ეკლესიად გადაქცეული სახელმწიფო და საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლო

      ქვეყნის მრავალ პრობლემათა შორის, ერთ-ერთი გამორჩეულად აქტუალურია თანამედროვე ყოფაში ნარკოპოლიტიკა. აგერ უკვე რახანია ხმაურობენ და აქციებს მართავენ, ხელმოწერებს აგროვებენ, პეტიციებს წერენ, ვიდეო რგოლებს იღებენ და მოუწოდებენ პარლამენტს „შეამსუბუქოს მუხლები...“. რამდენიმე კვირის წინ, როგორც ეს ჯგუფები წერდნენ - „პოზიტიური“ ძვრები მოხდა ნარკოპოლიტიკაში და ახლა მოწევა აღარ კლავს, მაპატიეთ, მოწევა აღარ არის დანაშაული. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემას გამოეხმაურა ჯერ პატრიარქი თავის საშობაო ეპისტოლეში, ხოლო როდესაც, შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, კვლავ ახმაურდა საზოგადოება ოღონდ სხვა მიმართულებით - თემები - ეკლესიის გავლენა საკანონმდებლო ორგანოზე, ეკლესიის გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე და ა.შ. (იკითხეთ ქველინიუსი)

      მასწავლიდნენ, რომ კარგია თუ საკუთარ გამოცდილებაზე მაინც ისწავლის ადამიანი, მაგრამ ნაკლიც აქვს - დაგვიანებულია! ბევრად უმჯობესია, თუ სხვის გამოცდილებაზე ისწავლი და ამით დროსა და ენერგიას დაზოგავო.

      სხვისი გამოცდილება კი ყველაზე უკეთ წიგნებიდან იმზირება.

მრუშობაში მხილებული დედაკაცი, რემბრანდტი, Woman Taken in Adultery
მრუშობაში მხილებული დედაკაცი, რემბრანდტი 1644 (The Woman Taken in Adultery), ფრაგმენტი

საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლოსა და მისი უფლებების განვრცობის შესახებ

      ფრაზებად აწყობილი პოსტი რომ არ გამომივიდეს, არ დავწერ ყოველივე ახალს რა კავშირი აქვს ძველთან, ამიტომ პირდაპირ საუკუნის წინ გადავინაცვლებ და რამდენიმე მტკიცებას და მის პასუხებს წარმოგიდგენთ ერთი გენიოსი ავტორის შემოქმედებიდან.

მტკიცებები:

      ისმის მოსაზრებები, რომ

  1. ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უნდა ეჭიროს;
  2. არცერთ საზოგადოებრივ კავშირს არ შეუძლია და არც უნდა მიითვისოს უფლებამოსილება - თავისი წევრების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებანი განაგოს;
  3. სისხლის სამართლისა და სასამართლო-სამოქალაქო ხელისუფლება ეკლესიას არ უნდა ეკუთვნოდეს და შეუთავსებელია მის ბუნებასთან, ღვთიურ წესთან და რელიგიური მიზნებით ადამიანთა კავშირთან;
  4. ეკლესია არ არის ამქვეყნიური მეუფება.

      რაც შეეხება პასუხებს, მინდა წარმოგიდგინოთ სამი ადამიანი მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე.

      პირველი: ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენადმე შეწონასწორებულ მდგომარეობას, იმიტომ, რომ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვფიქრობ, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კუთხე კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს.

[...]

