნება საკუთარი სოციალური ქსელი, რომელიც ყველას სჭირდება, მაგრამ არავის უნდა;

      და კიდევ ბევრი რამ, რაც მაფიქრებინებს, რომ თუკი დაღუპულებს ეს ეცდინებოდათ, უარს იტყოდნენ ყოფილიყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულები და მუდმივი სინდისის ხმა ერისა. ჰმ, ვინ უსმენს, რომ ამ სინდისს?

      მგონი ადრეც დავწერე, უბრალოდ ვერ გავიხსენე სად მეწერა. მოკლედ, წმინდა წერილში, ბიბლიაში, არის ერთი ასეთი წიგნი - მსაჯულნი, მსაჯულთა წიგნი, რომელშიც მოთხრობილია დაბეჩავებული ისრაელის ისტორია. ამ წიგნიდან ალბათ ყველასთვის ცნობილია სამსონი და მისი ისტორია. წიგნის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ციკლურობა და რა ციკლზეა საუბარი, ახლავე გეტყვით. ისრაელს იპრობენ, არიან უმძიმეს ვითარებაში, შემდეგ მთელი ერი გამოდის და გლოვობს, ნანობს, ტირის, თვეების განმავლობაში გამოცხადებულია გლოვა მთელს ისრაელში, ნაცარში სხედან ძაძებით შემოსილები და ისე ტირიან საკუთარ ცოდვებს, საბოლოოდ შეისმენს უფალი მათ ვედრებას, მოუვლენს მსაჯულს რომელიც იხსნის მათ. შემდეგ იწყება ბედნიერება. ისრაელი ცხოვრობს განცხრომაში, ავიწყდებათ წინა ტანჯვა-ვაება, იცვლება თაობა და ისევ ცოდვაში ვარდებიან, ცოდვას მოაქვს ახალი განსაცდელი, მერე ისევ სინანული, ისევ თხოვნა მსაჯულისა, ისევ მოვლინება გამომხსნელისა და ა.შ. და ა.შ.

      ახლა მითხარით, რატომ უნდა შეიწყალოს უფალმა ქართველი ერი (წილხვედრობაზე არაფერი დაწეროთ, ძალიან გთხოვთ!)? რა მოვინანიეთ ბოლო წლებში?

      მოვინანიეთ თბილისის ომი? მოვინანიეთ სამოქალაქო ომი აფხაზეთსა და ცხინვალში? მოვინანიეთ უღმერთობა?

      და ამას ყველაფერს მიმძაფრებს 9 აპრილი, თითქოს მთავარი გასროლა სინდისის ხმისა - რას შევწირეთ ის ადამიანები, ასეთ საქართველოს?

      პირველხსენებული წიგნის შესავალშივე შემდგენელი ასეთ რამეს წერს: „ნუგეშად ის გვრჩება, რომ მათი წმინდა სისხლი ტყუილ-უბრალოდ არ დაღვრილა, იგი საქართველოს ერთიანობის, ეროვნული სიმტკიცის დუღაბად იქცა“.

      აბა, რა ვუპასუხოთ ავტორს? რა ვუთხრათ, რით გავახაროთ?

ნახვა: 989

ტეგები: 9აპრილი, Qwelly, გმირობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, საქართველო

ლაშა: აპრილი 9, 2019||10:31pm

30 წლის თავზე, 9 აპრილის მორალზე ისაუბრებს გოგა ხაინდრავა. 

ლაშა: აპრილი 9, 2021||9:19pm

32 წელი გავა და 9 აპრილის გააზრება ტრაგედიიდან გადაინაცვლებს დამოუკიდებლობის აქტისა და ეროვნული ერთობის იდეაში ანუ 89 წელი შეიცვლება 91 წელით. ანუ კვლავ - რას შევწირეთ ის ადამიანები?!

ლაშა: აპრილი 9, 2022||6:35pm

33 წელი გავა, რუსეთი უკრაიანში შეიჭრება და ხოცვა-ჟლეტას მოაწყობს. ომის დაწყებიდან თვეზე მეტი იქნება გასული და საქართველოში უშიშროების სხდომა არ იქნება გამართული - ომი მაინც უკრაინაშიაო.

იმავე წელს, აქტუალური იქნება ბიბილოვის „რეფერენდუმი“ რუსეთთან მიერთებაზე. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters