Giorgi'ს ბლოგი || "qwellynews" (947)

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2024 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დეპუტატობა კვოტირებით, სამართალი სანქციებით, უმუშევრობა სიღარიბით და ომბუდსმენი ანგარიშით

აპრილი თბილი დღეები მიეწყო და რა უცნაურია, რომ დღეს საგანგებო სამსახურმა დააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - 3 და 4 აპრილს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ყურადღებით იყავითო, ზღვაზე შტორმიაო და ა.შ. დღეს ძალიან საქმიანი დღე გამოდგა - პარლამენტი გენდერულ კვოტირებასა და ქალი დეპუტატების თანაბარრაოდენობრიობაზე საუბრობდა, ოპოზიცია სიღარიბეზე, ომბუდსმენი წლის შეჯამებით გამოვიდა, ხოლო მმართველი გუნდი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ემიგრანტი ელექტორატი

მარტის ბოლო მზიანია - შეგვიძლია ბოლო დღეების აქტუალურ მოტივზე წავიმღეროთ - კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი შენარჩუნდებაო. ქვეყანაში კი არჩევნების წელს, როგორც ყოველთვის, აქტუალურია არჩევნები - ისევ საარჩევნო ბარიერები, კონსტიტუციური ცვლილებები, საარჩევნო სამზადისები, გაყალბებისა თუ გაუყალბებლობის მექანიზმები და ა.შ. ამჯერად, ემიგრანტი ქართველების ჩართულობა იყო მეინსტრიმული. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნდობაგამოცხადებული მთავრობა ირაკლი კობახიძის მეთაურობით

დღეს სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, გუშინ ვაჟა აზარაშვილი. დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი კვლავაც პარლამენტიდან ისმოდა, სადაც ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუსმინეს და როგორც ადვილად წარმოადგენილი იყო, ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლესობიდან წასულმა პარტიებმა და ოპოზიციონერებმა. გვიან საღამოს დასრულდა ეს ამბავი, ამიტომ მთელი დღის ნიუსრუმი ახალ მთავარობას დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პრეზიდენტის ბოლო ანგარიში და ძველი მინისტრები ახალ უფროსთან

დღეს პრეზიდენტის დღე იყო. ალბათ უფრო სენტიმენტალურ გამოსვლას ველოდებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრული და მომზადებული იყო ქალბატონი პრეზიდენტი დღევანდლეი გამოსვლისთვის. ეს მისი ბოლო წლიური ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. შესაბამისად დღის მთავარი თემა სწორედ ის და მისი ინიციატივა იყო - ერთი პარტიის შექმნის. ასევე ოთხ მინისტრსაც მოუსმინეს პარლამენტარებმა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თითქმის მინისტრების მოსმენა

ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

როგორ შენდება ევროპული საქართველო? - მთავარობამ იცის

წვიმიანი დღეებით იწყება თებერვლის პირველი კვირა - 6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქის გადაიღალნენ კვირის ბოლოს და განსაკუთრებული სიახლეები და ახალი ამბები არ გვქონია, მაგრამ სამომვალო გეგმა მაინც ცნობილია - მთავრობა პროგრამა წარადგინა სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ირაკლის გადანაცვლებით მინისტრები არ იცვლებაო - ახალი პრემიერის მოლოდინში

სანამ თებერვალი ისე მოიკრებს ძალას რომ ხეში ან ხევებში წყალი ჩააყენოს, იქამდე ქვეყანაში სამთავრობო დიდი ცვლილებებია წარმოდგენილი - პრემიერი წავიდა და მის ნაცვლად ახალი პრემიერი წარსდგა, ერთი ირაკლი, მეორე ირაკლიმ შეცვალა. პირველი თებერვალი იღბლიანი აღმოჩნდა მგოსნის გამზირისთვისაც - მართალია რეაბილიტაციის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა, ძალიან შორს, მაგრამ მოძრაობა ორმხრივად აღსდგა წერეთელზე და ესეც კი ეზეიმება…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2024 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სულ მდიდარი პრემიერი, ლავროვის განცხადება და პრეზიდენტის ვოიაჟები

შემოდგომის პირველი თვეც იწურება და ჯერ კიდევ ფარცხალაძის და პრეზიდენტის მოგზაურობების თემებია აქტუალური. ევროკავშირისგან ველოდებით რამეს, მაგრამ თან წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ თუ სტატუსი ან რაიმე მსგავსი არ გვექნება, ეს უსამართლობაა და უფრო მეტად არ მოგვეწონება ევროპა, ვიდრე აქამდე არ მოგვწონდა. პრემიერმა მდიდარი ვიყავი ყოველთვის და რა გიკვრით ჩარტერით რომ დავფრინავო. ლავროვმა ჩვენ ღარიბაშვილთან დავალაგეთ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გადატრიალების მომლოდინე სუსი, პრემიერი ამერიკაში და ფარცხალაძის ფენომენი?!

ჯერ კიდევ წვიმებია ბევრი, ყოველშემთხვევაში, ხვალ და ზეგ, აღმოსავლეთში იწვიმებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი გვექნებაო სინოპტიკოსებმა. სამაგიეროდ პოლიტიკურად აქტიური შემოდგომის ქარმა დაუბერა თბილისში, კერძოდ, შუშებიანი შენობიდან გაავრცელეს რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება წლის ბოლოს. დღის მთავარი ამბავიც ეგ იყო. ასევე ფარცხალაძის სანქციების თემაც კიდევ აქტიურობს, პრეზიდენტიც…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სანქციები ფარცხალაძეს, ახალი სასწავლო წელი და მრავალმილიონიანი შემწყნარებლობა

დღეს სწავლა დაიწყო თუ განახლდა, როგორც უნდა ითქვას ან იკითხებოდეს, თქვენ ისე წაიკითხეთ. ფაქტია, მოსწავლე-ახალგაზრდობა სასწავლო გარემოში დაბრუნდა და ცხადია, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ესეც იყო, მით უფრო რომ პერმიერმა 30K სტუდენტს „ვალები გადაუხადა“. სხვა არანაკლებ თუ უფრო მნიშვნელვანი ამბავი იყო ფარცხალაძის ამერიკული სანქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6333 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იმპიჩმენტით შეუშინებელი, მამის ფულით გადაფრენილი, ნაცობის საფუძვლებს მოკლებული და ბაზებით დამშვიდებული

დღეიდან რომ გამოდარებას ველოდით, ბუნებამ არც მასეა საქმეო და ახლა სინოპტიკოსებმა ცოტა შეცვალეს პირვანდელი ჩვენება - 13-15 სექტემბრის პერიოდში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდებაო. ამინდი აირია პოლიტიკაშიც - ნაცები ვერ გამორკვეულან ნაცობის საფუძვლებში და ღირებულებებში, ქოცები ვერ გამორკვეულან პრემიერი დაიცვან თუ პრემიერის მამა, პრეზიდენტი იმპიჩმენტს ელოდება და არსაიდან გაჩნდა ამერიკის ბაზების საქართველოში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროტურნე იმპიჩმენტის პარალელურად, არეული ნაცები და რუსული დახვედრა ბლინკენს

მომდევნო სამი დღე შეიძლება წვიმიანი იყოს ან შიგადაშიგ წვიმიანი მაინცო, სინოპტიკოსებმა. პარალელურად ქალბატონი პრეიზდენტი მშობლიურადსაყვარელ საფრანგეთში მაკრონს შეხვდა, აქეთ ნაცებში გაურკვევლობაა და იქით ოცნება თავის მოწონებულ პრეზიდენტს აიმპიჩმენტებს. კალაძე თბილისის „მიხედვას“ განაგრძობს. ცესკოსთვის პარლამენტში კიდევ ახალ რეგულაციებს იღებენ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტმა დაისვენა და ამუშავდა, ბორელიც ჩამოვა

ესეც ეშხში შესული შემოდგომა - ჯერ ერთი რომ ქალაქში საცობები ძველებური სიდიადით დაბრუნდა და ასე ყოველნაბიჯგადათხრილ ქუჩებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადმე გადაადგილება - ე.ი. ხალხი დაბრუნდა, მეორეც დღეს უკვე პარლამენტიც ამუშავდა და ნიუსებიც მოგროვდა, უფრო კომენტარები ვიდრე საინტერესო ფაქტები ან რაიმე სასარგებლოდ გამოსადეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კვლავ დღის მთავარი ამბავია და ასევე ბორელის მოახლოებული ვიზიტი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი

საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.

საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროკავშირი 7 წელიწადში, კარასინის მოწადინება და სააბიტურიენტო სტატისტიკა

ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2023 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პროვოკატორ, წამქეზებელი მედვედევი

მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Great Food Truck Catering to your Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 9, 2024.
საათი: 4:30pm 0 კომენტარი







Food items truck catering provides a vivid and flavorful contact to any function, but with countless possibilities readily available, deciding on the suitable you can be a daunting job. Fear not! This is an extensive information that may help you navigate the world of food truck catering and choose an ideal a single for the upcoming celebration.



Assess Your Function Requirements



Before diving into the whole world of foodstuff vehicles, take a minute to…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 7, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This diversity encouraged…

გაგრძელება

Magma Wyrm's Scalesword

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Nightrider Glaive

It's a very strong strength weapon but Elden Ring Items just because it's the best of a type, doesn't mean it competes with the other Str weapons and what they do and what they bring to the table, it's a solid pick and extremely buffable, and you can use various halber-based ashes of War which are both cool, and very effective because of the speed they come out for a heavy hitting strength weapon.

Magma Wyrm's Scalesword

Magma Wyrm's Scalesword, with no…

გაგრძელება

Also received heavy criticisms

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2024.
საათი: 4:30am 1 კომენტარი

The full statement can be read below:EA FC 24 Coins We are aware of discussions around licensing of players in EA Sports EA Sports FC. The current situation being played out on social media is an attempt to draw EA Sports FC 24 into a dispute between a number of 3rd parties and has little to do with EA Sports.



To be very clear, we have contractual rights to include the likeness of all players currently in our game. As already stated, we acquire these licenses directly from…

გაგრძელება

Qwelly World

free counters