დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2021 წელი. 11:03pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2021 წელი. 10:30pm —
3 კომენტარი
________________
როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2021 წელი. 10:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა მრავალთათვის მთავარი პიროვნება ხარ სამმართველოში, წასვლა და მოსვლა მარტივი არ არის. ბიძინას წავსლის მეორე სერია, წასვლიდან მეორე დღესაც აქტუალური იყო, დატოვებული კობახიძეც კი მრავალთა განხილის მიზეზი გახდა. დღეს აქტუალური იყო პროკურატურაც და მთავარი პროკურორი შოთაძეც. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 241637, გუშინ დილის შემდეგ - 1857; გამოჯანმრთელებული - 227208, ბოლო 24 საათში - 993; გარდაცვლილი - 2820, გუშინ დილის შემდეგ -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისეთი მასშტაბური გამოდგა ერთი კაცის პოლიტიკიდან წასვლა, მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში გააქტუალურებული ეპისტოლარული ჟანრის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, საკუთარი საქმიანობა შეაფასა, იამაყა და პოლიტიკიდანაც წავიდა. მერე, მთელი დღე, პოზიციაცა და ოპოზიციაც მის წასვლაზე საუბრობდა, ვინ აქებდა, ვინ აძაგებდა, ვინ ზეიმობდა და ვინ გამარჯვებად სახავდა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ამ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2021 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
შობას გილოცავთ მოგვიანებით! მრავალს დაესწარით შობის სიხარულით. შობის ღამის მთავარი ამბავი ამერიკიდან ისმოდა, როცა ჩვენთან ქრისტეს დაბადებას ზეიმობდნენ, ამერიკელები დემოკრატიის სიკვდილზე საუბრობდნენ - კაპიტოლიუმში „დივერგენტები“ თუ არა, ტრამპის მხარდამჭერები კი შეიჭრნენ. დღესაც ამერიკის ქართული განხილვები იყო დღის მთავარი თემა, ასევე კორონა მდივან-რეფერენტის ორგანიზმში და ცეცხლი დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2021 წელი. 11:30pm —
4 კომენტარი
________________
და აი ისიც, ოპოზიცია გამოჩნდა პარლამენტში. მართალია მხოლოდ 4 დეპუტატით, რომელიც იძახის არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ დასაწყისისთვის 4 დეპუტატი ცოტა არ არის. ოთხივე პატრიოტთა ალიანსიდან არის. დღის მთავარი თემა, სწორედ ოპოზიციის ამბები იყო. მეორე მთავარი თემა კორონა და ამნისტიის კანონი. რაც შეეხება კოვიდ ამბებს - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 232079, ბოლო 24 საათში - 2316; გამოჯანმრთელებული - 222787, ბოლო 24 საათში - 382; გარდაცვლილი - 2646, ბოლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2021 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გილოცავთ ახალ წელს! ვინ თუ არა, ქველინიუსი ნამდვილად გისურვებთ კარგი ამბების, კეთილი სიახლეების, სიხარულით სავსე ნიუსების წელს. ჯერ კიდევ საახალწლო ორომტრიალია, ამიტომ განსაკუთრებული დღის ნიუსები არ გვაქვს - მხოლოდ პატრიოტები დაწინაურდნენ როგორც პარლამენტში შესვლის მსურველები. ალბათ, არ გაგიკვირდებათ - კორონა ვირუსი 2021 წელსაც გადმოგვყვა - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 229763, ბოლო 24 საათში - 594; გამოჯანმრთელებული - 222405, ბოლო 24 საათში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2021 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თითქოს, წელი მიწიურა და პოლიტიკისთვის აღარავის სცალიაო, ასეთი ამბები დღის ნიუსებში. ამნისტიის პროექტი ცოტა გაახმაურა ხუნდაძემ, როცა ოჯახური ძალადობის საქმეების გადახედვა მოითხოვა. ძირითადი ამბავი მაინც ოპოზიციის მომავალი იყო და ასეე შემრიგებელი მინისტრის სამომავლო გეგმები. კოვიდიკა - 225893 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 210445, გარდაცვლილი - 2481, კარანტინში - 389. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2766 ლარი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტარიფები იანვრიდან იზრდება. ამჯერად მხოლოდ ელ. ენერგია და წყალი გაძვირდება, მომავალში ვნახოთ სხვა გაძვირებებიც თუ გველის. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს ახალი ტარიფები იყო და ამასთანავე ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი. ბიუჯეტიც დამტკიცდა და სემეკმა ტარიფებიც დაადგინა და მომდევნო 3 წელი არც შეიცვლებაო დღეს ასე ამბობენ. ეპიდემიოლოგები კორონას ახალ შტამს უკირკიტებენ, ჩვენთანაც ხომ არ არისო. ისე კი ასეთი კოვიდსტატისტიკა გვაქვს - 224155 დადასტურებული,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2020 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
წინასაახალწლო კვირაც დაიწყო, დეკემბრის ბოლო ორშაბათს ახალი კლინიკისა და ქარხნის გახსნის ამბავი იყო დომინანტი, ასევე კორონას შემცირების სტატისტიკა და უკეთესი მომავლის იმედი, თუმცა ამ მომავალში არ არის ერთი რთული რეალობაც - ელექტრო ენერგიის ფასი გარდაუვლად გაიზრდებაო, ამბობს ენერგო პრო ჯორჯია. ოპოზიციაში ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ გუნდს შექმნის - ესეც ახალი ამბავია. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 206313,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
დღის მთავარი ამბავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა, ხოლო პრეზიდენტმა გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრ გახარიას ყველაფერზე საუბარი იყო და ამ საუბრის გამოხაურებები. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი - 2233, კარანტინში - 455. რაც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
უამინდობამ თავისი შედეგი გამოიღო - სიახლეები, აქტიურობა და გაწი-გამიშვი შემცირდა. დღის მთავარი ამბავი პრემიერის საპარლამენტო, ოცნებისთვის გამართული გამოსვლა გახლდათ და მისდამი გამოხმაურებები. ასევე, დღეს პარლამენტმა უპარლამენტო ოპოზიციისთვის დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. რაც უფრო დიდხანს იქნება შეზღუდვები, მით უფრო გართულდება ცხოვრებაო, ამბობენ. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2020 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
მოთოვს, წელს აუცილებლად მოთოვს გულიანადო, ამბობენ სინოპტიკოსები და ამ თოვლიანობას ხვალიდან გვპირდებიან, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. დღეს კი ოთხი მინისტრის გამოსვლა იყო მთავარი თემა. კოვიდსტატისტიკა - 212526 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 188408, გარდაცვლილი - 2182, კარანტინში - 470. რაც შეეხება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თამამად შეგვიძლია დღევანდელ დღეს ვუწუდოთ ხუთი მინისტრისა და ოპოზიციის შებოჭვის დღე. პირველნი საკუთარ გეგმებს წარადგენდნენ პარლამენტში, ხოლო მეორენი ჯერ პარლამენტის გარეთ აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პარლამენტარებისგან დაწესებულ შეზღუდვების, ფინანსების მიუღებლობას და ულიდერობას უჩიოდნენ. კოვიდთან ბრძოლა აცრებით იწყება და ამ სიაში საქართველოც ხვდება. ვირუსის სტატისტიკა კი ასეთია პირველი ინფიცირბეულიდან დღემდე - 209462, დადასტურებული, აქედან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
გუშინ რომ საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე და მერე მთელი ქალაქი კიდევ ერთხელ და სრულყოფილად გაბრდღვიალდა, ის განათებები მხოლოდ საღამოს 9 საათმდე იქნება და მორჩაო - მერე გამოირთვება. დღეს, შსს მინისტრის წლიური ანგარიში იყო მთავარი ამბავი, ასევე ოპოზიციის დაანონსებული აქციები და ლეგიტიმური რევოლუცია და მთავრობის უცვლელი ახალი კაბინეტი. ქართული კოვიდ სტატისტიკა - 204003, დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 171526, გარდაცვლილი - 2002, კარანტინში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
დღეს ბარბარობაა - გილოცავთ! დღესასწაულს არ ეხება, მაგრამ მოლოდინები გამართლდა და არ შემეძლო ამ ანონსით არ დამეწყო დღევანდელი ქველინიუსი - 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, ქვეყანაში იქნება ორი გირჩი - ეს განცხადება ეკუთვნის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კიდევ ერთი არამთავარი ამბავი დღეს - მთავარი ნაძვის ხე აინთო და კალაძემ მოიბოდიშა - მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ დღეს აქ არ ხართ. დღის მთავარი ამბავი კი კობახიძის ინიციატივაა ოპოზიციის სავალალოდ -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენადაც სახლების ნგრევის ამბავი გახდა ინტერნეტ-ვირუსული, ასევე გავირუსდა იმ ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილისთვის სახლის ჩუქების ამბავიც - კალაძემ, გვიან ღამით, იფიქრა და ოჯახს სახლი აჩუქა. დღეს აქციები ისევ იყო მერიასთან, სამგორის თვითმართველობასთან და მცირე შეხლა-შემოხლებიც. დღის მთავარი ამბავის სტატუსი ასევე სოფლისა და ეკონომიკის თითქმისმინისტრების გამოსვლებმაც დაიმსახურეს. თუმცა ამნისტია ერთ-ერთ მთავარ განსახილველად ჩანს. კოვიდის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სინოპტიკოსები კარგს არაფერს ამბობენ მომავლის ამინდებზე, პირიქით, საქართველოში ამინდი გაუარესდებაო გვეუბნებიან, თუმცა თოვლი არა - უფრო წვიმა, მეტწილად. დღეს კი მთავარი ამბავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სხვადასხვა უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის გარშემო არეულობა, დაპირისპირება, დაპატიმრებები, ავადმყოფობები იყო. ასევე ვაშაძის საოცარი წასვლა ენმ-ს რიგებიდან. კოვიდი ჯერ კიდევ საომარია - სტატისტიკა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი რომ დადგა, ცის ფერის ცვალებაზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი ცნობილი ქართული სიმღერის მსგავსად, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება კი სახეზეა - გაყალბებული არჩევნები არც ისე გაყალბებული ყოფილა, თუმცა კარუსელებზე ჯერ კიდევ საუბრობენ. მთავარი ამბავი ისევ პარლამენტში შესვლა-არ შესვლას შეეხებოდა და ულტიმატუმებს და სიმტკიცეს ქუჩაში დგომით. პარალელურად პარლამენტი გახარიას გააპრემიერებს და ის კი მთავრობას დააკომპლექტებს. კოვიდ პროგნოზები საშიშად ისმის,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2020 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
© 2021 George.
•