წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ერთი დღის მაგალითზე მთელი წელი განსაზღვროთ! ჰმ, რა დიდებული შესაძლებლობა იქნებოდა. მხოლოდ ფენტეზში თუ წარმომიდგენია ასეთი რამ, მაგრამ იქაც კი არ ხდება ასეთი სასწაულები - განსაზღვრო მთელი წელი ერთი დღით - როგორც ჯავახურ ლექსიკონში წერენ - ჯავახთა რწმენით, ბედობა დღეს როგორც გაატარებდა, ის მთელი წლისათვის დაებედებოდა. ამიტომაც ამ დღეს ერიდებოდნენ ჩხუბს, უსაქმურობას და სხვა არასასურველ ქცევას.

      ბედობა. ცრუ-რწმენაშიც მცირედმორწმუნეები ვართ, ამაზე თუ გიფიქრიათ? წარმოიდგინეთ, ამ ჯავახური რწმენის მიხედვით არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომლის მიხედვითაც, მაისში თუ ჩხუბი მოგივიდოდა მეზობელთან, შეგეძლო მარტივად აგეხსნა - ბედობას ვიჩხუბე და იმიტომო, ან თუ ბედობას იჩხუბებდი, მერე მთელი წელი იქნებოდი დაზაფული, ღმერთო, ნეტავ მართლა ვინმეს არ წავეკიდოო. მაგრამ ფიქრობთ, ეს რწმენა მუშაობდა? დიდი ალბათობით არა. აკი ვამბობ, ცრურწმენაშიც მცირედმორწმუნეები ვიქნებოდით. წარმართობასაც სჭირდება რწმენა.

      მერამდენე ახალი წელია არ უთოვია? იქნებ, რომელიმე ბედობას ვინმე მავანმა უთოვლობა ისურვა?! მერამდენე წელია ქვეყნის წინსვლა და წარმატება, სულ უკუღმა გაიგება და წლიდან წლამდე უფსკრულისკენ მივექანებით და ილიას სიტყვებსაც ყოველწლიურად ვაზიარებთ ნიშნისმოგებითა და ირონიით - „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“, იქნებ ვინმემ სწორედ ბედობა დღეს ისურვა საქართველოს სიავე? მერამდენე წელია, ქრისტესკენ ვითომდა შემობრუნებული ერი სრულიად დაშორდა ქრისტეს, ისე რომ ტაძრებს კი უშნებეს, მაგრამ იმ ტაძრებში ღმერთს არ უშვებს, ქრისტეს მღვდლები არიან, ქრისტეზე კი არაფერს გვიყვებიან, „ქართველნო ერთად ღმრთისაკენო“ იძახიან, მაგრამ მისი გზის ავან-ჩავანი არ იციან. იქნებ, ვიღაცამ სწორედ ბედობა დღეს ისურვა ამ ხალხის უღმერთობა?

      და ახლა წარმოიდგინეთ, ვაითუ, ეს ბედობა არც არსებულა და არც რამე სიახლოვე აქვს ჭეშმარიტებასთან და არა 2 იანვარი, არამედ ყოველდღე ნამოქედარი განსაზღვრავს მთელს წელს, ათწლეულს, საუკუნეს და ა.შ.

და მაინც, როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია:

დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენააა, და სიყვარული ბავშვივით წრფელი.

ახალგაზრდობა და აღმაფრენა, დამილოცნია ახალი წელი!

P.S. ჯავახებო, რას ერიდებოდით გავიგე, მაგრამ რას აკეთებდით ბედობა დღეს, რატომ არ წერია?

ნახვა: 163

ტეგები: Qwelly, ბედობა, ბლოგი, საახალწლო, ფიქრი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:14pm 0 კომენტარი

                                                                                                                               მონატრება

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

    უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად…

გაგრძელება

პოლიტიკოს ქალთა დაპირისპირება და ევროპარლამენტარების კითხვები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2020.
საათი: 7:02pm 3 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…

გაგრძელება

გაყოფილი სამინისტრო, პროკურორობა, მთავრობა და ტიტულატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      როგორც ჩანს წყენამ წყალბურთელებსაც ავნო - დღეს ის იყო წარმატებას ულოცავდნენ ქართველ წყალბურთელებს, რომ საღამოს ტრაგიკულად დამარცხდნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან - ანგარიშით 14 - 13. თუმცა დღის მთავარი ამბავი, განათლებისა და კულტურის სამინისტროების განყოფა იყო, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, სტატისტიკა, და სხვა წვრილ-მსხვილი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 იანვარი, 2020

     …

გაგრძელება

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:30pm 4 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters