მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები ყოფილი ჩინოვნიკების, სასულიერო პირების, მოქმედი ტელე-გმირების და მრავალი სხვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 დეკემბერი, 2019

      მთავრობის ოპოზიცია ქუჩის აქციებით - დავით ბაქრაძე - გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - პოლიტიკური კომპრომისი - სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება. დავით მათიკაშვილი - რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. კარლ ჰარცელი - არარეალისტურია, რომ მხარეები დაუყოვნებლივ მოახერხებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას - ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა. გიორგი მარგველაშვილი - ოპოზიციური სპექტრი გაზრდილია - ადრე „გადადექი" იყო სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით, დღეს კი გაერთიანებულია უფრო მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ. ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის და ამ უსუსურობის ფონზე მისი სისუსტის საფრთხეს, რომელიც ექსცესებამდე მიგვიყვანს. გიორგი ვაშაძე - იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ აქცია გამართა. უკრაინის ელჩი - ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი. დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა. გიორგი ვაშაძე ქუთაისის ბაზრობის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა. ოპოზიციურმა პარტიება და მათმა მხარდამჭერებმა ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ქუთაისში, კიკვიძის პარკში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, ინციდენტი მოხდა. გრიგოლ ვაშაძე - დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება პროვოკაციები, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლებას სხვა არაფერი შეუძლია. რომან გოცირიძე - პროტესტის ფორმა მრავალფეროვანია, არამხოლოდ ქუჩის აქციები იქნება, არამედ იქნება სიურპრიზებიც. გიგი უგულავა - თუ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ. გია ვოლსკი ოპოზიციის აქციაზე - იმ განცხადებების ფონზე, რაც რევოლუციას და სისხლის დაღვრას ეხება, არ ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა. ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს. გიგი უგულავა - ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში. გიორგი ვაშაძე - რეგიონული შემოვლის შემდეგ, თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს ჩვენს გაფრთხილებას, დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას.

      სათათბირო შეკრება - „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სოფო კილაძე - შეიძლება ოპოზიციას არ სჯერა ან არ უნდა დაიჯეროს, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის დემოკრატიულად ვიღებთ. მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს. დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ.

      გვარამიას საქმე - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა გაიმართა. ნიკა გვარამიას ადვოკატი - როგორც ჩანს, ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ თავად ბიძინა ივანიშვილია უზურპატორი. პროკურორი - ნიკა გვარამია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია.

      მონასტრული ნარკოდანაშაული - ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. გიგა ქავთარაძე ბერად ათონის მთაზე აკურთხეს. მეუფე გერასიმე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის საქმეზე - ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის და ეკლესიისთვის. ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი წარუდგინეს. მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს.

      ბურჯანაძე რუსეთში - რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძემ თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებას. სოფო კილაძე - ნინო ბურჯანაძე ოკუპანტ ქვეყანაში წავიდა და ოკუპანტებს ესაუბრება, რაც ამ მოცემულობაში ჩემთვის მიუღებელია.

      საგარეო უწყების ამბები - დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალესანდრა პრიანტე ბათუმში გამართულ ღონისძიებას მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრატისლავაში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა. დავით ზალკალიანი - საქართველოს თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები ჰყოფს. საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა. დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.

      - ოქრუაშვილის კარგი ცხოვრება - ირაკლი ოქრუაშვილი - სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ, არც დენის და არც წყლის ქვითარი არ მომდის, პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა 110 მაქვს.

      მოწოდება ევროსაბჭოდან - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საზღვარგარეთულები

      საფრანგეთის ალპებში რუსეთის გრუ-ს აგენტების ბაზა აღმოაჩინეს.

      საფრანგეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი.

      ინდოეთში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების და დაწვის ბრალდებით დაკავებული ოთხი მამაკაცი მოკლა.

      ჩრდილოეთ კორეა - თუ ტრამპი კიმ ჩენ ინს „კაცი რაკეტას“ დაუძახებს, ჩვენ მას უუნაროს შევარქმევთ.

      მედიის ინფორმაციით, პენტაგონი ირანთან დაძაბულობის ფონზე ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჯარების გადასროლას განიხილავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 139

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters