საღამოს მთავარი ამბავია პომპეოს ვიზიტი საქართველოში, მაგრამ იქამდე კოვიდი ლიდერობდა - ახალი შეზღუდვები უკვე ძალიან ხშირად ანონსდება. დღეს ინფექციონისტებიც კი გაკარანტინდნენ. ოპოზიცია მდუმარე აქციებით ელოდებოდა პომპეოს და შემდეგ უკვე არჩევნებს, ამიტომ მათი სამოძრაო ორბიტაც საინტერესო ნიუსსტრიმს წარმოადგენს. კორონას ამბავი ასეთია - 85952 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 68929, გარდაცვლილი - 778, კარანტინში - 2797. დოლარი 3.3021 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევიდან 1202 - თბილისში, 469 - აჭარაში, 302 - იმერეთში დაფიქსირდა. 45 პაციენტი გარდაიცვალა. ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავს. ექსპერტთა ჯგუფი - ანტიეპიდემიური ღონისძიებები არასაკმარისია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება. ლევან კობერიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების" პარტიულ დღის წესრიგს. აკაკი ზოიძე - უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა - რასაც ვხედავთ შემთხვევების მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „აზიის განვითარების ბანკმა“ წევრებისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბიძინა კულუმბეგოვი - ექიმების ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. მაია ბუწაშვილი - მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში კოვიდ 19-ის ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 12-ის მდგომარეობა მძიმეა. თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაატა იმნაძე - ახლა, რომ „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს. ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

      პომპეო საქართველოშია - მაიკ პომპეო - აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. ვახტანგ მახარობლიშვილი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს. გიგა ბოკერია - პომპეო კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ - ესაა ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს. ნათია თურნავა - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია. საბა ბუაძე - ჩვენი გზავნილი მაიკ პომპეოს მიმართ არის ერთიანი და გულისხმობს იმას, რომ ქართველი საზოგადოება არ შეეგუება ივანიშვილის და ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიტაცებას. სოზარ სუბარი - როგორც არ უნდა შეფუთონ, სურათი მკაფიოა - ოპოზიცია მიტინგს უწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი თანამდებობის პირს. მიხეილ ჩხენკელი - დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მაიკ პომპეო - აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. იან კელი - პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა. დავით ბაქრაძე - დარწმუნებულები ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე. დავით ზალკალიანი - საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი. აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე.

      ოპოზიციის ორბიტა - „ნაცმოძრაობის“ წევრი - 21 ნოემბერს, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ძალაში რჩება. გიგა ბოკერია - ბოლო 4 წელიწადში ქართველი ერი ბიულეტენების მოპარვის „ფანი“ გახდა. ტიტე აროშიძე - უზნეო და უსირცხვილო პარტია “სირცხვილის კორიდორს” ვერ მოაწყობს. გიგი უგულავა - კობახიძის ნაპრუტუნალი მოწვევა დებატებზე რეალურად ფარისევლობაა - შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ. ბრიყვი კალაძე ხალხს ეუბნება, რომ ეგენი ჩუმად იღებენ მეორე ტურში მონაწილეობასო - როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? თუ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, გამოდით ხვალ და ერთად დავაფიქსიროთ მდუმარე პროტესტი. ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას" დებატები რომ სდომოდა, წინასაარჩევნო კამპანია დებატების გარეშე არ ჩაივლიდა. საბა ბუაძე - „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა, დაპირისპირებული მხარეების დაახლოება დაიწყოს, წულუკიანისნაირი ავი, გაბოროტებული პოლიტიკური ელემენტების გამოყვანას და ყეფას თავი უნდა დაანებოს. დავით ჭიჭინაძე - გამყალბებელი „ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, მთელი ოპოზიციური სპექტრი არის და იქნება ერთიანი. გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ან ნებისმიერ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ზაალ უდუმაშვილი - ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის - არც ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. კარლ ჰარცელი - გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. სოზარ სუბარი - მთელი ოპოზიციური სპექტრი სააკაშვილის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და ვერ თავისუფლდებიან - სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციის ლიდერად იქცეს, ტყვეობაში ამყოფებს, აბულინგებს. ერთია, რას ამბობენ და მეორეა, რას აკეთებენ - „ნაციონალების“ აგიტატორები მუშაობენ, რომ მათი მხარდამჭერები მეორე ტურზე მივიდნენ. დავით უსუფაშვილი - ახალი არჩევნების თაობაზე შეთანხმების მიღწევა არის ის გზა, რომელზეც შეგვიძლია, ერთად გავიაროთ. ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე - რატომაა გატრუნული? - დებატებში გიწვევთო და დამალულია, სადღაც სოროში.

      ევროსაბჭოს შეფასებები - ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობის დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვს.

      National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.

      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 442 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში აცხადებენ, რომ ციმბირში კორონავირუსის მუტირებული ვერსია გამოჩნდა. ანგელა მერკელი - სოციალური ცხოვრების შეზღუდვა სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ რეანიმაციულ განყოფილებებში ყველა ადგილის შევსებამდე მოცდა, დაუშვებელია. ირანში კორონავირუსის 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

      ილჰამ ალიევი - შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი შეუძლებელია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 85

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters