ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევიდან 1318 - თბილისში, 469 - აჭარაში, 562 - იმერეთში დაფიქსირდა. 37 ადამიანი გარდაიცვალა. ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სისტემა წკიპზეა - ასეთ დატვირთვას, მაქსიმუმ ორი კვირა და ვეღარ გაუძლებს. პრემიერ-მინისტრი კლინიკურ ჯგუფს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ, ვერცერთი ქვეყანა.

      პომპეოს ვიზიტის პოზიციური მხარე - პომპეო ჩამოვიდა და წავიდა - წერდნენ რომ საქართველოს ჩამოუქროლაო. გიორგი გახარია მაიკ პომპეოს შეხვდა. ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს - მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება. საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო რჩება აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მაიკ პომპეომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე. კურტ ვოლკერი - საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა. დავით ზალკალიანი - ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება - მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას. კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ამერიკის წამყვანი როლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის პერიოდის ახალი ტემპით წარმართვა. მაიკ პომპეოს ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საელჩო - მაიკ პომპეომ და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით. დავით ბაქრაძე - ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების გზით სვლაში აშშ მთავარი დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორია. დავით ზალკალიანი კითხვაზე, პომპეოსთან შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი არჩევნებზე - მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა - ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ძირითადი ფოკუსი სასამართლოზე იყო. საელჩო - მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. ნინო ევგენიძის განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი - პომპეოსთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის სახელი, როგორც არაფორმალური მმართველის, რამდენჯერმე გაჟღერდა. სოფო ასათიანი - პომპეოსთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე და კლანზე, რომელიც სასამართლოს ყველა ინსტანციას აკონტროლებს. სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არაჩვეულებრივი პარტნიორია, ის, რისი ხაზგასმაც სახელმწიფო მდივანს სურს, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. მაიკ პომპეო - საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია. გიორგი გახარია მაიკ პომპეოს - ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. მაიკ პომპეო გიორგი გახარიას - ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დავინახეთ, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა - მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში. მაიკ პომპეო - გიორგი გახარიასთან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ. მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

      მოწოდებითი ამბავი - მარინა კალიურანდი - ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და პარლამენტში საკუთარი მანდატები მიიღონ

      პომპეოს ვიზიტის ოპოზიციური მხარე - გიგი უგულავა - მთელ მსოფლიოს, მათ შორის მაიკ პომპეოს ვუგზავნით გზავნილს, რომ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას. დავით კირკიტაძე - მაიკ პომპეოს ალბათ, ეტყვიან, რომ ანაკლიის პორტი დაამთავრეს და არჩევნები არნახულად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რომან გოცირიძე - აქციის გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება. დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთპარტიული ხელისუფლება გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მე, სულ რომ რუსთაველის გამზირზე ვიდგე მომდევნო 3-4 წელი. დავით ბაქრაძე - გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები - ჩვენი აქციის გზავნილია მადლიერების გამოხატვა აშშ-ს მიმართ და გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება. ნიკა მელია - ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება. კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს. გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ელენე ხოშტარია - პომპეოს კარგად ესმის დემოკრატიის არსი, რომ მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია საამაყოა ნებისმიერი ქვეყნისთვის. დავით ბაქრაძე - ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა. ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით. საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ნინო ბურჯანაძე - დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული. ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს წააართვეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება. Reuters – მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, თბილისში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც „ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავთ - არათუ გონივრულს, საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს. გიორგი ვაშაძე - ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ, მოვისმენთ რას გვეტყვიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ბადრი ჯაფარიძე - ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა, როგორც ყოველთვის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, მოვახერხებთ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული მუშაობა - ვისაუბრებთ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც კრიზისი შექმნა. გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი - არაფერი შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - ავტორიტარულ რეჟიმებს წაყრუება ახასიათებთ ხოლმე, ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა ეს გზავნილი გაიგოს. ირმა ინაშვილი - სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს. ბადრი ჯაფარიძე - დებატების ოპოზიციას არ ეშინია, მათ უნდა ეშინოდეთ იმ სიმართლის, რომელიც სწორედ იმ ფაქტებშია, რაც დადგენილია. გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება მათი დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. გიორგი ვაშაძე - მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მთავარი გასაღები მათ ხელშია. ზურაბ ჯაფარიძე - შემოთავაზება იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ალეკო ელისაშვილი - გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება და მათ ეს წარმოუდგენიათ მშვიდად და წყნარად. დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს, ოღონდ მშვიდობიანი გამოსავალი გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე ვერ იქნება - სტაბილურობისკენ გზა ახალ არჩევნებზე გადის.

      ესტონეთთან ფრე - როგორც ჩანს ესტონეთიც დაუძლეველია და ამიტომ დასრულად 0:0 - ლევან კობიაშვილი - 12 ნოემბრის მარცხი ურთულესი აღსაქმელი იყო - დღეს შემდეგი თამაშის დღეა, მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ნაკრების წარმატების.

      მეგაბაიტების დაპირება - ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე - საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი გეგმაა, 2025 წლისთვის, იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს.

      ევრობაზარი - გიორგი პერტაია - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება ქართული კომპანიებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსს კიდევ 256 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. რუსეთში კორონავირუსის 20 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 456 პაციენტი გარდაიცვალა. ტოკიოში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 493 ახალი შემთხვევა.

      ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ერევანში ოპოზიციისა და ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა აქციები იმართება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 130

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters