გუშინ ღამის ნიუსებიც დღეს დილით იწერებოდა ინტერნეტ მედიაში, ამიტომ დავიწყოთ გუშინდელი ხმაურიანი ამბებით და შემდეგ დღევანელ დღესაც შევავლოთ თვალი.
ცენტრალური ამბაბი უკავშირდება საპატრიარქოს და ყველაფერს ერთ ბლოკში მოვაქცევ: პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს და მის ნაცვლად, პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა ვანო კობაიძე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 31, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გრაგნილზე დაწერილი წერილი პირველად მივიღე და მიუხედავად იმისა რომ სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს, ორიგინალურობა არ აკლია.
სახლი: ლუმიერი
მნიშვნელობა: ადგილი სადაც სინათლე ჩნდება
მოწოდება: გაჩუქოს უნიკალური ემოცია (მოწოდებაში ცოტა მოიკოჭლეს, ყველა ამას წერს ხოლმე)
ძვირფასო ლაშა, (ხომ გითხარით, მე მეძღვნებოდა)…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 31, 2017 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისის მიწურულს, ცოტა მზემაც გამოანათა და ქვეყნის დღის ნიუსებიც უფრო გამოცოცხლდნენ ან გამოცხელდნენ.
არ წყდება საუბრები ეგრედწოდებული ციანიდის საქმის და შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ციანიდის სკანდალის გარშემო. დღეს დეკანოზ მამალაძს სასამრთლო გაიმართა, სადაც მამაომ ძველი ადვოკატების დატოვებაც ითხოვა და მოსამართლე დაეთანხმა და სახაზინო ადვოკატებზეც არ თქვა უარი. მომდევნო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ტატუ იყო მწვანე და ისიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის თითებზე ან მკლავზე. განსაკუთრებით პოპულარული იყო ციხეეებში, პატიმრებში. ბეშის მნიშვნელობაც კი ვიცოდი (ნარდის მოყვარულებს უნახავთ ალბათ კამათელზე). ოღონდ იმათ „სვირინგები“ ან „ნაკოლკები“ ერქვათ, ცხადია, „ქართულად“. მაგრამ დიდი ხანია, რაც ტატუირება მოსიარულე ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. დღეს მინდა ერთი უკრაინელი ტატუს ხელოვანი გაგაცნოთ. მისი სახელია: ოშინ ტიმოშინი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2017 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის პირველ ნიუსებად, გასული უქმეების განცხადებები გავრცელდა. თან როგორც კვირის პირველი სამუშაო დღე, საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო მაის-ივნისის გადამკვეთი ორშაბათი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯეროვანი კითხვა-მიგება გამართა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვისთან, უფრო სწორად…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხადია, იმის მტკიცება, რომ ბიბლია ცხოვრების წიგნია, ბორბლის თავიდან გამოგონებას ჰგავს. უბრალოდ, თუკი დღეს, კიდევ, სადმე (იქნებ დარჩნენ ასეთებიც) ჩნდება შეკითხვა, რა არის ცხოვრება? რა არის სიცოცხლე? რა არის სიცოცხლის საზრისი? მათ პასუხად, დღევანდელ საღმრთო ლიტურღიაზე, წმინდა წერილიდან, სახარების ორი ეპიზოდი ამოიკითხეს. პირველი ეპიზოდი, იოანე ღმრთისმეტყველის სახარებიდან, ეხება, საიდუმლო სერობის ჟამს იესოს ლოცვას, მაცხოვარი მიმართავს მამას:…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2017 წელი. 5:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შევასრულებ დანაპირებს და მომდევნო ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ, მხიარული ფერების მხატვრის შემოქმედებიდან. ვგულისხმობ, აირის სკოტს. ქალბატონი, რომელის თითების მოქნილობა და თვალის სიჭრელე, ნამუშევრების დათვალეირებისას სხეულს სასიამოვნო გრძნობით ავსებს - პრინციპში, ხელოვნებაც ხომ ეს არის.
ვინც ახლა შემოხვედით ჩემს ბლოგზე, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2017 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის ყველა სიახლე უკავშირდებოდა დღევანდელ ეროვნულ დღესასწაულს, დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ვუერთდები მილოცვებს და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მრავალს დაესწარით!
დილიდან გადაიკეტა გზები, 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა, ასევე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დღის პირველი და შეიძლება ითქვას, მთავარია სიახლე ისაა, რომ დღეს მართლმადიდელური ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს, წელს არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური ეკლესიაც დღეს ზეიმობს ამაღლებას. იხილეთ (…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დევიდ ბურდენის ფოტოების შესახებ შეიძლება გსმენიათ, შეიძლება არა. დიდი ხანია ბუნების საოცარ ხედებს პოულობს და მერე გამოფენებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ იმართება, სახელს, დიდებას, პატივს და სიყვარულს იმსახურებს. სწორედ, მისი კოლექციიდან არის ქვემოთ წარმოდგენილი იტალიური დარბაზების სიმდიდრე და არქიტექტურული მშვენიერება. გადაღებული განმარტოებისას, როცა არქიტექტურა უფრო მეტს საუბრობდა და ხმაურობდა, ვიდრე მისი დამთვალიერებლები, ამიტომაც დევიდ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2017 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დილის პირველი ნიუსი წინა ღამის ამბებს უკავშირდებოდა, რომელიც გვამცნობდა რომ ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, „ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“. ანა დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, თითქოს ეჭვით თქვა: „მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შუასაუკუნეების ბოლოს, დასავლური, ევროპული სამყარო, უფრო კონკრეტულად კი, კათოლიკური ეკლესია, თავის წიაღში გამოზრდის გოთური სტილის მხატვრებსა და არქიტექტორებს და მოგვიანებით, ისინი სამყაროს გააოცებენ. წაიკითხეთ ვრცლად სტატიაში: …
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2017 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დილის პირველი ინფორმაცია ეხებოდა, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც სწორედ დღეს დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის შეფასება: „ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტი ასეთი შემადგენლობით“. დღესვე, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აირის სკოტის შემოქმედებას ქართული ინტერნეტი მეტაკლებად იცნობს, თუმცა მე, უზომოდ მიხუბლულმა ამ ქალბატონით, გადავწყვიტე მისი ნახატების ვრცელი ალბომი შემომეთავაზებინა, რომელსაც ალბათ რამდენიმე პოსტს მივუძღვნის სიდიდის გამო.
აირის სკოტი, ამერიკელი მხატვარი ქალბატონია, რომელიც ვაშინგტონში, სიეტლთან ახლოს, ერთი ფერმერის სახლში დაიბადა 1984 წელს. სახელი, ძველბერძნული მითოლოგიის შესაბამისად, წისარტყელის ქალღმერთის,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2017 წელი. 5:30pm —
1 კომენტარი
________________
მინდა შევქმნა ბლოგი, რომელშიც თავმოყრილი იქნება თითეული დღის ახალი ამბები. ნიუსების ბლოგი. სიახლეები დაიდება ყოველდღე, 22:30-ზე.
ჩვენს ქვეყანაში სამართლის სფერო ყველაზე აქტუალურია დღის ამბებში.
ინტერნეტ ნიუსები აქტიურად აშუქებდნენ თორდია-ფარცხალაძის ამბავს, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურამ ფარცხალაძის საქმე გამოითხოვა. თორდია აცხადებს: კადრებით დასტურდება, რომ პირველი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენიმე საათის წინ ან შეიძლება სწორედ ამ წუთებშიც, შვიდი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა სკოლაში, ჩვენი კლასისთვის ბოლო ზარი დარეკეს. გვახსოვს, იმ დადგმაზე, მაიკო მასწავლებელს ვთხოვეთ - მას, დაგვირეკეთ ბოლო ზარი. იყო ცრემლები, იყო ღიმილი, სიცილი, კისკისი, მხიარულებაც, ცოტა იუმორი და ბევრი მოგონება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იყო სითბო და სიყვარული - ეს ხდიდა იმ დღეს განსაკუთრებულს. გიმნაზია უკვე აღარ ერქვა, სტატუსით ოფიციალურად უკვე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2017 წელი. 4:00pm —
3 კომენტარი
________________
პატარა ჩხირებით თამაშინ ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ ზოგერთი ბავშვი, დიდობაშიც აგრძელებ ამ საქმიანობას და თამაშიდან ხელოვანებამდე მაღლდებ. დაახლოებით, ასეთ ანოტაცია შეიძლება გაუკეთოთ სირიელ ხელოვანს, ჰუსან მუჰაჯერს (Husan Muhajer), რომელმაც ნაყინის ჩხირებით მცირე ფიგურების კეთება დაიწყო და მსოფლიო ღირსშესანიშნაობების შექმნისკენ აქვს გეზი აღებული. ცხადია, გულწრფელობისთვის უნდა ითქვას, რომ სირიელი ახალგაზრდა, იშვიათი გამონაკლისი არ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2017 წელი. 9:00pm —
2 კომენტარი
________________
გაზაფხულის და ზაფხულის დიდებას, სიმღერები, ლექსები და პოემები ეძღვნება ხოლმე. მარტო ჩვენს ენაზე რამდენი ასეთი რამ შექმნილა. მარტი, აპრილი და მაისი, ისეა გათქვეფილი პოეზია-მღერაში, როგორც გოგლიმოგლი ონავარი კოკროჭინა გოგოს ჭიქაში. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლია გადაამოწმოთ (…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2017 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჰოდა მიმატოვა. ხდება ხოლმე. ასე. ადგებიან. წავლენ.
ჰოდა ადგა. წავიდა. და წაიღო ყველა ბედნიერება. და წაიღო ყველა სიყვარული.
იციან ადამიანებმა ადამიანების მიტოვება.
ადგებიან. წავლენენ. თან არაფერს იტყვიან.
ცუდია ეს რომ შეგვიძლია ადამიანებს ადამიანების მიტოვება.
გვიყვარს, მაგრამ მაინც ვტოვებთ. და ვიწყებთ წერას. ვწერთ ტკივილებს. ვწერთ გრძნობებს. და ასე ვცხოვრობთ. უფრო სწორად ვუძლებთ ცხოვრებას. და უფრო სწორად ცხოვრება…
დაამატა ნუკა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2017 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როდესაც მრგვალ ფორმებზე ხუმრობენ და სიმრგვალეს გვიწუნებენ (ანუ კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება ყველაზე კარგ ქართულ ქსელში, ბევრი ვიარე და ისევ თქვენ დაგიბრუნდით), მინდა ვაჩვენო როგორ იქნება ეს სამყარო ოთხკუთხედებში. ფიქსელებზე ბევრი მულტფილმია გადაღებული, მაგრამ უფრო რეალური და ცხადი სამყარო რომ ფიქსელური ყოფილიყო როგორი იქნებოდა? მითუმეტეს, რომ დიზაინერის შთაგონებად შეგვიძლია დავასახელოთ თანამედროვე ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2017 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
© 2023 George.
•