      უძველეს ხანაში, ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეში, ქრისტიანობა დედამიწაზე მხოლოდ ეკლესიად გვევლინებოდა. ხოლო როცა რომის წარმართულმა სახელმწიფომ ინება, ქრისტიანული გამხდარიყო, უცილობლად მოხდა ის, რომ გაქრისტიანებულმა რომმა ეკლესია მარტოოდენ შეიერთა, თავად კი ძველებურად მრავალმხრივ, კვლავ წარმართულ სახელმწიფოდ დარჩა. არსებითად, ეს უსათუოდ ასედაც უნდა მომხდარიყო. რომში, როგორც სახელმწიფოში, ძალზე ბევრი რამ დარჩა წარმართული ცივილიზაციისა და სიბრძნისა, ასე, მაგალითად, თვით სახელმწიფოს მიზნები და საფუძვლებიც კი. ხოლო სახელმწიფოში შესული ქრისტიანული ეკლესია, უეჭველია, ვერაფერს დათმობდა თავისი საფუძვლებისას, იმ ქვისას, რაზედაც დაეფუძნა, მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნები უნდა განეხორციელებინა, რაც მტკიცედ დაუსახა თვით უფალმა, სხვათა შორის, მთელი მსოფლიო და, მაშასადამე, მთელი ძველი წარმართული სახელმწიფოც ეკლესიად რომ უნდა გადაექცია. ამგვარად (ანუ სამომავლო მიზნით), ეკლესიამ კი არ უნდა ეძიოს განსაზღვრული ადგილი სახელმწიფოში, როგორც „ყოველგვარმა საზოგადოებრივმა კავშირმა“ ანდა როგორც „ადამიანთა კავშირმა, შექმნილმა რელიგიური მიზნებისთვის“ (როგორც ამბობენ ხოლმე ეკლესიაზე), არამედ, პირიქით, ამქვეყნად არსებული ყველა სახელმწიფო შემდგომში სავსებით ეკლესიად უნდა გადაიქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიად იქმნას და ეკლესიის შეუსაბამო ყოველგვარი მიზანი უკუაგდოს. ეს დიად სახელმწიფოს არანაირად არ დაამცირებს, ღირსებასა და დიდებას არ წარსტაცებს, არც მის ხელისუფალთა სახელს დააკნინებს, არამედ მცდარ, ჯერაც წარმართულ გზას განარიდებს და მარადიული მიზნებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ, ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს. თუკი საფუძველთა ძიებისა და შემოთავაზებისას ამ საფუძვლებს განიხილავდნენ როგორც ჩვენს ცოდვილსა და ნაკლოვან დროში აუცილებელ კომპრომისს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ დროებით კომპრომისს, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობა ყოფილიყო სწორი. მაგრამ ამ საფუძველთა შემთხზველმა როგორც კი გაბედა განეცხადებინა, რომ ის საფუძვლები, რომელთაც გვთავაზობს ურყევი, სტიქიური და საუკუნო საფუძვლებიაო, ამით უკვე ეკლესიას და მის წმიდათაწმიდა, საუკუნო ურყევ დანიშნულებას დაუპირისპირდა.

[...]

      თუნდაც ახლავე მხოლოდ საკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლო რომ იყოს, ახლაც კი ეკლესია კატორღასა და სიკვდილს არ მიუსჯიდა. დანაშაული და შეხედულება დანაშაულზე მაშინ უსათუოდ, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა, უცებ, მყისიერად კი არა, თუმცაღა, საკმაოდ მალე შეიცვლებოდა. ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებსა და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება, არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს?

----------

      მეორე: თუ ამქვეყნიური არ არის ქრისტეს მეუფება, მაშასადამე, ეკლესია ამქვეყნად საერთოდ არ უნდა არსებობდეს. წმინდა სახარებაში სიტყვები - „არ არის ამქვეყნიური“ ამ მნიშვნელობით არ არის ნახმარი. ამგვარი სიტყვებით თამაში არ შეიძლება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე დიახაც ამქვეყნად ეკლესიის დასამკვიდრებლად მოვიდა. სასუფეველი ცათა შინა, რა თქმა უნდა, ამქვეყნად კი არა, ზეცაშია, მაგრამ სასუფეველში მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით შედიან, რომელიც დედამიწაზეა დამყარებულ-დაფუძნებული. ამიტომაც ამის თაობაზე კალამბურთა თხზვა მიუღებელი და უღირსია. ხოლო ეკლესია ჭეშმარიტი მეუფებაა, სამეუფოდაა განწესებული და მთელს დედამიწას დასასრულ უთუო მეუფებად მოევლინება, რაზედაც არსებობს აღთქმა...

[...]

      ჩვენს საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნეში, დიდად წარმოჩენილი ზოგიერთი თეორიით ეკლესია სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას, როგორც უმდაბლესი სახეობა უმაღლეს სახეობად, რათა შემდგომ გაქრეს, ადგილი დაუთმოს მეცნიერებას, დროის სულისკვეთებას და ცივილიზაციას. თუ არ ინებებს ამას და არ დამორჩილდება, მაშინ საზღაურად მხოლოდ ერთ კუთხეს მიუჩენენ, თანაც მეთვალყურეობას დაუწესებენ. საჭიროა, რომ ეკლესია კი არ გარდაიქმნას სახელმწიფოდ, როგორც უმდაბლესი სახეობა უმაღლეს სახეობად, არამედ, პირიქით, სახელმწიფომ თავისი არსებობა იმით უნდა დაასრულოს, რომ ღირს იქმნას, გარდაიქმნას მარტოოდენ ეკლესიად და არარა სხვად.

----------

      მესამე: ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება.

      ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარი გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არცერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიისა, მხოლოდ მაშინ შეიმეცნებს დანაშაულს თვით საზოგადოების, ანუ ეკლესიის წინაშეც. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიად წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. რა დაემართებოდა დამნაშავეს თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდგომ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებითი კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ უცხოეთში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამარლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცევა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არამარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებდა, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე.

----------

      რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების პასუხადაც შეიძლება მოიძებნოს სხვა არგუმენტი და სხვა პასუხები. მაგალითად, ამავე მსჯელობების ერთ-ერთი მონაწილე თემას მოაბლოვებს ანეკდოტით თუმცა იქამდეც ამბობდა, უტოპიააო.

      მეოთხე: რაღაც უსასრულოდ შორეული იდეალია, მეორედ მოსვლამდე რომ არ განხორციელდება. მშვენიერი უტოპიური ოცნებაა ომების, დიპლომატების, ბანკებისა და სხვათა გაქრობის თაობაზე. ამქვეყნად სახელმწიფო უქმდება, ხოლო ეკლესია სახელმწიფოს ხარისხში წარმოსდგება! ეს ულტრამონტანობა კი არა, არქიულტრამონტანობაა! ეს პაპ გრიგოლ მეშვიდესაც არ დაეზმანებოდა!

      ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, დეკემბრის გადატრიალებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, პარიზში ვიზიტად გახლდით მმართველობაში მყოფ ერთ ძალზე დიდ პიროვნებასთან და მასთან ერთ დიდად საინტერესო ბატონს შევხვდი. ეს ინდივიდუმი არათუ მაძებარი, არამედ პოლიტიკურ მაძებართა მთელი ჯგუფის მმართველი და თავადაც საკმაოდ გავლენიანი თანამდებობის მქონე ბრძანდებოდა. ცნობისმოყვარეობამ წამძლია, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და გამოველაპარაკე. ნაცნობ-მეგობრობით არ იყო მოსული, უფროსს ისე ეახლა, როგორც ქვეშევრდომი მოხელე, გარკვეული სახის პატაკი უნდა ჩაებარებინა; მისმა უფროსმა როგორ მიმიღო, თავის მხრივ ესაც ნახა, ჰოდა, ღირსად მცნო, ერთგვარი გულახდილობა გამოემჟღავნებინა - რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ანუ თავაზიანი უფრო იყო, ვიდრე გულახდილი, სწორედ ისე, როგორც ფრანგებს სჩვევიათ, მით უმეტეს, რომ უცხოელად შემიცნო. მაგრამ მის აზრებს კარგად ჩავწვდი. საუბარი სოციალისტ-რევოლუციონერებს შეეხებოდა, რომელთაც მაშინ, სხვათა შორის, დევნიდნენ. საუბრის მთავარ არსს გამოვტოვებ, მარტო დიდად ყურადსაღებ შენიშვნას გაუწყებთ, რომელიც იმ ბატონს უეცრად წამოსცდა: „ჩვენ, საკუთრივ, ამ ყველა ჯურის სოციალისტთა - ანარქისტთა, უღმერთოთა და რევოლუციონერთა - შიში არ გვაქვს, - თქვა მან, - თვალყურს ვადევნებთ და მათი გზა-კვალი ჩვენთვის ცნობილია. მაგრამ მათ შორის, თუმცა მცირედნი, რამდენადმე განსაკუთრებულნიც არიან: ღვთის მორწმუნენი და ქრისტიანნი, ამავდროულად სოციალისტები. ყველაზე უფრო მათი გვეშინია, ეს საშინელი ხალხია! სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია“. მისმა ნათქვამმა მაშინ განმაცვიფრა, მაგრამ ახლა თქვენთან, ბატონებო, ეს რატომღაც გამახსენდა...

----------

      საბოლოოდ, რომ შევჯერდე და ჩემი აზრიც დავაფიქსირო. ვფიქრობ, მთელს ამ დიდებულ ნარატივში, ამდენ არგუმენტში მთავარი პრობლემა მაინც შემდეგია: ახლა, ამ ცოდვილ დროში ...

ნახვა: 1802

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დოსტოევსკი, ეკლესია, საზოგადოება, სასამართლო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters