როდესაც მრგვალ ფორმებზე ხუმრობენ და სიმრგვალეს გვიწუნებენ (ანუ კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება ყველაზე კარგ ქართულ ქსელში, ბევრი ვიარე და ისევ თქვენ დაგიბრუნდით), მინდა ვაჩვენო როგორ იქნება ეს სამყარო ოთხკუთხედებში. ფიქსელებზე ბევრი მულტფილმია გადაღებული, მაგრამ უფრო რეალური და ცხადი სამყარო რომ ფიქსელური ყოფილიყო როგორი იქნებოდა? მითუმეტეს, რომ დიზაინერის შთაგონებად შეგვიძლია დავასახელოთ თანამედროვე ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თამაში მაინკრაფტი.
როგორც ნახავთ, ასე მარტო მე არ ვფიქრობ და რამდენიმე თანამოაზრეც გამომიჩნდა მსოფლიო ფოტომანიპულაციურ ხელოვნებაში.
ჯაკარტელი დიზაინერ-დეკორატორი ადიტაი არიანტო (Aditya Aryanto), მრავალ დეკორაციულ საქმესთან ერთად (ფოტოშოპი უყვარს განსაკუთრებით, რას ხატავს და როგორ ცვლის რეალურ სამყაროს, ერთი ნეტარებაა მისი ინსტაგრამის თვალიერება) ცხოველების კუბიკებში მოქცევის საქმითაც არის დაკავებული.
მინდა ეს კოლექცია გაგიზიაროთ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
1 Like
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია