შემოდგომა, ეხლა დავაკვირდი რა ლამაზი სიტყვაა, "შემო–დგომა". იცი, მე დღეს ფოთლებს ვაგროვებდი, ვტკბებოდი ბოტანიკურ ბაღში ფოთოლთა შრიალით და ჩანჩქერის ლამაზი ხედით, ძალიან ლამაზია ირგვლივ ყველაფერი. იცი? დღეს მზე ცდილობდა გაეცოცხლებინა ბუნება, მაგრამ უშედეგოდ, დღის ბოლოს ღრუბელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი საყვარელი წვიმა წამოვიდა... :) მიყვარს შემოდგომა, ულამაზესი დროა. მიყვარს იმიტომ რომ ლამაზია, ფერადია, ყვითლი, წითელი ფოთლებით ივსება ქუჩები, მე მიზიდავს ობლად ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლების სილამაზე, ამ დროს მახსენდება ჩემი სოფელი, ჩემი ახალგორი, სადაც შემოდგომა ძალიან ლამაზი იყო, თითქოს იქ ფოთლებიც სხვა ფერის იყო და შემოდგომასაც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. მახსენდება სულ პატარა რომ ვიყავი და პაპა წამიყვანდა ლამაზი ფოთლების შესაგროვებლად, (დღესაც ხომ იგივე გავკეთე, ორი განსხვავებით, მარტო წავედი ფერადი ფოთლების შესაგროვებლად და ახალგორის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში). მაგრამ, ახლა სულ სხვა რამ არის ჩემთვის შემოდგომა, რაღაც უფრო მეტად რომანტიკული, გაცილებით დიდებული, ვიდრე ოდესმე... როცა, სულ მარტო გადიხარ ცისარტყელასავით ფერად გარემოში, უფრო მეტი მელანქოლიურობა გეფინება. და აი, ამ დროს კი ხვდები, რომ ვიღაც გიყვარს, ვიღაც არარსებული და მზად ხარ მთელი ცხოვრება დაელოდო მას, თუმცა იმას კი ვერ ხვდები, რომ ის სულ მთლად ახლოსა შენთან. ის გიგზავნის ნაზ სიოს რომ მოგეფეროს, გიგზავნის უამრავ ყვითელ ფოთოლს, რადგან ყვითელი სულიერების ფერია, მეოცნებეა და ფანტაზიორი. ეს შემოდგომის სურნელია, მისი რომანტიკა და დიდებულება! აი, მოგიყევი ჩემი შემოდგომა, შენ როდის მომიყვები შენ შემოდგომას? როდის მოვა "ჩვენი" შემოდგომები? მაშინ უფრო ბევრი მექნება სათქმელი, გეტყვი როგორ გიყვებოდი ხოლმე ჩემს ფიქრებში ყველა წვრილმანს, მერე ერთად გავატარებთ შემოდგომებს, ერთად შევაგროვებთ ყვითელ ფოთლებს, ერთად ვიცინებთ და ვიგიჟებთ... ველოდები "ჩვენ შემოდგომებს!

რუსკა მორბედი!

ნახვა: 361

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ნოემბერი, რუსკა, შემოდგომა

ლაშა: ივნისი 26, 2013||12:03am

მე მჯერა - მალე დადგება თქვენი შემოდგომა :) 

რუსუდან ქსნისპირელი: ივნისი 27, 2013||1:17am

ლაშა :) მეც მჯეროდა :)

ლაშა: ივნისი 27, 2013||1:23am

ჯერ ყველაფერი არ არის გვიანი :) 

რუსუდან ქსნისპირელი: ივნისი 27, 2013||9:21am

რა გამამხნევებელი სიტყვებია :) :) მადლობა :)

ნათი მორბედაძე: ივნისი 28, 2013||1:03am

kargi iyo ruskaa. ragaceebi gamaxsenda da nostalgia momawvaa, gamaxsenda axalgoris shemodgoma da yvelaperi is rac iyo. wamierad gamirbina tvalwin iqaurma shemodgomam da imasac avgnishnav rom is shemodgoma agr aris axalgorshi. exla  upro muq bnel perebshia da dzalian nagvliani, vegar amxnevebs da ver xdis mraval perovans chrelachrula potlebis silamaze.titqos marto shemodgoma ki ara sulic amoacales :( :(


ლაშა: ივნისი 28, 2013||11:26am

ნათ :(((( :'( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters