ტერმინი "გოთიკა" პირველად რენესანსის კრიტიკოსების მიერ იქნა გამოყენებული. ისინი შეცდომით გოთიკურ ხელოვნებას გოთებს უკავშირებდნენ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ბერძნულ-რომაული კლასიკური სტილის ნგრევაში. რომანულიდან ახალ, გოთიკურ სტილში ხელოვნების გადასვლას ისტორიული მოვლენები და ამასთან დაკავშირებული განსხვავებული ცნობიერების ჩამოყალიბება განაპირობებდა.
რომანულ და გოთიკურ გარემოსა და შეხედულებებში დიდი განსხვავებაა. რომანული პერიოდის ფეოდალურ იდეოლოგიას შეერყა საძირკველი. ახალშობილი ბურჟუაზია, რომელიც ვაჭრობით მდიდრდებოდა, კულტურაში საკუთარ გემოვნებას აწესებდა. გოთიკური საზოგადოებრივი მოწყობაც ფეოდალური იყო, თუმცა ეს იყო მოწესრიგებული, მკაცრ კანონებზე დამყარებული, იერარქიული ფეოდალიზმი. გაძლიერებული მონარქია ზღუდავდა საფეხურებრივად დაბლა მდგომ ფეოდალებსა და ეკლესიას. ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ხელისუფლება. ახლადდაარსებული თუ ძველი რომის ნანგრევებზე აღმოცენებული ქალაქები საკმაოდ გაძლიერდა. გაიზარდა მსხვილი მონარქიების ძლიერება წვრილი ფეოდალების რიცხობრივ შემცირებასა და გაღარიბებასთან ერთად. მონასტრებმა დაკარგეს ყოფილი გავლენა, ქალაქები გამდიდრდნენ, იქმნებოდნენ მსხვილი სამოქალაქო ერთობები დამოუკიდებელი მმართველობებით, იზრდებოდა ხელოსნური საამქროების და სხვა საერო კორპორაციების მნიშვნელობა. ყველაფერი ეს პროგრესული მოვლენა იყო. დასავლეთ ევროპამ შეიცნო თავისი თვითმყოფადობა და შესაძლებლობები. ეკლესია შეურიგებლად ცდილობდა თავისი გავლენის გაძლიერებას ადამიანებზე, თუმცა მიუხედავად რელიგიის დიდი ავტორიტეტისა, ის ვერ უზრუნველყოფდა ადამიანთა იმ ცოდნის დაკმაყოფილებას, რისკენაც ისინი ისწრაფოდნენ. Lლოგიკისა და მეცნიერების მამის, დიდი ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსის არისტოტელეს ლათინური თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა ადამიანთა გონებაზე.
სენ დენი
საეკლესიო მშენებლობა, რომელსაც ადრე მონასტრები ხელმძღვანელობდნენ, გადადიოდა მოქალაქეების ხელში. სამოქალაქო ერთობის დაკვეთითა და სახსრებით აგებული გოთიკური ტაძარი კიდევ უფრო მეტად იზიდავდა მოქალაქეებს, ვიდრე რომანულ ეპოქაში. ტაძრის მშენებლობა საერთო სახალხო საქმედ იქცა. ტაძარი არა მარტო რელიგიურ ცენტრს, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრსაც წარმოადგენდა. აქ იკითხებოდა საუნივერსიტეტო ლექციები, თამაშდებოდა თეატრალური წარმოდგენები (მისტერიები) და პარლამენტიც კი იკრიბებოდა. თუკი რომანული ტაძრის მშენებლობას ახორციელებდნენ სამონასტრო საამქროები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ მონასტერს ემსახურებოდნენ, გოთიკურ პერიოდში სამშენებლო საქმე საერო ხელოსანთა ხელში გადავიდა, რომლებიც პროფესიონალურ საამქროებად ერთიანდებოდნენ.რომანული ტაძრის საფუძველს ქვის მასა წარმოადგენდა. ძირითადი საყრდენი სისტემა იყო სქელი, ყრუ კედლები, რომლებიც ძირითადად თაღებს ეყრდნობოდნენ. ტაძრის მდგრადობას სწორედ ეს სქელი კედლები განაპირობებდნენ. ამგვარი საყრდენი სისტემის შეცვლამ კარკასულით რევოლუცია გამოიწვია მაშინდელ ხუროთმოძღვრებაში და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრესულ მოვლენად იქცა. მაღალი შეისრული კამარები მოწყობილი შეისრულ წიბოებზე - ე.წ. ნერვიურებზე, რომლებზეც გადხურვის დატვირთვა გადადის, არკბუტანები ანუ ნახევართაღები, რომლებსაც დატვირთვა შუა ნავიდან გვერდითა ნავების საყრდენ მსხვილ ბოძებზე – კონტრფორსებზე გადააქვთ წარმოადგენენ დამოუკიდებელ კარკასს, საყრდენ სისტემას - გოთიკური პერიოდის ახალ მიგნებას. სწორედ ეს სისტემა განაპირობებდა რომანული ტაძრის მთავარი პრობლემის გადაწყვეტას – შუა ნავის განათებას კონტრფორსებს შორის განთავსებული ფართო სარკმლებით – ფერადი ვიტრაჟებით.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
გოთიკური კონსტრუქციები
მოიხსნა საყრდენი სქელი კედლების არსებობის აუცილებლობა, ტაძრის ნავები ამაღლდა – თუკი რომანული ტაძრის შუა ნავის მაქსიმალური სიმაღლე 18-20 მეტრს არ აღემატებოდა, გოთიკური ტაძრის სიმაღლე საგრძნობლად გაიზარდა და ამიენის ტაძარში 42 მ-ს მიაღწია. ამდენად გოთიკური ტაძრის ვერტიკალიზმმა დაჯაბნა რომანულის – ჰორიზონტალურობა. ეს პროგრესი საფრანგეთში ყველაზე ადრე მომწიფდა, ამდენად გოთიკის სამშობლოდ სწორედ საფრანგეთი ითვლება.
გოთიკა საფრანგეთში 300 წელს ითვლის და სამ ძირითად პერიოდად იყოფა: ადრეული გოთიკა - მე-12ს-ის ბოლო მესამედი – მე-13ს-ის პირველი მეოთხედი, მაღალი გოთიკა - მე-13ს-ის 20-იანი წლებიდან მე-13 ს-ის ბოლომდე, გვიანი ანუ ალისებური გოთიკა (დაერქვა დეკორატიულობის გამო) – მე-14 – მე-15 სს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•