გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს ვუყურე მათ ხალისიან თამაშს, მზეზე ნაკლებად როდი უელვარებდათ სირბილისგან აწითლებული ლოყები.

      მერე კი ბუჩქნარს მივაშურე ნოყიერი ბოლქვების შესაგროვებლად. როცა ჩემი პაწიები თამაშით დაიღლებიან, პირს ამით ჩაიგემრიელებენ.

      ცისფერი ჩხიკვი თავზე დამტრიალებს. ხან კამარას შეჰკრავს ჰაერში, ხან დაბლა დაეშვება, სულ ახლოს ჩამომიქროლებს, თითქოსდა უკვე შეგროვებულ ბოლქვებს უპირებდეს ჩანისკარტებას. მერე ისევ მაღლა აიჭრება.

      - გასწი, ჩემს პაწიებთან ითამაშე, - ვეუბნები ცისფერ ჩხიკვს, - მათთან ყოფნა უფრო მოგიხდება.

      ცისფერმა ჩხიკვმა ყური არ ათხოვა ჩემს სიტყვებს, კვლავ გააგრძელა მოუსვენარი მიმოფრენა. ლამის ჩემს ცხვირწინ ააფათქუნა თავისი ლამაზი ფრთები.

      - როგორც გენებოს, - ვამბობ და ბოლქვებს ვექაჩები ნედლი მიწიდან.

      ჩემი პაწიების ჭყივილი სულ უფრო და უფრო ყრუდ მესმის, ბოლქვების ძიებამ საკმაოდ შორს გამიტყუა. ცისფერმა ჩხიკვმა კვლავ შეკრა კამარა, მერე ისევ დაბლა დაეშვა და უცბად ძალიან უცნაური სიტყვები მითხრა:

      - მე ვილაპარაკებ შენთან, - მეუბნება იგი, - მუდამ მექნება შენთვის რაიმე სათქმელი. იქნებ გაგიძნელდეს ჩემი სიტყვების ამოცნობა, მაინც შევეცდები, ხმა მოგაწვდინო. მაშინაც კი, როცა ყოველივე დადუმდება შენს ირგვლივ...

      თქვა ეს უცნაური სიტყვები, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა, ხის მწვანე კენწეროების მიღმა მიიმალა.

      მიიმალა და ძალიან გაოცებული დამტოვა.

      ყოველივე დადუმდებაო? რას უნდა ნიშნავდეს ეს?

      მაგონდება გველის სიტყვები (ო, რა ხშირად მახსენებს თავს გველი ამ ბოლო დროს), პატარა დავიწყება მოვიდა შენთანო.

      შეიძლება რაიმე ამდაგვარი ხდება ახლაც.

      ისიც კარგად მახსოვს, მაშინვე გაიფანტა პატარა დავიწყება, როგორც კი გულისყური მივუპყარი სამოთხის ბაღის ხმებს. თავი ფუტკრების სკაში მეგონა, ისე ერთბაშად ახმიანდა ირგვლივ ყოველივე.

      გულისყურის მოკრეფა მჭირდება ახლაც, ესაა სულ. უპირველეს ყოვლისა, ყვავილებს შევეხმიანები. მათ ძალიან უყვართ ნაირნაირი ამბები და მიეთმოეთი.

მდუმარება

      ყვავილებს მოენატრეო, რამდენჯერ უთქვამს ქარს უწინ ჩემთვის. სურნელთან ერთად მათი დანაბარებიც ციმციმ მოუტანია მუდამ დაუზარელს და ფრთამსუბუქს.

      ახლა კი მე თვითონაც არანაკლებ მომენატრეთ, ვიდრე უწინ თქვენ გენატრებოდით, და ვინ იცის, რამდენი რამ დაგვიგროვდა ერთმანეთისთვის სათქმელი...

      აი ასეთნაირად მივესალმე და მივეხალისე ჩემს ოდინდელ პირლამაზ დობილებს, ათასფრად აბრდღვიალებულებს მზის სხივებზე... და სულ ამაოდ ჩამიარა, საპასუხო სალამს ვერ ვეღირსე მათგან.

      თვალებს კი, იცოცხლე, ფართოდ აჭყეტდნენ. ცნობისმოყვარეობით და გამომცდელად შემომხედეს, როგორც ძველ ნაცნობს თუ მეგობარს შეხედავენ ხანგრძლივი განშორების მერე. კეთილმოსურნეობაც აშკარად ერია ამ გამოხედვაში, ეს მე არაფერში არ ამერევა და არც გამომრჩება მხედველობიდან.

      მაგრამ სიტყვა, რაც ყველაზე უფრო მენატრებოდა, არა და არ გაიმეტეს ჩემთვის.

      ქარმა ჩამოიქროლა, შრიალშრიალით და ფართიფურთით, როგორც იცის ხოლმე. ყვავილები შეირხნენ, ქარს ფერადფერადი ფურცლების ფრიალით შეეგებნენ და აშკარად მივხვდი, საუბარი გააბეს ერთმანეთთან. მაგრამ ვაი რომ ჩემთვის არ იყო განკუთვნილი ის საუბარი, მე არ მრევდნენ მასში.

      ყვავილებს ვერ შევკადრე და ისევ ქარს ვუსაყვედურე:

      - მთელ სამოთხის ბაღში შენსავით არავის უყვარს ლაქლაქი და ჭორიკანობა. თავს მაბეზრებდი კიდეც ხანდახან, ახლა კი ასეთი რა დაგემართა? ნუთუ ვეღარ მცნობ? მომესალმე მაინც...

      ქარმა პასუხად ერთი ჩაიქირქილა და თავის გზას ეწია, აშკარად არად ჩააგდო ჩემი სიტყვები. ქარმა, რომელმაც ერთერთმა პირველთაგანმა დამიძახა სახელად ევა.

      იქნებ ტანმაღალი ხეები მაინც შემეხმიანონ-მეთქი, ვიფიქრე გულნაკლულმა, მათ ფოთლებს სალაპარაკოს რა გამოულევს, მთისა და ბარის ამბებს მოგიყვებიან... უპირველეს ყოვლისა, ჩინარს მივაშურე, ყველაზე მეტად მისი მარად მოცეკვავე ფოთლების იმედი მქონდა. რამდენი რამ უამბნიათ ჩემთვის თავიანთი კეთილხმოვანი შრიალით, რა საამურად იმეორებდნენ ჩემს სახელს: „ევა, ევა!“

      შრიალით ახლაც კეთილხმოვნად შრიალებდნენ ჩინარის ფოთლები, ამ მხრივ ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მაგრამ სიტყვა არც მათ გაიმეტეს ჩემთვის.

      ერთხელაც არ დამიძახეს „ევა“. არადა როგორ უყვარდათ ჩემი სახელის ხშირად გამეორება. „ევა, ევა“, ჩამშრიალებდნენ ყურში.

      მზესღა მივაპყარი თვალი მეტისმეტად შეჭირვებულმა:

      - მზეო, იქნებ შენ მითხრა რაიმე ...

      მზემ შემომცინა, მაგრამ მხოლოდ შემომცინა და მეტი არაფერი. ახცლაღა გამახსენდა: რომ ჩემთან გასაუბრება მზეს არც არასდროს უცდია. ის მიცინოდა, მეც ვუცინოდი, აი ეს იყო სულ. იქნებ სწორედ ამ სიცილის წყალობით ვამბობდით რაღაცას მეტად მნიშვნელოვანს და საყურადღებოს, რომელსაც ახლა ვერანაირ სიტყვაში ვეღარ მოვაქცევთ. რა ვიცი...

      - მთვარეო, იქნებ შენ შემეხმიანო, შენ ხომ ყოველთვის გქონდა ჩემთვის რაიმე სათქმელი, ჩრდილებით მოსილი და სევდიანი, როგორიც შენ თვითონვე ხარ... მაგრამ მაინც სათქმელი, მდუმარების მჯობი.

      მთვარემ თითქოს ვერცკი გაიგონა ჩემი სიტყვები... სრულიად განურჩეველი იერი ჰქონდა, სანამ მე ვლაპარაკობდი. მერე ერთი სევდიანად შემომხედა და გვერდზე მიიღრიცა სახე. არ გაიმეტა ჩემთვის სიტყვა, თუნდაც სევდიანი...

      ვარსკვლავები? მათ ხომ არ ვკითხო რაიმე?

      ადრე ერთმანეთს არ აცდიდნენ, ჩემთან საუბარს. მე ვსაყვედურობდი, თქვენი სიტყვები ერთმანეთში ირევა და არცერთი აღარ მესმის მეთქი.

      თურმე ვარსკვლავებიც დადუმებულან (რას ვიფიქრებდი!) თვალები ცივად დააკვესეს ჩემს შეკითხვაზე, ხმას რატომ არ მცემთმეთქი.

      მაინც ყველა ერთად როგორ დადუმდა?

      თუნდაც სამოთხის ბაღის ნაირგვარი მკვიდრნი ვთქვათ, არცერთ მათგანს ჩემი თვალით დანახვაც კი არ უნდა. სამოთხის ჩიტმა ფრა ფრთას შემოჰკრა მაშინვე და გაფრინდა, როგორც კი იმ მწვანე ბუჩქს მივუახლოვდი, სადაც იგი ბუდობს. ზედაც არ შემომხედა, სიტყვა რას მიქვია...

      აი ჩემი ძველი ნაცნობი წითელი ციყვი, რამდენი გვითამაშია ერთად ამ მწვანე ხის ტოტებზე. ახლა კი, როგორც კი თვალი მომკრა, კენწეროს მოევლო და მისი ნასახიც ვეღარ დავლანდე...

      ყოველივე შეთქმულივით დადუმებულა ირგვლივ.

      მწვანე ბუჩქებს მიღმა ხანდახან თვალები გაკრთებიან ვარსკვლავებივით, მაგრამ როცა მათკენ გავიწევ, უკვალოდ ქრებიან, მხოლოდ ფოთლების შრიალი მესმის.

      ეს უკვე აღარ ჰგავს „პატარა დავიწყებას“. ეს ალბათ „დიდი დავიწყებაა“.

როგორ დაიწყო დავიწყება

      დიდმა დავიწყებამ დიდ წვიმასავით დატბორა სამოთხის ბაღი...

      ო, როგორ არ ჰგავს ეს ყველაფერი პატარა დავიწყებას... იგი მართლაც პატარა წვიმას ჰგავდა, რომელმაც პატარა ტბორი წარმოქმნა სამოთხის მწვანე ბილიკზე. სულ ადვილად განქარდა მერე ის ტბორი, ერთბაშად შემეხმიანა სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი. ოღონდ ყური მეგდო, სათქმელი არ ელეოდათ ჩემთვის.

      ახლა კი უსაშველო მდუმარებას მოუცავს ირგვლივ ყოველივე. თვალითაც აღარ მენახვებიან სამოთხის მკვიდრნი, სწორედ ისინი, ყელგადაწევით რომ მეხვეწებოდნენ, ოღონდ ჩვენთან ითამაშეო.

      ერთი რამ მაინც ვიცოდე, საიდან და როდის ეწვია აქაურობას დიდი დავიწყება...

      ერთბაშად წაგვლეკა თუ ნელნელა გვითრევდა თავის ბნელ წიაღში.

      მახსოვს, გველმა ქარაგმათა ქარაგმა უწოდა დროს.

      დიდ დავიწყებას რაღა ვუწოდო?

      ჩემი აზრით, ყველაზე საოცარი და ამოუცნობი ქარაგმა სწორედ ესაა, ეს უსაშველო მდუმარება. ალბათ გველიც ასე იტყოდა.

      გველი არსად ჩანს, მხოლოდ მისი სიტყვების ექოს ვუსმენ; დავიწყების დიდი ტბორი უკვალოდ მიჩქმალავს ყველაფერს, რაც მის ფსკერზე დაგრჩება, და როცა მის მოძიებას შეეცდები, შენს საკუთარ სახეს შემოგაჩეჩებს დაკარგულის სანაცვლოდ. Nნამდვილად მახსოვს, სწორედ ასე მეუბნებოდა გველი, თუმცა ეს ახლა არაფერში მარგია.

      მეტისმეტად ცხადად ვგრძნობ საკუთარ უმწეობას, ჩემი ფიქრები მაინც ირგვლივ უტრიალებენ ამ საოცარ ქარაგმას.

      იქნებ მაშინ დაიწყო დიდი დავიწყება, როცა სიზმარი და ცხადი გაექცნენ ერთმანეთს, ანუ როდესაც მე პირველად ვნახე სიზმარი, რომელიც აღარ ჰგავდა ცხადს.

      ანდა მაშინ, როცა უფლის ხმა ვეღარ გავიგონე მაფშალიას გალობის მოსმენისას.

      იქნებ იმ წამს გვეწვია, როცა მე, ხელში მოცინარე ხილით, პირველად შევიგრძენი ჩემს სხეულში აფართხალებული სიცოცხლე და მას მივაპყარი მთელი ჩემი გულისყური.

      ანდა, როცა ნუკრის ნამიანმა თვალებმა შემოარღვიეს სიცხადის წიაღი და სიზმარეული ჩვენება ვიხილე ცხადად.

      არ ვიცი, არ ვიცი... არც ის ვიცი, როდის განქარდება ეს დიდი ბნელწიაღიანი ტბორი და როდის ვიხილავ რაღაცას მეტად სანუკვარს და ძვირფასს, რომელიც მის ფსკერზე დამრჩა.

დაპირება და აღსრულება

      რაღაც ხმებმა გაჰკვეთეს ირგვლივ ჩამოწოლილი მდუმარება. ყური მივუგდე, ჩემი პაწია მზეების ჭყივილი ამოვიცანი. სულ მალე თვითონაც მოირბინეს, თამაშით დაღლილებმა. ჩანს, უკვე შიათ. გემრიელი ბოლქვებით ავუვსე მათ ხელები, ო, რა მადიანად შეექცნენ? ორივე ლოყით ილუკმებიან.

      ცისფერი ჩხიკვი თავზე დასტრიალებს ჭამით გართულ პაწიებს. როგორც ეტყობა, შეუსმენია ჩემი რჩევა, სჯობია მათ ეთამაშომეთქი.

      მაგრამ ახლა უკვე მე თვითონაც მაქვს ჩხიკვთან ჩემი სათქმელი:

      - საიდან მოგივიდა აზრად ის საოცარი სიტყვები, რაც სულ ცოტა ხნის წინ მითხარი?

      ცისფერი ჩხიკვი მხარზე დამასკუპდა, პასუხად, რაღაცას მეღუღუნება.

      - უფრო გარკვევით ილაპარაკე, - ვთხოვე და ლამაზ ფრთებზე მოვეფერე.

      ცისფერმა ჩხიკვმა მოინდომა, ყველაფრიდან ჩანდა, რომ ნამდვილად ძალიან მოინდომა, მაგრამ მაინც ვერაფერი გამაგებინა. გაურკვეველი ბგერები მესმოდა მისგან, მეტი არაფერი.

      არადა, ცდას არ აკლებს, მაინც ცდილობს, რაიმე გამაგებინოს. ერთი-ორი სიტყვა მგონი მიამსგავსა რაღაცას, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, ერთმანეთთან საუბარი გავაბათ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

      ჩემი მხრით მეც ვცადე, რაიმეთი დავხმარებოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

      ასე რომ, ბოლომდე აღსრულდა, რასაც შემპირდა ცისფერი ჩხიკვი. სამოთხის ბაღიც დადუმდა და ვერც ჩვენ შევძელით საუბარი.

ნახვა: 2424

ტეგები: Qwelly, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ღიმილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters