გაზაფხულის და ზაფხულის დიდებას, სიმღერები, ლექსები და პოემები ეძღვნება ხოლმე. მარტო ჩვენს ენაზე რამდენი ასეთი რამ შექმნილა. მარტი, აპრილი და მაისი, ისეა გათქვეფილი პოეზია-მღერაში, როგორც გოგლიმოგლი ონავარი კოკროჭინა გოგოს ჭიქაში. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლია გადაამოწმოთ (ძებნა).

      მაგრამ წლევანდელი გაზაფხული ამ მხრივ, მაინცდამაინც სათნო და საყვარელი არ გამოდგა, პირიქით - წვიმამ და დაუსრულებელმა ქროლვამ, ჰორიზონტის ოთხივე მხრიდან, ჭერმის თუ იასამნის სურნელის სადღაც მოისროლა და ამწვანებით ტკბობაც არ გვაცადა, ამიტომ პირდაპირ ზაფხულს ვეხოტბოთ, ოღონდ ჰაიკუს საშუალებით..

      მაშ ასე, რამდენიმე საზაფხულო ჰაიკუ.

, ბლოგი, ზაფხული, მიძღვნა, ჰაიკუ

ზაფხულო, სად ხარ?
შენ ახლა აქ უნდა იყო.
კარგი, ჩვენ დაგელოდებით!

დათბა.
ბაღში დალევის დროა.
მოიყვანე ყველა ცხელი მეგობარი.

არ გინდა ადგომა.
ფეხები ოფლიანდება ამ ფირფიტაზე.
როგორი უხერხულია.

ქვიშა ჩემს ფეხისთითებს შორის.
კარგი. მოიცა, არა მხოლოდ თითებსშორის.
სერიოზულად, დამეხმარეეეთ!

ზეციური იოგურტი.
ჩემი სული ტკბება სიამოვნებით.
შენ ეს სიხარული მომიტანე.

საყვარელი მზე ჩემს სახეზე.
სათვალე დამრჩა.
დაეხმარეთ უსინათლოს. 

გასაოცარი ნაყინი.
გადავიღოთ თითო ფოტო.
გემრიელი რძე.

მზის რუჯი ფეხებზე.
მზისგან დამცავი ფაცხაში.
ვეღარ ვჯდებიიიი!

რა შეეხო ჩემს ფეხებს?
რა მნიშვნელობა აქვს, ცურვას წესები არ აქვს.
მე აქ ვიდგები!

შემოამატეთ...

ნახვა: 200

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზაფხული, მიძღვნა, ჰაიკუ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2021.
საათი: 11:27pm 1 კომენტარი

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2021.
საათი: 11:17pm 0 კომენტარი

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

Nerubian Swarmer -- After the Helm of Domination shattered

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2021.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Blizzard is inviting World of Warcraft: Shadowlands players to choose which mount they get Wow gold classic after the expansion releases on October 27.

Mounts, that are an vital way of transport in the massive world of Azeroth, are becoming a favorite part of the MMO experience: many players accumulate as many as you can whilst others excitement after super rare ones.

In Q1 2021, Blizzard will be adding a new mount to the game -- and this time players get to select which one of…

გაგრძელება

ხარება, როგორც გამოხსნის ზეიმი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 7, 2021.
საათი: 9:41pm 0 კომენტარი

      ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...

      ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters