ბოლო რამდენიმე დღეა ილიაუნის სტუდენტთა ერთი ნაწილი და მას აყოლილი საზოგადოების მორწმუნე ფბ-მპოსტავები აღშფოთებას გამოთქვამენ ილიაუნიში მოწყობილი გამოფენის გამო - კონკრეტულად კი ერთი ნახატისა, სადაც ორსული ღმრთისმშობლია წარმოდგენილი, რომელიც თავს იკლავს (მინდოდა დამეწერა მიდგომილი ღმრთისმშობელი, მაგრამ ვფიქრობ ამდენ ცოდნას თავად ავტორი არ ატარებს). მხატვრის სახელს პოსტის ბოლომდე და არც მის შემდეგ საგანგებოდ არ ვახსენებ და ნურც თქვენ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2015 წელი. 3:00pm —
3 კომენტარი
________________
დაახლოებით ერთი წლის წინ შედგა ძალიან საინტერესო ინტერნაციონალური სამეგობრო. სამეგობროს ჰქონდა ბევრი ერთობლივი თავგადასავალი სწავლა-გართობა-მოგზაურობის ფარგლებში. სამეგობრო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შედგა და მისი წევრები ამჟამად სულ სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძობენ არსებობა-საქმიანობას, თუმცა ერთ დროს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო და შორეულ ადამიანებს დღეს გრძნობების გამომხატველი უამრავი დადებითი და…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2015 წელი. 5:30am —
7 კომენტარი
________________
არსებობს ერთი შეხედულება, რომელსაც დღეს წამდაუწუმ გაიგონებთ - თეატრების კულისებში ეს არის პიესა. ამ აზრს უნდა ყურადღება სამართლიანადაც მივაქციოთ, რამეთუ პიესა შეიძლება დაიწეროს ყველგან, თეატრშიაც და შინაც. ოღონდ გააჩნია, ვინ წერს. ცხადია, არაფერი განსაკუთრებული აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატრშიაც დაწერილა ბევრი პიესა, რომელთაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ და სახლშიაც. მომხდარა პირიქითაც:…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2015 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- ჩვენ ის ბავშვები ვართ ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშები ვართ პოკემონებს რომ ვაგროვებდით და დენდი გქვონდა. ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე, რომ ჯეირნს ვთამაშობდით და…
გაგრძელება
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2015 წელი. 7:00pm —
16 კომენტარი
________________
მას შემდეგ რაც შეყვარებულმა წყვილმა, უერთმანეთობას ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა მრავალწლიანი თანაცხოვრობისთვის თანხმობა ეთქვა, როგორც XXI საუკუნის გარიჟრაჟზე იყო გაპოპულარულებური - გაიპარნენ. ვის გაეპარნენ, რატომ გაეპარნენ არ ვიცი, მაგრამ რასაც ჩემი 13 წლის ტვინი წვდებოდა ეს იყო, რომ - გაპარვას ქორწილი მოსდევს, ქორწილს ქეიფი, ქეიფს გემრიელი საჭმელები და ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც თქვენობით უნდა ველაპარაკო და მასთან ღლაბუცი არ შეიძლება (ეს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 28, 2015 წელი. 3:30pm —
3 კომენტარი
________________
რაღაც მორჩა და რაღაც დაიწყო, (ერთი მორჩა მეორე დაიწყო), პოეტებისა და სლოგანების ქვეყანა რომელიც უკვე დიად და ტიტანურ ნაბიჯებს დგავს (საკითხავია მიდის რომ საერთოდ?). საშემოდგომო სეზონი როგორ ყოველთვის დიდი წყალდიდობებით იწყება და წყალწაღებული ქუჩებით მთავრდება, მერე გამოდის ენა ბლუ(მისი კილო ( უკვე მერამდენე საუკუნეა ეს ენაბრგვილები…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2015 წელი. 6:30pm —
10 კომენტარი
________________
თუ ინარჩუნებ შენს სიმშვიდეს,გონებაც გერჩის,
როცა ქვეყანა თავს კარგავს და შენც გექაჩება;
თუკი მაშინაც,როცა ყველა გიყურებს ეჭვით,
რწმენა საკუთარ თავისადმი რწმენად დაგრჩება;
და თუ ლოდინიც შეგიძლია დაუღალავი,
თუ გწამს სიმართლე,უამრავი სიყალბის მნახველს;
თუკი,ყველასგან მოძულებულს, არ გძულს არავინ,
და მაინც,მუდამ გაურბიხარ ბრძენკაცის სახელს;
თუკი ოცნებობ და ოცნებებს არ ემონები,
თუ ამბობ იმას,რასაც ფიქრობ,რაკიღა…
გაგრძელება
დაამატა ნინუცა ნანიტაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2015 წელი. 12:00pm —
4 კომენტარი
________________
- როცა გარდაიცვლებით, თქვენს სახეს, ტანს, თავსა და ფეხს გამოვაქანდაკებთ ბატონო ჩემო. ცხვირს ცხვირს მივამსგავსებთ, პირს პირს, ნიკაპსა და შუბლსაც თავის ადგილას დავსვავთ!
- არ მინდა ბატონო ქანდაკება, ფოტოც არ მინდა საფლავის ქვაზე.
- აბა უცნობებმა როგორ უნდა გიცნონ?
- უცნობებისთვის მაინც უცნობი დავრჩები, ქვაში გამოკვეტებული კიდევ, უარეს ბორკილებშესხმული გინდათ გამწიროთ მარადიულობისთვის?
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 25, 2015 წელი. 9:30pm —
8 კომენტარი
________________
როცა ისტლენდში პრობლემა ჩნდება ყოველთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ ცენტრალ ბანკს, იმდენად გავლენიანი და საოცრად გამჭრიახ ადამიანთან გვაქვს საქმე (სერ ბენ გრამატიკოსი), საოცრად მოხერხებული ადამიანი რომელმაც "ნამდვილი" წარმატება უკვე ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მიღწია, იგი თავის კაპიტალს აბანდებს ასევე ახალგაზრდა წარმატებულ ადამიანებში. (საიდუმლო წრე რომელიც ამ კაპიტალში იღებს ძირითად მონაწილეობას ჩაბმულია "სათამაშო" ელემენტებში) ამაზე კი სხვა…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2015 წელი. 11:00pm —
11 კომენტარი
________________
"ქართველი ხალხი ჭკვიანი და ბრძენი ხალხია" - არ თქვათ რომ მსგავსი ნარატივი არ მოგისმენიათ ჩვენს ყოველდღიურობაში. როდესაც რამე მსგავსს ამბობენ, ხშირად მოიშველიებენ ხოლმე: "ერი, რომელმაც შოთა რუსთაველი აღზარდა, ერი რომელმაც იყალთოსა და გელათის აკადემიებში მეცნიერება შეისწავლა, ერი რომელმაც შობა ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ააგო სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა, ჯვარი და ბაგრატი" და ა.შ. და ა.შ.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2015 წელი. 10:00pm —
5 კომენტარი
________________
ნეტავ ვინ იტყვის, რად გაჩნდა ამქვეყნად ყველა ეს ხვადაგი, ძარცვის თავადი, ფეოდალი, პოლიტიკოსი, ბატონიშვილი, ამდენი ცხოველი, ისტლენდის სისხლისმწოველი. მარად ქვეყნის დიდებაზე გალობენ და მის ძარცვას კი არ თაკილობენ; ქვეყნის ღლეტით რომ ვერ იჯერეს გული, სხვისი ბეღლის შესანსვლას ლამობენ. ემუქრებიან გერმანიას, იტალიის დაპყრობა სურთ, ალბანეთს კი ეფერებიან.
ბეიანის გარეუბანში…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2015 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უპირველეს ყოვლისა, და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ავლადიდებაში მე მყავს ჩემივე მე(ego), ეგო - იგივე - ლენი ბურგუნდელი, ხათრიანი და დარდიმანდი ბიჭი, ღიპიანი, ჩასუქებული, ჩაკურატებული, არც მთლად ჭაბუკი ორმოცდაათ წელს გადასული, მაგრამ ჯანიანი, კარგად ჩასხმული, საღკბილებიანი, ნაფოტასავით მკვირცხლთვალებიანი.
ვერ გეტყვით, რომ ჭაღარა მაგრამ შევერცხლილი! იმაშიც გამოგიტყდებით,…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ღვინის სამშობლოში, როგორც საქართველოს უწოდებენ ხოლმე, ღვინობისთვეში ვენახსა და ყურძენზე არაფერი დამეწერა, არ იქნებოდა სწორი. ფოტო ხომ მაინც უნდა გამომექვეყნებინა რთველისა, მით უმეტეს რომ ამ პერიოდში ყურძნის კრეფა, მწვადის შეწვა და კვირობით გაგრძელებული ბახუსი ჩვენი კულტურისთვის ჩვეულებრივი ყოფიერებაა. ამიტომ, გადავწყვიტე მევენახოებიდან ცოტა უფრო კომპეტენტური სტატია შემომეთავაზებინა და ერთ ძველ წიგნს მივაშურე, საიდანაც ზოგადად, მევენახოების…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2015 წელი. 5:30pm —
3 კომენტარი
________________
სიუჟეტი „დეტექტიურია“: თბილისში, მშრალ ხიდზე მკვლელობა ხდება. მოკლული საბავშვო წიგნების ცნობილი ილუსტრატორია. იმდენად, რამდენადაც მკვლელობა შემოდგომაზე მოხდა, ხიდზე ძალიან ბევრი ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტი იყო. გამომძიებელი ფიქრობს, რომ მკვლელის პოვნაში ხიდზე იმ დღეს გადაღებული ფოტოები დაეხმარება. ამიტომ ის ინტერნეტში აქვეყნებს თხოვნას, გაუგზავნონ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ რიცხვში მშრალ ხიდზე გადაღებული ფოტოები. თხოვნის მიზეზად…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2015 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თქვენ შეიძლება იყოთ ნებისმიერ ქალაქში ან ნებისმიერ ადგილზე შემოუაროთ პორტს, მაგრამ ეს არ არის არც ნებისმიერი ქალაქი და არც ნებისმიერი პორტი, ეს მონრეალია.
თუ ველოსიპედით გიყვართ სეირნობა, მონრეალში შეგხვდებათ ბევრი ველოსიპედით მოსეირნე, შეიძლება შეხვდეთ კლოუნებს ველოსიპედზე. თქვენ უნდა ჩაერთოდ რბოლებში, ეს არის მონრეალში ცნობილი ველო ტურები, რომელიც ეწყობა ქალაქის…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2015 წელი. 9:00pm —
10 კომენტარი
________________
ერთი საჩოთირო და საკამათო აზრით მაქვს გონება გატანჯული და გამოვუშვებ, ეგებ თქვენც რამე მსგავსზე გეფიქროთ და სიტყვა შემაწიოთ.
ხელოვანთა შორის, ყველაზე ამპარტავანნი რომლები არიან?
აქვე, ჩვენს/თქვენს ყოველდღიურობაში მიმოავლეთ თვალი. ჩემი დაკვირვებით ასეთები არიან პოეტები (შიგადაშიგ მწერლებიც) და მომღერლები. შეიძლება დროის ძალიან ვიწრო მონაკვეთში ვიჭყიტები, და სივრცეც საქართველოს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2015 წელი. 7:30pm —
10 კომენტარი
________________
შუა საუკუნეების ადამიანების უმრავლესობა, წერს ავტორი, დროის უმეტესობას საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ანდომებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი კი ამავე დროს საფრთხის მიმართ შიშის დაძლევის პროცესია. თუკი მართებულია ის დებულება, რომლის მიხედვითაც ტექნიკის ისტორია ყოველდღიური ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაა, მართებულია ის დებულებაც, რომ მთელი ტექნიკის ისტორია შეიძლება…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წიგნი არც იუნგიანურ-სტრუქტურალისტურ ტრადიციას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც მითები ჩვენს ცნობიერებაში (არაცნობიერში) ჩადებული სტრუქტურებია არქეტიპები ან ბინარული ოპოზიციები, რომლებიც უნივერსალურია და წარმართავს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს.
წიგნი იწყება მითების ჩვეულებრივი და გაზიარებული აღწერებით. უგური იმეორებს უკვე საკმაოდ გაცვეთილ მოსაზრებებს, რომ კოსმოგონიური მითები…
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 13, 2015 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბევრჯერ წაშლილი და თავიდან აკრეფილი ტექსტია. ემოციების მოზღვავებისას რომ ვწერ და მერე მცირეოდენი დამშვიდებისას ვშლი და მოუსავლეთში ვიძახებ.
(წყარო)
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 13, 2015 წელი. 5:00pm —
10 კომენტარი
________________
მკაცრი აზრით, ამ წიგნს ვერც ლიტერატურის თეორიას და ვერც ამ ბოლო დროს ჩვენში პოპულარულ „ლიტერატურის შედარებით კვლევა“ იქნება. სპარსული და ევროპული წყაროების კვლევით, წიგნის ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ასეთი სიუჟეტი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდე უბრალოდ არ არსებობდა. ავტორი მიმოიხილავს სარაინდო რომანების სიუჟეტებს და ფაბულებს შეფარვით დასცინის მეცნიერ რუსთველოლოგებს და ამბობს,…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2015 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm
1 კომენტარი
4 მოწონება
მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…
© 2021 George.
•