ქვეყნის შიგნით დღის მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჯერ-ჯერობით ერთადერთ ინვესტორტან შეწყვეტილი ხელშეკრულება გახლდათ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმტან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და მთავრობა აპირებს პირგასამეხლოც გადაახდევინოს, საპირწონედ - კონსორციუმი ჩივის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ თვეში ვანო მერაბიშვილი ნანატრ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო აფხაზეთში ხაჯიმბას აუმხედრდნენ. ცხადია, ირან-ერაყ-აშშ-ს ამბები არ ტოვებს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2020 წელი. 11:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქველინიუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საზღვარგარეთული ამბები, რომელიც ბოლო დღეებია ისეთი დიდი ოდენობით განიხილება ჩვენს მედია სივრცეში, უკვე რთულია თქმა, რამდენადაა საზღვარგარეთული ის, რაც მთელს მსოფლიოს აწუხებს? ცხადია, ირანსა და ამერიკის დაპირისპირების ამბავი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს გასცდა (საზღვრებში არც არასოდეს ყოფილა). ჯერ თვითმფრინავი აფეთქდა, შემდეგ კი ირანმა ამერიკის ბაზაზე შეტევა განახროციელა. ქვეყნის შიგნით მთავარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არც შობას იგეგმება თოვლი, პირიქით, გაზაფხულის საღამოს ჰგავს ამჟამინდელი ამინდი. მაგრამ სინოპტიკოსები, 8 იანვრიდან ამინდის გაუარესებას და აციებას ვარაუდობენ. საშობაოდ დიდი მოლოდინი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე, რაც ამჯერადაც არ გამართლდა - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი განაცხადა. დღის მეორე მთავარი თემა ლავროვის შესაძლო ვიზიტი იყო, ხოლო თემა რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება აქტუალობას ყოველდღიურად ზრდის - ახლო აღმოსავლეთის საომარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქველინიუსი გილოცავთ 2020 წელს. კარგი აბების, კეთილი სიახლეების და დადებითი ნიუების წელი ყოფილიყოს. ახალი წლის შემდეგ, თითქმის არაფერი ხდებოდა გარდა ნაძვის ხის კრიტიკისა, საახალწლოდ გახარჯული მილიონების გამოძიება-გამოჩხრეკვისა და ტრადიციული კრიტიკისა, მეორეს მხრივ - მილოცვებისა, მიღწევებისა და მომავალი წლის გეგმებისა. თოვლიც კი 4 იანვრისთვის ჩაინიშნა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ხდება ხოლმე, თუკი საქმე რომელიმე მედიას ეხება ან მათ დავალიანებას, ვალდებულებას, ჯარიმებს და სახელმწიფოს ჩარევას, მაშინ ყველა დანარჩენი მედია საშუალება მათ შესახებ საუბრობს. ამიტომ დღესაც მთავარი თემა დაინკასოებული ტვ-ები იყო. ასევე კალაძის მილიონიანი ნაძვის ხე და მოსამართლეების მომდევნო კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში წარსადგენად უნდა მოემზადონ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2019 წელი. 11:42pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციულად, 25 დეკემბერი საქართველოს პატრიარქს და საახალწლო ნაძვის ხეს მიეზღვნა - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი საახალწლო სიმბოლ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში აინთო, განათდა და როგორც ხდება ხოლმე - შეიქო ან გაკრიტიკდა. დღის სხვა ამბები ატენში გაჩენილ ხანძარს, ჯანდაცვის მინისტრის თავდაჯერებულობას და ინკასო დადებულ ტელეკომპანიებს უკავშირდებოდა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მეტნაკლებად ჭრელა-ჭრულა დღე იყო. ამინდი ერთფეროვანია და არც წვიმა ჩანს, თოვლზე ხომ არაფერს ვამბობთ და პოლიტამბებიც ასე თუ ისე გადაჭრელდა. მთავარ თემად შეიძლება სამთა შეხვედრა გამოვარჩიოთ - ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ყრილობა, პროექტების და თანამშრომლობების განხილვა, ასევე პირველი პრეზიდენტის უმცროსი შვილის დაჭრის და ავადმყოფობის ამბავი, ცოტა შმაქსისტობა, ფინანსები და საგარეო ამბები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბრის კიდევ ერთი დღე მიიწურა და ტრაგედიას ტრაგედია ემატება. დღის მთავარი თემა ისევ მოზარდები და სუიციდი იყო. დღის თემებში ასევე იყო ლარის ფულად დაბრუნების ამბავი, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ისტორია და საღამოს ამბავი - პირველი პრეზიდენტის დაჭრილი შვილი.
გამომძიებლის დანაშაული, გამოძიების მიზეზი - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საახალწლო განწყობები სრულიად ქრება, როდესაც ტრაგედია მთელს ქვეყანას შეძრავს - ასეთი ამბავი იყო გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ისტორიაც. დღევანდელი დღე, თავიდან ბოლომდე ამ ამბავს მიეძღვნა, კომენტარები, დავალებები, შენიშვნები, პროტესტი და პოლიტიკური გამოსვლებიც კი ამ გარდაცვალების გარშემო ტრიალებდა.
გარდაცვლილი მოზარდი - შინაგან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2019 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
შუაღამის ამბები უსიამოვნოდ იწყება - 15 წლის მოზარდი რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ თემამ დღის ყველა სხვა ამბავი გადაფარა. არადა, დღეს ბარბარობაა. დღის მთავარ თემებში ასევე იყო ვაჟა გაფრინდაშვილი და ამერიკელი კონგრესმენების შენიშვნები.
საღამოს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2019 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2019 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.
მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2019 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები ყოფილი ჩინოვნიკების, სასულიერო პირების, მოქმედი ტელე-გმირების და მრავალი სხვა.
მთავრობის ოპოზიცია ქუჩის აქციებით - დავით ბაქრაძე - გამოსავალი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2019 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება). პოლიტიკურ სარბიელზე კი აქციები არ წყდება და ყოველ დღე ახალი პიკეტირება, ახალი პროტესტი, დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და მისთანანი გრძელდება როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქს მიაღმა საქართველოში.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის კედლების აღმართვა მოიფიქრა პიკეტირების საპირწონედ. პარლამენტში მაინც შევიდა მინისტრი, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.
რკინის კედლები…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნოემბრის ბოლო მონოტონურად მიედინება - ყოველ ღამით აქციები, მერე ამ აქციების დაშლა-დარბევები და მეორე დღეს ამ დარბევევზე კომენტარები, მოწოდებები, შეძახილები და ა.შ. ცხადია, ეს პოზიცია-ოპოზიციური ჭიდილიც არ სიტყვათა მიგება, არ სრულდება. დღის მთავარი თემა ალბათ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იყო, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოს ხვდა წილად.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2019 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით აღნიშნავენ კიდეც მომავალში. ვნახოთ რა მოხდება. იქამდე კი დღის თემა სწორედ მაჟორიტარებისთვის შექმინი დისკომფორტია, დეზინფორმაციობანა მედიაში და ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2019 წელი. 7:30pm —
3 კომენტარი
________________
სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო. ასევე გიორგი რურუას დამანშავეობაც. ცხადია ქართველი ექიმის ტყვეობა ქვეყნი ერთ-ერთი N1 პრობლემაა. პრობლემებია უმრავლესობის შიდა გარკვევა-გაურკვევლობაში.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2024.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Skull and Bones Guide: 15 Tips and Tricks for Mastering the High Seas
Embarking on your journey in "Skull and Bones" can be both thrilling and daunting, given the multitude of resources to manage, ship types to unlock, and weapons to master. While the game provides a decent introduction, here are 15 essential tips and tricks to Skull and Bones Items help you dominate the high seas and become a legendary pirate.
1. Cooked Items Grant More Stamina
While traveling, you’ll collect…
გამოაქვეყნა rs2hot agatha_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2024.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Earning gold in Old School RuneScape (OSRS) is crucial for advancing in the game. Here are six effective ways to boost your gold income:
Runecrafting, especially crafting Blood and Soul runes, is highly profitable. At level 77, you can craft Blood runes for consistent income. Reaching level 90 unlocks Soul runes, offering even higher returns. Use the Zeah method to maximize efficiency.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ივნისი 2, 2024.
საათი: 11:53pm
1 კომენტარი
1 Like
ვაგრძელებ გაფიქრებების ჩაწერას...
პირველი…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Slot menggunakan Random Number Generator (RNG) untuk mengacak jutaan gulungan kombinasi . Setiap campuran memiliki pembayaran dipilih yang pastikan peluang dari menang.
Meskipun probabilitas dari mengambil bagian dalam Slot seluruhnya acak, ada prosedur Anda boleh mematuhi untuk meningkatkan peluang dari sukses, dan Informasi ini akan berjalan Anda melalui tips.
10 Rekomendasi tentang Meningkatkan Probabilitas Keuntungan Anda dalam…
© 2024 George. •