ერთ დღესაც, ქმარმა სახლში ფულით სავსე ტომარა (დიახ, ტომარა და არა ქისა, ხურდებით სავსე) მოუტანა ცოლს და უთხრა, საჭიროებისამებრ გამოვიყენოთო. მართალია, ნოდარ დუმბაძემ ძია ისიდორეს ისიც ათქმევინა, რომ სამწუხაროდ, ცოლები ქმრებს ფულის შოვნის გზებს არ ეკითხებიანო, მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარად იყო. როცა ცოლმა გაარკვია ფულის წარმომავლობა - ადგა და მთელი ტომარა ფული ღუმელში შეუკეთა. ეს ამბავი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ხდება, ახალ ათასწლეულამდე ცოტა ხნით ადრე. საქმე ის იყო, რომ ფული თამაშით იყო მოპოვებული. იმ ხანად კაზინო და ტოტალიზატორი არა, მაგრამ კერძო მოთამაშეები მრავლად იყვნენ, საკმაოდ აზარტულად და მაღალ „კუშზე ყომარობდნენ“. ჩვენ ამბავში, წინა დღეს თუ ქმარმა საკმაო თანხა წააგო, მეორე დღეს გაცილებით მეტი მოიგო და ტომარით წამოღება ამიტომ მოუწია. წინა დღით გაგულისებულმა ცოლმა, ამჯერად სიბრაზის კუთხე შეატრიალა - სხვისი უბედურებით მოპოვებულმა ფულმა როგორ უნდა გამახაროსო და ქართული კუპიურები ააგიზგიზა. - ეს შემთხვევა არც გამოგინილია და არც ლიტერატურიდან ამოკითხული, ჩემს სანაცნობო გარემოში მოხდა.

      გამახენდა მას შემდეგ, რაც სატელეფონო, სატელევიზიო, ინტერნეტ რეგულარულ რეკლამებს მოყვა სახელმწიფო დონეზე „წახალისება“ თუ „მხარდაჭერა“ - არ ვიცი რა სახელი მოვუძებნო. შეიძლება, მე ძალიან დავიგვიანე, მაგრამ რამდენიმე დღის უკან აღმოვაჩინე, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგას წელს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ჰქვია. დიახ, სპონსორია ერთ-ერთი ტოტალიზატორი-კაზინო „კრისტალბეთი“, ამიტომ ეროვნულ ლიგასაც მისი სახელი დაერქვა. ზემოთხსენებული ქალბატონისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს, ჩვენს ქვეყანაში არ ადარდებს ფულის წარმომავლობა. კაზინოები და ტოტალიზატორები აფინანსებენ ტელევიზიებს და სატელევიზიო გადაცემებს, სამედიცინო ცენტრებს, აფთიაქებს, გაგიკვირდებათ და მართავენ საქველმოქმედო აქციებს, ფულსაც კი რიცხავენ ბავშვთა ფონდებში და ამიტომ მთელი ერი მათი მადლიერია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებშიც გამოჩნდა მათი დაფინანსებული პროგრამები. ჯერ არსად მომისმენია, მაგრამ ველოდები, როდის დალოცავს რომელიმე სასულიერო პირი რომელიმე ტოტალიზატორს და მის მფლობელებს ტაძრის აშენებისთვის გაღებული უხვი შემოწირულობისთვის. მახსოვს, ერის აღტკინება - აი თქვე სოროსის დაფინანსებულებოო, თქვენ მასონების ფულით გატენილებოო. ჰმ, ტოტალიზატორის და კაზინოს ფული უკეთესი რითია?

      მართლა მაინტერესებს, ამ ჭირს რა ჰქვია? შავი ჭირის მოდიფიკაციაა თუ რამე ახალი სენია, რაც ელემენტარული გააზრების უნარსაც გვიკლავს და გვამონებს? აქ ხომ რაიმე რთული სისტემა არ არის, რომ არ იცოდე საიდან იშოვა ფული რომელსაც ახლა შენ გაძლევს მისი სახელის სადიდებლად? სინედრიონის წევრებმაც კი იუკადრისეს - სისხლიანი ფულიაო და უარი თქვეს მათ გამოყენებაზე. საიდან იშოვეს ამ კომპანიებმა იმდენი ფული, რომ შეუძლიათ ეროვნული ლიგის სახელი დაირქვან? (მართალია, ჩვენი ეროვნული ლიგის დიდი გულშემატკივარი არ ვარ და გამიჭირდება 5 გუნდის დასახელებაც კი, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთის ქომაგობას რომ არ ეხება ადვილად მიხვდება მკითხველი). ვისია ის ფული, რომელსაც ტელევიზიებში უხვად რიცხვან რათა ყოველი მეორე სატელევიზიო რეკლამა მათ შესახებ გვამცნობდეს? ყოველი მეორე სმს მათგან მოდიოდეს? ყოველი საიტი მათი ლოგოებით იყოს აჭრელებული? ყოველი ვიდეო მათი რგოლით იწყებოდეს? როგორ ფიქრობთ ვისი ფულია იქ?

      იყენებენ ადამიანის დაბალ ინსტიქტებს, აღატაკებენ მათ და ამ ფულით შემდეგ ქველმოქმედებენ.

ნახვა: 42

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კაზინო, ტოტალიზატორი, ქველმოქმედება

Kakha: მაისი 6, 2019||7:01am

კიდევ კარგი კუპონები იყო (ან იყო?) თორე ეროვნულ ბანკს ეს დარტყმა აქამდე ვერ აუტანია :D (სახეზე დიდი კრიზისია)

ლაშა: მაისი 6, 2019||10:53am

არა, იმ ტომარაში უკვე ლარები იყო )) თორემ ერთი ტომარა კუპონით, შეიძლება 2 პური გეყიდა ))) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters