როგორც ხდება ხოლმე, თუკი საქმე რომელიმე მედიას ეხება ან მათ დავალიანებას, ვალდებულებას, ჯარიმებს და სახელმწიფოს ჩარევას, მაშინ ყველა დანარჩენი მედია საშუალება მათ შესახებ საუბრობს. ამიტომ დღესაც მთავარი თემა დაინკასოებული ტვ-ები იყო. ასევე კალაძის მილიონიანი ნაძვის ხე და მოსამართლეების მომდევნო კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში წარსადგენად უნდა მოემზადონ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2019 წელი. 11:42pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციულად, 25 დეკემბერი საქართველოს პატრიარქს და საახალწლო ნაძვის ხეს მიეზღვნა - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი საახალწლო სიმბოლ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში აინთო, განათდა და როგორც ხდება ხოლმე - შეიქო ან გაკრიტიკდა. დღის სხვა ამბები ატენში გაჩენილ ხანძარს, ჯანდაცვის მინისტრის თავდაჯერებულობას და ინკასო დადებულ ტელეკომპანიებს უკავშირდებოდა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს; თეთრი ნისლის მკვირვმა ფაფუკმა ბოლქვებმა იწყეს ფარფატი ზევით-ქვევით.
შევყურებ და მახსენდება, რა კარგად ვერთობოდი ამ ფაფუკ ბოლქვებთან თამაშით... მდუმარედ მეთამაშებოდნენ, მათ ხომ სიჩუმე უყვართ...
და, აი ახლა, ისედაც დადუმებულ სამოთხის ბაღს მდუმარე ნისლი ეწვია.
- როგორც ჩანს, დიდი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2019 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მეტნაკლებად ჭრელა-ჭრულა დღე იყო. ამინდი ერთფეროვანია და არც წვიმა ჩანს, თოვლზე ხომ არაფერს ვამბობთ და პოლიტამბებიც ასე თუ ისე გადაჭრელდა. მთავარ თემად შეიძლება სამთა შეხვედრა გამოვარჩიოთ - ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ყრილობა, პროექტების და თანამშრომლობების განხილვა, ასევე პირველი პრეზიდენტის უმცროსი შვილის დაჭრის და ავადმყოფობის ამბავი, ცოტა შმაქსისტობა, ფინანსები და საგარეო ამბები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
რეინკარნაცია აღმოსალეთიდან დასავლეთში გადავიდა, მაგრამ არა რელიგიური ან ფილოსოფიურ დოქტრინად, არამედ ქმედით, საკანონმდებლო ინიციატივად და რეინკარნაციის ნაცვლად, ხელახალი შექმნა, რე-შედგენა აღდგენა (Recompose) ეწოდა. ამერიკის მთავარ შტატში, ვაშინგტონში, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს ეცოდინებათ მომავალ ცხოვრებაში რა ელით - ან უფრო სწორად რომ ვთვათ, რად მოვლენ, რად დაბრუნდებიან. შეიქმნა კომპანია, რომელიც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2019 წელი. 11:46pm —
2 კომენტარი
________________
როდესაც ისე იპრანჩები, რომ გარშემო ქალაქიც კი გიხდება - ასეთი იყო თავდაპირველი მოტივი, შემდეგ აღმოცნდა, ქალაქის ქუჩები მათი საყვარელი საქმიანი ადგილია, ხოლო ქუჩის ფოტოგრაფია კი შთაგონება. ბლოგის დღევანდელი პოსტის მასპინძლები არიან ანა დევისი და დანიელ რუედა (Anna Devis and Daniel Rueda). ისინი არა მხოლოდ ფოტოებს იღებენ ქალაქების რომელიმე ქუჩებიდან, არქიტეტურის, სტრიტ არტის, ან ქუჩის ცხოვრები აღსაწერად, არამედ ობიექტშიც თავად ხვდებიან…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2019 წელი. 11:39pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბრის კიდევ ერთი დღე მიიწურა და ტრაგედიას ტრაგედია ემატება. დღის მთავარი თემა ისევ მოზარდები და სუიციდი იყო. დღის თემებში ასევე იყო ლარის ფულად დაბრუნების ამბავი, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ისტორია და საღამოს ამბავი - პირველი პრეზიდენტის დაჭრილი შვილი.
გამომძიებლის დანაშაული, გამოძიების მიზეზი - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2019 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
საახალწლო განწყობები სრულიად ქრება, როდესაც ტრაგედია მთელს ქვეყანას შეძრავს - ასეთი ამბავი იყო გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ისტორიაც. დღევანდელი დღე, თავიდან ბოლომდე ამ ამბავს მიეძღვნა, კომენტარები, დავალებები, შენიშვნები, პროტესტი და პოლიტიკური გამოსვლებიც კი ამ გარდაცვალების გარშემო ტრიალებდა.
გარდაცვლილი მოზარდი - შინაგან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2019 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
შუაღამის ამბები უსიამოვნოდ იწყება - 15 წლის მოზარდი რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ თემამ დღის ყველა სხვა ამბავი გადაფარა. არადა, დღეს ბარბარობაა. დღის მთავარ თემებში ასევე იყო ვაჟა გაფრინდაშვილი და ამერიკელი კონგრესმენების შენიშვნები.
საღამოს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თავდაპირველი აღიარება მხოლოდ რამდენიმე უბანს და სამეგობრო წრეს უკავშირდებოდა (როგორც ზოგადად ხდება ხოლმე), მაგრამ დღეს უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კოლექციის ავტორია ალექსეი კონდაკოვი (Alexey Kondakov). მისი ფოტოშოპი და ფოტომანიპულაცია თავდაპირველად ნაპოლის პროექტის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ აღიარების შემდეგ სახელწოდება გაფართოვდა და ღმერთების ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. რას აკეთებს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2019 წელი. 10:38pm —
1 კომენტარი
________________
ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2019 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2019 წელი. 9:00pm —
2 კომენტარი
________________
დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.
მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2019 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც მთავარია - არ დაშლილიყო. მაშინ, გაფერადებაზე არავინ ფიქრობდა, მაგრამ სამყარო წინ წავიდა, განვითარდა და მას შემდეგ რაც ფიქსელებით დაიწყეს მოვლენების წარმოდგენა მონიტორებიდან, ფიქსელ არტიც დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს. ამ გადმოსახედიდან, დღევანდელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2019 წელი. 11:47pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა და დეკორაციების მდიდრულ თუ მოკრძალებულ ვარიანტებზე. ერთი რამ ცხადია - ბუხრიანი ოთახი ყველაზე კარგი ვარიანტია ნაზვის ხის დასადგამად - თან ლეგენდებიც უფრო ადვილი დასაჯერებელი გახდება. …
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2019 წელი. 11:34pm —
1 კომენტარი
________________
დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები ყოფილი ჩინოვნიკების, სასულიერო პირების, მოქმედი ტელე-გმირების და მრავალი სხვა.
მთავრობის ოპოზიცია ქუჩის აქციებით - დავით ბაქრაძე - გამოსავალი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2019 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს ვუყურე მათ ხალისიან თამაშს, მზეზე ნაკლებად როდი უელვარებდათ სირბილისგან აწითლებული ლოყები.
მერე კი ბუჩქნარს მივაშურე ნოყიერი ბოლქვების შესაგროვებლად. როცა ჩემი პაწიები თამაშით დაიღლებიან, პირს ამით ჩაიგემრიელებენ.
ცისფერი ჩხიკვი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება). პოლიტიკურ სარბიელზე კი აქციები არ წყდება და ყოველ დღე ახალი პიკეტირება, ახალი პროტესტი, დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და მისთანანი გრძელდება როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქს მიაღმა საქართველოში.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•