Qwelly ბლოგი! - საახალწლო (19)

გილოცავთ ახალ წელს!

      მთელი წელი ვირუსის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, ესეც ჩაივლის და კიდევ ბევრი რამ ჩაივლის.

      ამიტომ

გილოცავთ ახალ წელს!

საახალწლო, მილოცვა, 2021 წელი, მისალოცი ბარათი

      სიკეთის, სიუხვის, სიყვარულის, ბედნიერების, უღალატობის, მეგობრობის და მრავალი, მრავალი სიხარულის და რაც მთავარია, ქველობის წელი ყოფილიყოს 2021!…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2021 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ევროპელი ნაძვის ხეები

      კეთილი იყოს 2020 წელი. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ ათწლეულს მოვესწარი და შემიძლია ჩემი ბლოგები კიდევ გაგიზიაროთ 2020 წელშიც. მართალია უცნაური დღესასწაულია ახალი წელი, მაგრამ ყველასთვის საყვარელი და მათ შორის უფროსებისთვისაც - პირადად მე მორთულობებით, განათებებით და რაც მთავარია - გემრიელი საჭმლით მიყვარს - საახალწლო კულინარია უპირველესია.

      თბილისის ნაძვის ხის გარშემო ისეთი ამბები ატყდა, არ შემეძლო ევროპის სხვადასხვა ქალაქების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2020 წელი. 11:02pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაძვის ხის დეკორაცია

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა და დეკორაციების მდიდრულ თუ მოკრძალებულ ვარიანტებზე. ერთი რამ ცხადია - ბუხრიანი ოთახი ყველაზე კარგი ვარიანტია ნაზვის ხის დასადგამად - თან ლეგენდებიც უფრო ადვილი დასაჯერებელი გახდება. …

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2019 წელი. 11:34pm — 1 კომენტარი
________________

ნაახალწლევს

      მზრუნველი სახით, სიფრთხილით და გულაჩქარებული ვიღებ ყუთიდან საახალწლო ნაძვის ხის მოსართავებს, როგორც კი დეკემბრის შუა რიცხვები ახლოვდება.

      არ ვარ ბავშვი. საკმაოდ ზრდასრული გახლავართ, მაგრამ მას მერე, რაც სამყაროს გააზრებულად აღვიქვამ, დღემდე მომყვება განცდა, თითქოს ამ დღეებში რაღაც უზარმაზარი, ათასნაირი ფერებით განათებული ენერგია თუ არსება გვიახლოვდება. ამ განცდას აათმაგებს ბრჭყვიალა სათამაშოების გამოფენა.

      მახსოვს,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ამერიკული ახალი წელი

      საშობაოდ ნიუ იორკი ყოველ დროში იყო საოცნებო ადგილი ამ დღის მოზეიმეთათვის. ამერიკული ოცნებების უმრავლესობა ხომ სწორედ საშობაოდ უნდა ასრულებულიყო. პირველი ამერიკული ნაძვის ხე მედისონის მოედანზე, 1912 წელს დაიდგა. ნიუ იორკი ასი წლის წინაც ისეთივე აქტიური და ხმაურიანი იყო საახალწლოდ, როგორც დღეს (თუმცა ჩვენს ფოტოებში, ფერები მკვეთრი ვერ იქნება, ისინი გადაღებულია 1910-იან წლებში).

      ქვემოთ ნახავთ 100 წლის წინანდელ ამერიკულ საახალწლო…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2019 წელი. 11:04pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ წელს!

      კიდევ ერთი წელი გავიდა ქველის ერთობით! ღმერთმა მოგვმადლოს სიმრავლის, სიხარულის, სიკეთის, ქველმოქმედების, უანგარობის და უღალატობის 2019 წელი! ♥

      მრავალჟამიერ, მრავალ წელს ქველობით დავესწროთ!

გილოცავთ ქრისტეს აქეთ 2019 წლის შემოსვლას.

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2019 წელი. 1:53am — 1 კომენტარი
________________

ჩვეულება და მიბაძვა

      მთელს ხმელეთზედ ვერ ვპოვებთ ხალხსა, რომელსაც არა ჰქონდეს საკუთარი ჩვეულებანი, რომელნიც ერთის საუკუნედამ გადადის მეორე საუკუნეში და რომელშიაც ცხადად და მარტივად იხატება მათი გონებითი განვითარება, რწმუნება, ზნეობა და სხვა თვისება. ამისათვის ცოდნა და განრკვევა ხალხის ჩვეულებათა მიღებულია საჭიროდ საერთო ისტორიისათვის და მომატებულად განათლების ისტორიისა.

      რასაკვირველია, იმ ხალხში, რომელიც მოკლებულია სწავლა-განათლებასა, დაცემულია…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2018 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

საახალწლო მოსართავები

      ახალი წლის შეხვედრა ერთგვარი პომპეზურობა და მორთულობაა, მაგრამ ეს მორთულობა ზოგჯერ ადამიანებს სცდება და ოჯახურ დეკორაციებში გადაიზრდება ხოლმე (პრინციპში, ზოგჯერ რატომ, ძირითადი აქცენტი ხომ ნაძვის ხეზეაა და მის მოსართავებზე). დღევანდელ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა იდეები, თქვენი ნაძვის ხეების მოსართავად.

ნაძვის ხის სათამაშოები…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2018 წელი. 9:56pm — 1 კომენტარი
________________

საახალწლო ბაზრობები

      ყოველ წელს ყველაზე მეტი ფული დღესასწაულებზე იხარჯება, მაგრამ ამ დღესასწაულებშიც არის გამორჩეულები - ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა აღნიშნავვს. ბოლო წლებია, საახალწლო ბაზრობები თბილისშიც იმართება, მართალია ჯერ იმ დონის არ არის როგორც დასავლეთში, მაგრამ დრო ყველაფერს მოიტანსო, ნათქვამია. ამ ეტაპზე კი ევროპის დიდი ქალაქები ამაყობენ საკუთარი საახალწლო / საშობაო ბაზრობებით.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2018 წელი. 10:40pm — არ არის კომენტარები
_______________

ბედობა როგორც განაჩენი

      წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ ერთი დღის მაგალითზე მთელი წელი განსაზღვროთ! ჰმ, რა დიდებული შესაძლებლობა იქნებოდა. მხოლოდ ფენტეზში თუ წარმომიდგენია ასეთი რამ, მაგრამ იქაც კი არ ხდება ასეთი სასწაულები - განსაზღვრო მთელი წელი ერთი დღით - როგორც ჯავახურ ლექსიკონში წერენ - ჯავახთა რწმენით, ბედობა დღეს როგორც გაატარებდა, ის მთელი წლისათვის დაებედებოდა. ამიტომაც ამ დღეს ერიდებოდნენ ჩხუბს, უსაქმურობას და სხვა არასასურველ ქცევას.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 2, 2018 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ 2018 წელს!

      როგორადაც არ უნდა განვეწყოთ, ყოველ ახალ წელს მაინც სიკეთით ველოდებით. იქნებ წელს მაინც, იქნებ წელს მაინც... იმედი სამ სათნოებათა შორის ერთ-ერთია და ვფიქრობ, გამორჩეული სწორედ მარადიული მოლოდინითა და მისწრაფებით!

გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდი, ბედნიერი, ქველობით აღსავსე წელი.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2018 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

ჩიჩილაკს სჭირდება პიარი

      პირადად მე არაფერი მექნებოდა საპრეტენზიო, რომ არსებობდეს საახალწლო ბუჩქი, თუნდაც ტუია სამკუთხედად გაკრეჭილი, ან თუ იქნებოდა ფიჭვი, ან ბარაქის ხე (ეს უკანასკნელი გაცილებით ლამაზია, ვიდრე წიწვები, მითუმეტეს ხელოვნური. ეგეც არ იყოს, ბარაქის ხე ქოთანში ისედაც თავმომწონედ ხარობს), სულაც კაქტუსი, წარმოიდგინეთ კაქტუსის გაოცებული სახე, როცა საახალწლოდ მორთავდნენ და თოვლის ფიფქებს მიაფრქვევდნენ - ხელოვნურს.

      ადრე, უკვე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2017 წელი. 10:34pm — 5 კომენტარი
________________

საახალწლო ტრადიციები

      ახალი წელი სიახლეების წამოწყების დროა, 31 დეკემბერი ბევრისთვის არის შანსი რომ წარსული დატოვონ წარსულში და ყველაფერი დაიწყონ თავიდან, ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

      სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ახალ წელს, ტრადიციების გათვალისწინებით.

არგენტინა

გემრიელი ტრადიციები, საახალწლო ტრადიციები, საახალწლო სამზარეულო, საახალწლო სუფრის ტრადიციები, სუფრის ტრადიციები, qwelly, blog, saaxalwlo tradicia, tradiciebi, sufra, sufris tradiciebi, gemrieli tradiciebi, qwellynaria, qvelinaria

      არგენტინაში ახალ წელს მიირთმევენ ლობიოს, მათ სჯერათ რომ ეს…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2016 წელი. 10:00pm — 7 კომენტარი
________________

საახალწლო საფიქრალი

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილია ჭავჭავაძე

       აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2016 წელი. 4:00pm — 4 კომენტარი
________________

საახალწლო სატელევიზიო ბადე (ქართული ფილმები)

      ზამთრის ცივ და სუსხიან, ყინვიერ დღე, როდესაც უშუქობას უჩივი, მთელი დღე წიგნის კითხვით ან ძილით შეგიძლია შემოიფარგლო, მაგრამ როდესაც უინტერნეტობას უჩივი და შუქი გაქვს, რაღაც უხილავი ძალა გეძახის დიდი ხნის დავიწყბული ყუთისკენ, ტელევიზორი რომ ჰქვია, განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში. ბავშვობის დროიდან დაახლოებით იცი, რომ ახალ წელს უნდა ნახო "მარტო სახლში (1)(2)(3)(4)", გრინჩის ქურდობის ამბავი, ერთი-ორი ფილმი სანტა-კლაუსზე, რუსული კლასიკა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2016 წელი. 8:00pm — 10 კომენტარი
________________

რიცხვის ცვლის ზეიმი

      ესეც ახალი წელი. ბევრი რამის დღესასწაულობა და აღნიშვნა მსმენია (ამჯერად საერო დღესასწაულები იყოს) - დაბადების დღის, დაოჯახების, შვილის ყოლის, დამოუკიდებლობის აღდგენის, გათავისუფლების, ოლიმპიადის მოგების, კონსტიტუციის დაწერის, სახლის აშენების, სამსახურში დაწინაურების, რევოლუციის აღნიშვნის. რელიგიურობაშემატებული დღესასწაულებიც გამიგონია, მოსავლის აღების, გაზაფხულის ან შემოდგომის მოსვლის, გვალვისას წვიმის მოსვლისაც და ყინვაში მზის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2016 წელი. 2:00pm — 3 კომენტარი
________________

ბიჭუნა ქრისტეს ნაძვის ხესთან

I - ბიჭი პატარა ხელით

Qwelly, ბლოგი, დოსტოევსკი, ლიტერატურა, მოთხრობა, საახალწლო, ქველი

ბავშვები უცნაური ხალხია

ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა.…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

განვლილი 2012 წელი!

რა მოგვიტანა 2012 წელმა?

Qwelly, blog, qwellyblog, ბლოგი, საახალწლო, ქველი

მოდით ყველამ მოგვიყევით ერთი ღირს-შესანიშნავი დღე 2012 წელს, გვიამბეთ თუ რა მოგიტანათ განვლილმა წელმა...

თავის მხრივ მე დავიწყებ ჩემით.

ყველასთვის ცნობილია რომ 2012_მა წელმა მომიტანა QWELLY... ეს ერთი ღირსშესანიშნაობა...

სხვა რა მომიტანა და ჩუტყვავილა. კიდევ მომიტანა რაღაცეები და ამას მერე გიამბობთ...

☺ ☺ ☻ ☻ ☺ ☺ ☻ ☻ ☺ ☺ ☻…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 2, 2013 წელი. 4:00pm — 16 კომენტარი
________________

ნაძვის ხე

 საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დაწესებაზე მრავალი გადმოცემა არსებობს.

ერთი გადმოცემით, როდესაც ჰეროდეს მახვილს განრიდებული წმინდა ოჯახი ეგვიპტეში გარბოდა, მათ მეფის მხედრები წამოეწიოვნენ. ფოთოლგაცვენილმა ხეებმა ვერ დამალეს მაცხოვარი, მაშინ ნაძვმა შეიფარა ისინი და თავისი წიწვებით დაფარა. იმ ღამეს ეს ნაძვი ულამაზესი თეთრი ყვავილებით გადაიპენტა.

 საშობაოდ ნაძვის ხე პირველად გერმანიაში…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2012 წელი. 6:30pm — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

მკვდარი მიწის თამაშობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Bethesda Softworks announced that Elder Scrolls Online Deadlands will be released on all current game platforms next month. Players on PC/Mac and Stadia will get the head start of the DLC on November 1st, while the Xbox Series X|S, Xbox One, PlayStation 5 and PlayStation 4 versions will be available on November 16th in a few weeks.

ESO fans will get a unique opportunity to enter Deadlands for free. Players must participate in the ongoing Blackwood bounty activities and work together…

გაგრძელება

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2021.
საათი: 10:57pm 2 კომენტარი

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters