ნოემბრის ბოლო მონოტონურად მიედინება - ყოველ ღამით აქციები, მერე ამ აქციების დაშლა-დარბევები და მეორე დღეს ამ დარბევევზე კომენტარები, მოწოდებები, შეძახილები და ა.შ. ცხადია, ეს პოზიცია-ოპოზიციური ჭიდილიც არ სიტყვათა მიგება, არ სრულდება. დღის მთავარი თემა ალბათ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იყო, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოს ხვდა წილად.
პოლიტიკა ქუჩაში ან ქუჩურად - გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძის მოწოდებაზე - "ქართული ოცნებისგან" ცინიზმი ჯერჯერობით წამყვან როლს იკავებს. გიორგი ვაშაძე - კახა კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება. გიგა ბოკერია - ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იხრება იმისკენ, რომ პარლამენტის წევრებზე წნეხი გაგრძელდეს. გია ვოლსკი - ქუჩაში გასვლით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით არანაირი დისკომფორტი არ ექმნება პოლიტიკურ პარტიას - დისკომფორტი ექმნება ქვეყანას. გიორგი ვაშაძე - დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძე ამ პოლიტიკური კლოუნების გუნდში გამორჩეული პოლიტიკური კლოუნია. თინა ბოკუჩავა - თუ კალაძე მართლაც გადაწყვეტს ფსევდოდამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას, ეს ისევ და ისევ ივანიშვილის დავალებით მოხდება. აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან პიკეტისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას 28 ნოემბერს გეგმავენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და დემონსტრანტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები თავიდან აიცილონ. ვახტანგ ძაბირაძე - უკვე დაიწყო თამაში გაძლებაზე, ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სიმშვიდეს - ამ მხრივ, ოპოზიციას უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. რამაზ საყვარელიძე - ფაქტია, რომ აქციების მუხტი შედეგს არ იძლევა. თინა ბოკუჩავა - თუ ხუთშაბათს ექნებათ პარლამენტის სხდომის ჩატარების მცდელობა, ხუთშაბათს მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას. სულხან სალაძე - ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რა საჭირო იყო დილის 5 საათზე წყლის ჭავლის გამოყენება, როცა პლენარული სხდომის დაწყებამდე დიდი დრო იყო. სამართალდამცავები არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტთან კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. კახა კალაძე 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე - თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციას პიკეტირების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს, მისი ტაქტიკა გამართლებულია, რადგან არ არის ძალადობრივი და ხელისუფლებას ამყოფებს სტრესში. გია ვოლსკი - შექმნილ ვითარებაში კომპრომისი არ ჩანს. Amnesty International - მთავრობის მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი.
მოსმენა როგორც გამოსავალი - გია ვოლსკი პატრიარქის განცხადებაზე - მე ვნახე, ოპოზიციის დიდ ნაწილს როგორი დამოკიდებულება აქვს არა მარტო პატრიარქის, არამედ ეკლესიის მიმართ და ძალიან რთულია, ასეთ შემთხვევაში მოუსმინო ადამიანებს. თურქეთის ელჩი ილია მეორეს - სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ. პატრიარქის განცხადებით, სამწუხაროა, რომ არ არსებობს ურთიერთგაგება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. მან განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ერთმანეთის მოსმენის საჭიროებას და აღნიშნა, რომ მოსმენით მიიღწევა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს განცხადება პატრიარქმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტობა ანუ საშუალება ჩვენი პრობლემების გასაჯაროვების - დავით ზალკალიანი ჰაიკო მაასს - მოწმეები ვართ, როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებს, გერმანიის სწრაფვა გაერთიანებისკენ ჩვენთვის შთაგონების წყაროა. დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს. დავით ზალკალიანი - ბერლინში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ვითარება „მალე მოგვარდება“. დავით ზალკალიანი - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო. ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი დღის წესრიგი გააცნოს.
მოჩერჩეტე ფულები - 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია - 59 მლნ დოლარი პანამადან შემოვიდა, რაც ივანიშვილს უკავშირდება.
ივნისელების ჩვენებები - 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის განცხადებით, ციხეში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.
ერთიანი სამედიცინო ტარიფები - ლევან კობერიძე - კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრების შემდეგ, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ კლინიკებისთვის დაწესებული ერთიანი ტარიფი შეიცვალოს.
გაძვირებული თბილისური მგზავრობა - „თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი - თუ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, შევძლებთ მომსახურება იმ დონეზე ავიყვანოთ, რომ ახალ ავტობუსებს არ ჩამოვრჩეთ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია