ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 30, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბერძნული ანბანის სიდიადე ვირუსსმა გაისიგრძეგანა - მსოფლიო კოვიდვირუსის ახალმა შტამმა დაზაფრა - ომიკრონი. ჩვენთან კი მიხეილ სააკაშვილის პროცესს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერ დანარჩენს. დღეს სასამართლოს დამნაშავე პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით მიმართა მოსახლეობას. დღე სულ მას მიეძღვნა და ასევე აზარტული თამაშების აკრზალვას. რაც შეეხება მოახლოებულ ზამთარს - საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეიძლება პირველ თოვლსაც შევესწროთ დღეს დედაქალაქში - სინიოპტიკოსები თოვლჭყაპს გვიწინასწარმეტყველებენ ამაღამ. ყინვისა და წვიმის პარალელურად აქციები არ წყდება და ახალ-ახალი ვარიანტები და ვერსიები იგეგება. პარალელურად, მსჯავრდებული პრეზიდენტყოფილის შიმშილის და მის გულშმატკივარ მოშიმშილეთა ამბები იყო აქტუალური. დოლარის ღირებულება - 3.1489 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღეს მსჯავრდებულ პრეზიდენტყოფილის სასამართლო გაიმართლა. მართალია, სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე, მსჯავრდებულ სააკაშვილს, პატიმრობა გაუუქმა, მაგრამ თავად სასამართლოს გადაწყვეტილება არავის აინტერესებდა - მთავარი იყო აქციები და ხმაური სასამართლოს თემაზე და სასამართლოს ირგვლივ. სააკაშვილი სასამართლოს არ „დაასწრეს“ და ამან ახალი აქციები გამოიწვია. დღეს პრემიერისა და მერები შეხვედრაც მოეწყო და მეინსტრიმული გამოდგა. დოლარის ღირებულება - 3.1523…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
რაც საქართველოში შემოიპარა, მას შემდეგ სულ აქტუალურია - ჯერ დაკავება, შემდეგ არჩევნები, შიმშილი და მოშიმშილეობაზე აქციები და მკურნალობის მოთხოვნები. გუშინ კი ციხიდან ციხეში გადაყვანის კადრები და ახალი მუხტი აქციებისთვის. დღის მთავარი თემა კვლავ მსჯავრდებული დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილია და ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსი და ახალი აცრა-წამახალისებელი აქციები ან შეზღუდვების მოლოდინები. დოლარის ღირებულება - 3.1571 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე ქვეყანაში გამარჯვებულ დამარცხებულს არკვევენ, კოვიდ სტატისტიკა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. დღის მთავარი ამბები სწორედ კოვიდს და არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა. ცხადია, აქტუალურობას არ კარგავს მოშიმშილე პატიმარი და მისი „განმათავისუფლებელი“ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიურად კომენტირებდნენ და განიხილავდნენ სასამართლოს საქმეს და პარლამენტიდან ოპოზიციის წასვლის თემებსაც. დოლარის ღირებულება - 3.1576 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 3, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არჩევნებით მცხოვრებ ქვეყანაში, მეორე ტური ხმაურიანად ჩატარდა - 20 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გამართულ არჩევნებში 19 - 1 ქართულმა ოცნებამ მოუგო ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი გამოხმაურებები მთლიანად ამ თემას უკავშირდებოდა და პარალელურად, საპატიმროში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 30, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეზღუდვები დაწესდა და აღსრულება 28 ნოემბრიდან დაიწყება. შეზღუდვები კი განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, თუმცა ქალაქები მაინც დააშორა ერთმანეთს. დღის მთავარი თემა პრემიერის გამოსვლა და დაწესებული შეზღუდვები იყო. ოპოზიციამ, ცხადია, არც დაწესებული შეზღუდვები მოიწონა და არც პარლამენტში შესვლაზეა თანახმა - ერთადერთი რასაც თანხმდება საბიუჯეტო დაფინანსებაა. კოვიდს რაც შეეხება - მთლიანი რიცხვები - 118690 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გასული კვირა 90 ათასის ფარგლებში დავასრულეთ - დღევანდელი მონაცემი კი 100 000-ს გასცდა - ცხადია, როგორც მიხვდით ეს კორონას ამბავია. დღის მთავარი თემა კლავ პანდემიამ ჩაიგდო ხელთ. ორდღიანი გამომზეურება წვიმით შეიცვლებაო ამბობენ და ხვალ და ზეგ, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კორონა ვირუსის ქართულ-მოქალაქეობრივი სტატისტიკა - 111818 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 92215, გარდაცვლილი - 1051, კარანტინში - 2102. დოლარი 3.3193 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 24, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საღამოს მთავარი ამბავია პომპეოს ვიზიტი საქართველოში, მაგრამ იქამდე კოვიდი ლიდერობდა - ახალი შეზღუდვები უკვე ძალიან ხშირად ანონსდება. დღეს ინფექციონისტებიც კი გაკარანტინდნენ. ოპოზიცია მდუმარე აქციებით ელოდებოდა პომპეოს და შემდეგ უკვე არჩევნებს, ამიტომ მათი სამოძრაო ორბიტაც საინტერესო ნიუსსტრიმს წარმოადგენს. კორონას ამბავი ასეთია - 85952 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 68929, გარდაცვლილი - 778, კარანტინში - 2797. დოლარი 3.3021…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნოემბრის შუაწელია და სინოპტიკოსები ამბობენ, თოვლჭყაპს უნდა ველოდოთო - ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან აცივდა - ფაქტობრივად აყინდა. ოპოზიცია იკრიბება და აპირებს სირცხვილის კორიდორების მოწყობას, თუმცა მათი ერთობა ამ საკითხში არ არის. ჯერ-ჯერობით არჩევნებს ისევ ველოდებით. დღურად კოვიდ გამოჯანმრთელებულებმა კი დღიურ დავირუსებულებს აჯობეს. რიცხვებში ქართული კოვიდი ასეთია - 82835 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 65291,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, ასიათასი მოწამის ხსენების დღეა - გილოცავთ! მეტეხის ხიდთან ამ დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა, თუმცა მნიშვნელოვნად ცოტა ხალხით. სამომავლოდ ხალხმრავლობებს რაც შეეხება, ამინდები სააქციო მზადყოფნას არ აპირებს, როგორც დააანონსეს სინოპტიკოსებმა 13-16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ცესკოში შეხვედრა იყო, თუმცა ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა ამიტომ დაანონსებული აქციები შედგება. რაც შეეხება კორონას - 73154 კოვიდ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის ერთ-ერთი კარგი ამბავი შეიძლებოდა გამოსულიყო დღევანდელს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს რომ მოეგო მაკედონიისთვის და ევროპის თასზე ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგამ 2020-მა არც ამით გაგვახარა. 69681 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 52169, გარდაცვლილი - 599, კარანტინში - 2506. დოლარი 3.2914 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
საქართველოში თითქოს სტაბილურობაა, სიმშვიდე იწყებს დავანებას, ამიტომ დღის ამბებში სომხეთის არეულობის და რუსეთისთვის გახსნილი დერეფანი ლიდერობს. ქართული სიმშვიდის დასტურია პომპეოს ვიზიტიც და საგანგებო მზადება დასახვედრად. ოპოზიცია ჯერ კიდევ ხმების გაყალბებასა და ოქმების გასაჩივრებაზე საუბრობს. კოვიდს რაც შეეხება - აქამდე უარი ლოქდაუნს, უკვე კითხვის ქვეშ დადგა - თენგიზ ცერცვაძემ ლოქდაუნი შეიძლება გამოსავალი იყოსო. ამის ფონზე, ქვეყანაში გვყავს -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მაისი 24, 2022.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
After Sten displays to you, Suak will tell you which armor piece you need to make. If you follow the instructions he requires you'll be awarded a bonus exp to reward you. Once Suak's requested armor piece changes, you can go to the anvil select that armor piece, and then continue your work.
To create Runescape Burial Armor, you'll require a hammer and iron, steel, mithril, the adamant, or rune. Smithing at level 30 is required as this is the minimum required to work with iron ingots.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 23, 2022.
საათი: 11:06pm
0 კომენტარი
2 მოწონება
პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.
გამოაქვეყნა Breezespring_მ.
თარიღი: მაისი 22, 2022.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
1 Like
Duncan was a formidable player on the court. He earned the reputation of being a clutch player, as evident by his three NBA Finals MVP awards. Duncan would often not keep his best performances for the play-offs - his post-season performance was always more impressive than his regular season stats.
The in-game scores reflect this, including 95 Rebounding and 98 Defensive Consistency as well as an IQ of 98 in Shots to mention some. Unrated or not Duncan was the man to beat. Although he…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 21, 2022.
საათი: 11:04pm
0 კომენტარი
1 Like
„იგრძენით თქვენს ტანზე პეპლები“ ასეთია ესპანური დამოდელო ფირმის ახალი კოლექციის სლოგანი. Bibian Blue ბარსელონაში, უნიკალური კაბების კოლექციას ქმნის, კაბის მთელი იდეა ისეთია, თითქოს ისინი აწყობილია პეპლის ნაზი ფრთების სხვადასხვა ნაწილებით. მთლიანი ზედაპირის დიზაინი პეპლის სხვადასხვა სახეობებს მიბაძავით არის შექმნილი. ტანზე შეიძლება მოირგოთ მონარქი თავისი ნათელი ნარინჯისფერი ფერებით, ასევე მინდვრის პეპლები და მრავალი სხვა. პატარ-პატარა…
© 2022 George.
•