nunu qadagidze
  • მდედრ. / Female
  • tbilisi
  • საქართველო
გადაიტანე Facebook MySpace

მეგობრები

  • tamuna

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

nunu qadagidze ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

nunu qadagidze

უკანასკნელი აქტიურობა

ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ცემა - ტყეპის შემდეგ
ივლ. 28, 2022
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მზის საათი
იანვარი 26, 2021
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი მზის საათი
იანვარი 26, 2021
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

მზის საათი

      მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც ათასგვარი ხმა დადიოდა. მის აშენებას, რამდენი ხანია,…► ვრცლად ◄
იანვარი 26, 2021
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სინათლე არსაიდან
დეკემბერი 29, 2020
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სინათლე არსაიდან
დეკემბერი 29, 2020
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სინათლე არსაიდან
დეკემბერი 29, 2020
თამარი_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სინათლე არსაიდან
დეკემბერი 29, 2020
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

სინათლე არსაიდან

      სიზმარმა უკან დაიხია, ზუსტად ასე იყო… კედლები მატარებლის ვაგონივით ნელნელა გაცურდნენ სადღაც. ამან მიახვედრა, სიზმარში ვარო, მანამდე ცხადი ეგონა ყოველივე. შეჰყურებდა სიზმარეულ კედლებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ, ბოლოს სულაც გაქრნენ, მათი ადგილი საავადმყოფოს პალატის თეთრად შეფეთქილმა კედლებმა დაიკავა.      იწვა და იხსენებდა ეს წუთია ნანახ სიზმარს. ჯერ იმაზე დაფიქრდა, თუ ჰქონია ოდესმე ასეთი შემთხვევა... სხვა დროსაც თუ მიმხვდარა, სიზმარში ვარო, ჯერ ისევ სიზმრად მყოფი. მსგავსი ვერაფერი…► ვრცლად ◄
დეკემბერი 28, 2020
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჭაჭია
დეკემბერი 13, 2020
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჭაჭია
დეკემბერი 12, 2020
თამარი_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჭაჭია
დეკემბერი 12, 2020
George_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჭაჭია
დეკემბერი 12, 2020
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ჭაჭია
დეკემბერი 12, 2020
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ჭაჭია

      ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი. რა იყო მისთვის ის წუთი, როდესაც ჭაჭის არყით სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ... ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა. იმ პირველ წუთს სხვა მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა, სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა. მაინც, რა საოცრებაა ეს დალოცვილი, ცეცხლოვანი სითხე, სულ…► ვრცლად ◄
დეკემბერი 12, 2020
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)
ნოე. 30, 2020

ანარეკლი


ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. Mმე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ_ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. Mმეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. Lლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.
Eეს დრო_ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ_პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. Eეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. Aამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. Mმეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. Mმეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. Aაქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. Aდიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. Mმაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.
საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. Mმახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.
Uუსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. Aარ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. Oორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად . . . ხევში, ნაკადულის პირასო.
მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. Mმხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. Gგამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. Aარავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. Gგაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. Aმიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.
სამი დღის ავსებული იყო მთვარე. Mმე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. Gგაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა . . . ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა . . . ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ? . . . “ააა” _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. Mმეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.
Mმიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. Lლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. Bბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. Aამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. Dდავიწყე სანთლების ანთება. Dდავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. D და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას . . . ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.
Mმაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

Nunu qadagidze'ს ბლოგი

მზის საათი

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 26, 2021 წელი 0 კომენტარი

      მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…

გაგრძელება

სინათლე არსაიდან

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 28, 2020 წელი 0 კომენტარი

      სიზმარმა უკან დაიხია, ზუსტად ასე იყო… კედლები მატარებლის ვაგონივით ნელნელა გაცურდნენ სადღაც. ამან მიახვედრა, სიზმარში ვარო, მანამდე ცხადი ეგონა ყოველივე. შეჰყურებდა სიზმარეულ კედლებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ, ბოლოს სულაც გაქრნენ, მათი ადგილი საავადმყოფოს პალატის თეთრად შეფეთქილმა კედლებმა დაიკავა.

      იწვა და იხსენებდა ეს წუთია ნანახ სიზმარს. ჯერ იმაზე დაფიქრდა, თუ ჰქონია ოდესმე ასეთი შემთხვევა... სხვა დროსაც თუ მიმხვდარა,…

გაგრძელება

ჭაჭია

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 12, 2020 წელი 0 კომენტარი

      ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი. რა იყო მისთვის ის წუთი, როდესაც ჭაჭის არყით სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ... ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა. იმ პირველ წუთს სხვა მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა, სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა. მაინც, რა…

გაგრძელება

ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 27, 2020 წელი 0 კომენტარი

      ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…

გაგრძელება
 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters