მარხვა დაიწყო და მარხვას თეთრი დეკემბერი მოჰყვა. ორივე ერთად კი იმ განწყობას ქმნის, რასაც გაუაზრებელი სიხარულის მოლოდინი ჰქვია. ჰოდა, ამ ცივ ზამთარსა და თბილ ბუხართან, როცა სიკეთის განკაცებას ელოდები და სიკეთის რაობის შესახებ კითხულობ, არ შეიძლება არ მოგინდეს სხვისთვისაც მისი გაზიარება.

      რატომ დაკარგა სამყარომ ეს ორიენტირი? ან იქნებ არც ჰქონდა და სწორედ, ამ არქონის გამო წერდა ავტორი ასე გატაცებით?

ბლოგი, ქველობა, სიკეთე, ორი ლეპტა, ორი დრაქმა, შესაწირავი, შეწირვა, qwelly, qwelling, qwelloba

ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი – ორი სხვადასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს. მოსკოვში ერთი ბებერი „გენერალი“ ცხოვრობდა, ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი (ჩვენებურად, სახელმწიფო/სამოქალაქო მრჩეველი). გვარი გერმანული ჰქონდა. მთელი თავისი ცხოვრება ციხეებსა და საპატიმროებში დაეხეტებოდა. ციმბირს გაყენებულმა ყოველმა პარტიამ წინასწარ იცოდა, რომ ვორობიოვის მთებზე მათ უთუოდ „ბებერი გენერალი“ ეწვეოდათ. დიდი სერიოზულობითა და ღვთისნიერებით აკეთებდა ის თავის საქმეს; მოვიდოდა, ჩამოუვლიდა გადასახლებულთა რიგებს, გაუჩერდებოდა თითოეულს, გამოჰკითხავდა რა უჭირდა, ჭკუის სწავლება თუ დარიგება არავისი იცოდა, ყველას „გენაცვალეს“ ეუბნებოდა, დაურიგებდა ფულს, გამოუგზავნიდა, რაც სჭირდებოდათ – ფეხსახვევებს, ჩასაფენებს, ხან ტილოს, ხანდახან სულის საცხონებელ პატარ-პატარა წიგნებსაც მოაყოლებდა და წერა-კითხვის მცოდნეთ ჩამოურიგებდა. დარწმუნებული იყო, გზაში წაიკითხავენ და, ვინც კითხვა არ იცის, იმათაც გააცნობენო. დანაშაულზე იშვიათად ჰკითხავდა ვისმე, თუ მაინცდამაინც დამნაშავე თვითონ არ მოისურვებდა თქმას. ყველა დამნაშავეს ერთნაირად ექცეოდა, არავის ანსხვავებდა, საკუთარი ძმებივით ელაპარაკებოდა და იმათაც ბოლოს მამასავით მიიჩნიეს. გადასახლებულთა შორის თუ ბავშვიან ქალს შეამჩნევდა, მივიდოდა, ბავშვს მიუალერსებდა, თითებს გაუტკაცუნებდა, რათა გაეცინებინა. ასე აკეთებდა წლების მანძილზე, ვიდრე ცოცხალი იყო; ბოლოს უკვე მთელი რუსეთი და მთელი ციმბირი იცნობდა, ესე იგი, ყველა გადასახლებული. ერთმა ციმბირში ნამყოფმა კაცმა მიამბო, მე თვითონ მოწმე ვიყავი, ყველაზე მოურჯულებელი დამნაშავეებიც როგორ იგონებდნენ გენერალსო. უნდა ვთქვა კი, რომ პატიმრების მონახულებისას გენერალს ოც კაპიკზე მეტი იშვიათად გაუცია სულზე. ესეც არის, დიდი აღტაცებით არ იხსენიებდნენ. დიდი-დიდი რომელიმე „უბედური“, ვისაც სულ ცოტა თორმეტი კაცი და ექვსიოდე ბავშვი ჰყავდა მოკლული (ამბობენ, ასეთებიც იყვნენო), უბრალოდ, იმიტომ, რომ ასე მოეპრიანა, ოც წელიწადში ერთხელ უეცრად ამოიხვნეშებდა და იტყოდა: „ნეტა სადაა ახლა ბებერი გენერალი, ცოცხალი თუაო?“ იტყოდა და, ვინ იცის, ჩაიცინებდა კიდეც, ეს იყო და ეს. მაგრამ რა იცით, რა ჩაუთესა სულში სამარადჟამოდ ამ „ბებერმა გენერალმა“, რომელიც ოცი წლის მანძილზე არ დაავიწყდა? რა იცით, რა მნიშვნელობა ექნება ერთი პიროვნების მეორესთან ამ ზიარებას ნაზიარებთა ბედ-იღბალში?.. ეს ხომ მთელი ცხოვრებაა, მისი უამრავი განშტოებანი, რასაც ჩვენ ვერ ვაწვდენთ თვალს. ყველაზე გამჭრიახ მოჭადრაკეს მხოლოდ რამდენიმე სვლა შეუძლია იანგარიშოს წინასწარ. რომელიღაც ფრანგ მოჭადრაკეს თურმე ათი სვლის გაანგარიშება შეეძლო და გაზეთებში, როგორც სასწაულს, იხსენიებდნენ. აქ კი რამდენი სვლა გვაქვს და რამდენი არ ვიცით კიდევ? რაღაცას რომ დათესავთ, „მოწყალებას“ რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას უზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თავისას; ერთიმეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ხორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედ-იღბალში? ხოლო თუ ცოდნა და ამ საქმეს შეწირული მთელი ცხოვრება ბოლოს იქამდე აგამაღლებთ, რომ შეძლებთ უზარმაზარი თესლი ჩაყაროთ, ამ ქვეყანას მემკვიდრეობად დაუტოვოთ უზარმაზარი აზრი, მაშინ...

      ახლა ხომ ხვდებით, რომ პოსტს შემთხვევით არ დავარქვი ქველობა?! - მგონი ცხადზე-ცხადია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაძლოა, ძალიან მცირედით, ოღონდ კი ყოველდღიურად და შედეგი აუცილებლად იქნება. მე კი არა, ის ამბობდა, ფრაზებად რომ აზიარებენ ხოლმე...

      ოღონდ, პრობლემა იცით რა არის? ამხელა აბზაცში, მაჩვენეთ, სად წერია გენერლის იმ გრძნობების შესახებ, როცა იმედი გაუცრუვდებოდა? რას გრძნობდა მაშინ, როცა მის შრომას სიგიჟედ შერაცხავდნენ? მაშინ, როდესაც ეტყოდნენ - „მოგცლია რა, ეგ 20 კაპიკი ვისთვის რა ბედენააო“... მაშინ, როცა ეუბნებოდნენ, „ძმაო, ყველასთვის კომფორტულად ხელმისაწვდომი არაა და ნუ გადაგვაჭამე თავიო“. კარგი, გრძნობებს თავი დავანებოთ, ყველა თავისას გრძნობს - მე ის უფრო მაინტერესებს, რას აკეთებდა ამ იმედგაცრუების დროს?

ნახვა: 221

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დოსტოევსკი, სიკეთე, ქველი

vako: დეკემბერი 1, 2017||10:35pm

კარგი პოსტია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ნუთუ მხოლოდ შენებაა მთავარი?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2020.
საათი: 2:06pm 2 კომენტარი

      განა შეიძლება ქრისტიანი ადამიანი, ქრისტეს მიმდევართა შესაკრებლების, ტაძრების აშენების წინააღმდეგი იყოს?! ანდა, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ დევნილ ქრისტიანებს რომ შესძლებოდათ ისე თავისუფლად შეკრებილოყვნენ დიდ სახლებში, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, განა არ გაიხარებდნენ?! ესეც ხომ ფაქტია, რომ არ არსებობს საღმრთო ლიტურგიაზე უფრო აღმატებული მსახურება დედამიწაზე - ეს უკანასკნელი ხომ სწორედ რომ ტაძრებში აღევლინება?! მაგრამ ერთი რამ კი…

გაგრძელება

გაფიცული ბელარუსი და სწავლა სექტემბრიდან კოვიდის ხანაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 14, 2020.
საათი: 10:36pm 0 კომენტარი

      აგვისტო სადაცაა წელში გადატყდება. დღეს აფხაზეთის ომში პირველი ტყვია გავარდა 28 წლის წინ. ცხადია, დაღუპულთა საფლავები შეამკეს და აფხაზეთის დაბრუნებაც პარტიებმა თავიანთი პროგრამის ნაწილად წარმოგვიდგინეს. დღის მთავარი ამბავი კი ქართულ-ბელარუსიულია, ქვეყნის შიგნით კორონას მომძლავრებასა და ამ პირობებში სწავლის საკითხს განიხილავდნენ, რეკომენდაციებსა და რჩევებს წერდნენ, ხოლო ბელარუსის ამბავი კი საერთაშორისოდ აქტუალური იყო და ჩვენც არ ჩამოვრჩენილვართ…

გაგრძელება

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 2 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters