გასული კვირა 90 ათასის ფარგლებში დავასრულეთ - დღევანდელი მონაცემი კი 100 000-ს გასცდა - ცხადია, როგორც მიხვდით ეს კორონას ამბავია. დღის მთავარი თემა კლავ პანდემიამ ჩაიგდო ხელთ. ორდღიანი გამომზეურება წვიმით შეიცვლებაო ამბობენ და ხვალ და ზეგ, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კორონა ვირუსის ქართულ-მოქალაქეობრივი სტატისტიკა - 111818 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 92215, გარდაცვლილი - 1051, კარანტინში - 2102. დოლარი 3.3193 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევიდან 1504 - თბილისში, 576 - აჭარაში, 212 - იმერეთში დაფიქსირდა. 39 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 413 პირი იმყოფება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის 7363 საწოლია მობილიზებული, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952. როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას. ამირან გამყრელიძე - დღევანდელი 3128 შემთხვევა ნუ დაგვამშვიდებს, კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და კიდევ გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა. გივი მიქანაძე - ოპოზიციის მიერ გამართულმა აქციებმა კოვიდ ვითარებაზე გავლენა იქონია. მაია ცქიტიშვილი - სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, რაც გვაძლევს მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. გია ხუხაშვილი - პანდემიის მართვაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ფიქრია ჩიხრაძე - ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოების წინაშე გამოსვლას ვეღარ უნდა ბედავდეს და უპირობოდ მიდიოდეს თანამდებობიდან. ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი - ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს. კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი - შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება „დარჩით სახლში!“ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს. პაატა იმნაძე - შეზღუდვებზე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ, გადაწყვეტილება ალბათ ხვალ გამოცხადდება. ჩვენი გათვლებით, დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც გვყავს.
ოპოზიციური ერთობა - პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. ზაალ უდუმაშვილი - გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები, თუ ჩიხში შევა. ჩვენ დღეს გვაქვს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და გვყავს ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად უპატრონოდ არიან დარჩენილები. გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული - მთავარია, ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ. გიგი უგულავა - არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას - კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება, ენის მოჩლექვა და „გაპრავება“ არ არის. ლევან თარხნიშვილი - პირველ და მეორე რაუნდში ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებებით მოვიდა, ახლა საერთოდ გაჩუმებულია. ელენე ხოშტარია - ოპოზიციის პოზიცია მყარია და ილუზია ნურავის ექნება, რომ ამას დაარღვევენ. ზაალ უდუმაშვილი - მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ, აქციები კი ღია სივრცეში იმართებოდა და რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, ამის არავის სჯერა. ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“, „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ბლოკის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ძლიერი ზღვა - აშშ-ს საელჩო - აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა.
ექსპორტები - 2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 10 848 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული. გატანილია - 1928 ტონა მანდარინი.
დაკვირვება სასამართლოს - სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე, ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს დააკვირდება.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - აშშ-ში გასულ კვირაში კორონავირუსით 144 000-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 491 პაციენტი გარდაიცვალა. მედია - რუსულმა ვაქცინამ 95%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ირანში კორონავირუსის 13 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 483 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა.
ძმა ალიევი - ილჰამ ალიევი - თურქეთმა და ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია.
ჩინეთის საგარეო უწყება რომის პაპის მიერ უიღურების შესახებ გაკეთებულ განცხადებას „უსაფუძვლო ბრალდებად“ აფასებს.
გამდიდრებული მასკი - ილონ მასკმა ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია