ჩემთან უშუქობა მუზების გამოჩენას უკავშირდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად არაფერი გამომდის. ალბათ მდინარისგადაღმა რესტორნიდან მოსული "ცივილიზაცია" უშლის ხელს.

1x1, Alfonso_Cuaron, Children_of_Men, blog, diary, qwelly, reproduction, აზკაბანის_ტყვე, ალფონსო_კუარონი, ბლოგი, გადაშენება, გამრავლება, დღიური, ეპიდემია, კაცობრიობის_შვილი, რეპროდუქცია, სიცოცხლე, უშუქობა, ქველი, ღირებულება, ღირებულებათა_სისტემა, ცივილიზაცია, ჰომოსექსუალიზმი

      გონებაში დიდი ხანია ერთი იდეა მიტრიალებს და მინდა გამოვათავისუფლო და გაგიზიაროთ. მორწმუნეობის უპირატესობებზე რამდენჯერმე დავწერე, ერთხელ მის მომგებიანობასაც შევეხე, ამჯერად სხვა პრობლემის ცოტა სხვაგვარი ხედვა მინდა გაგიზიაროთ. საქმე კაცობრიობის გამრავლებას ეხება.

      არის ერთი ფილმი სახელად "Children of Men", ქართულად ითარგმა როგორც კაცობრიობის შვილი. ფილმი 2006 წელს გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე, მისი რეჟისორია ალფონსო კუარონი (გეცნობათ ალბათ გრავიტაციიდან ანდა ჰარი პოტერიდან, აზკაბანის ტყვე მისი გადაღებულია), შემდეგ რამდენიმე კინოდაჯილდოების ნომინანტიც იყო, მაგრამ მაინც არაა ის ფილმი, რომელიც უნდა ნახო ვიდრე ცოცხალი ხარ, ანდა ფილმი, რომელიც კინემატოგრაფიის შედევრთა შორის დამკვიდრდება. ჩვეულებრივი ფილმია საშუალო დონის ექშენით და არც ისე კარგი ფენტეზით, აპოკალიპტური ფილმების სიაშიც არაა მაინცდამაინც დაწინაურებული.

      ფილმი მოგვითხრობს ახლო მომავალზე. დაახლოებით 2027 წელია და კაცობრიობის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი 2009 წელს დაბადებული, აწ უკვე 18 წლის ბიჭია, რომელიც ფილმის დაწყებისთანავე კვდება და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანის სტატუსს, იმავე წლის მარტის თვეში დაბადებული გოგონა ღებულობს. დიახ, ფილმი მოგვითხრობს იმ "ეპიდემიის" შესახებ, რომელმაც ქალებს შობადობა შეუჩერა. სამყარო ვეღარ მრავლდება. არავის არაფერი არ სჭირს, ყველა ჯანმრთელია, არანაირი დაავადება და შესაბამისად არანაირი განკურნების საშუალება - უბრალოდ ქალები ვეღარ აჩენენ ბავშვებს და მსოფლიოში შობადობა-სიკვდილიანობის ნაცვლად, მხოლოდ სიკვდილიანობასღა ითვლიან. შობადობის სოციოლოგია გაუქმდა.

      როგორც გითხარით, ფილმი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ საინტერესოა მოვლენები რომელიც ასეთი მსოფლიოს პერიოდში ვითარდება.

      თქვენი აზრით, როგორია სამყარო იმ დროს, როდესაც ახალი ადამიანები არ იბადებიან და მხოლოდ დაბადებულებიღა ვაგრძელებთ სიცოცხლეს?

      ყველა ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანი, სამყაროზე შეყვარებული, ჰუმანოფილი და ა.შ. უპასუხებდა - რა თქმა უნდა მსოფლიოში მშვიდობაა, ეს ხომ ლოგიკურია. ომები იმისთვისაა, რომ კაცობრობა შეთხელდეს და ახლა ისედაც ვცოტავდებით, ომი რაღა საჭიროა? ალბათ ყოველი ადამიანი ერთმანეთის ზრუნვისთვის იღწვის, უფრთხილდებიან მათ ვინც დარჩათ ამ სამყაროში, რადგან ახლა ისინი და მათი გარშემომყოფები არიან ერთადერთი ცოცხალი ადამიანები - აღარ იარსებებს სხვა.

      დიახ, ეს სწორი პასუხია, ასე უნდა იყოს. კაცობრიობა ასე უნდა აზროვნებდეს ალბათ და მაშინ იქნებოდა ყველაზე საყვარელი

      მაგრამ ფილმში ასე არაა ნაჩვენები და სწორედ იმიტომ, რომ ეს უტოპიაა. უკვე ვახსენე, რომ ფილმი აპოკალიპტურია. აპოკალიფსში კი სამყაროს დაღუპვის სცენარია, კაცობირობის დაღუპვას უპირველეს ყოვლისა კვლავ კაცობირიობა უწყობს ხელს. კი, ფილმში ომებია. ქვეყნები ქვეყნების წინააღმდეგ, ერები ერების წინააღმდეგ და ისედაც ბარეორპარასკევდარჩენილ კაცობრიობაში კიდევ ხოცავენ ერთმანეთს. მიზეზებს ნუ მკითხავთ, მეც ვერ მივხვდი.

     

- ნაიჯელ, რისთვის ინახავ ამ ნიმუშებს? მაქსიმუმ 80 წლის შემდეგ მისი მნახველი არ დარჩება. ნაიჯელი ფილმის ერთ-ერთი გმირია ეპიზოდური როლიდან, მულტიმილიონერი, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი, რომელმაც მსოფლიოს მუზეუმებიდან წამოიღო ექსპონატები და თავის სახლში ინახავს.
- არ ვიცი, ვცდილობ საკუთარ თავს ეს არ შევეკითხო.

      ფილმში ყველაფერი ინდურად ლამაზად მთავრდება - გამოჩნდება გოგონა, რომელიც ორსულად არის და მას გადაიყვანენ სამშვიდობოს. ანუ კაცობრიობა გამრავლებას აგრძელებს, თუმცა ჩემი პოსტის იდეა აქამდე არ მიდის. მე სწორედ ეს რამდენიმე დეტალი მაინტერესებს რაც ფილმის პირველ 20 წუთში უკვე მზა მესიჯებად არის წარმოდგენილი.

      ! თუ არ გავმრავლდებით, მაშინ ნებისმიერ შემოქმედებას, აქტივობას ფასი ეკარგება. ადამიანები ასეთ სამყაროშიც შრომობენ და სამსახურში დადიან, მაგრამ უხალისოდ, უპერსპექტივოდ, უიმედოთ, უაზროდ, ნაცრისფერ სამყაროში.

      ! თუ არ გავმრავლდებით, აწმყოსაც ომი წალეკავს.

      ჩვეულებრივ, დღევანდელ სამყაროში შეკითხვები ასეთია: თუ 80 წელი ვიცხოვრებთ და მერე მოვკვდებით, მაგრამ ეს ოთხმოცი წელი მაინც ღირებულია, რადგან შთამომავლობას რჩება ჩვენი სახელი (ეს სახელის დარჩენა და ა.შ. პირობითად. მაინც მარადიულობას ვუკავშირდებით). მაშინ უფრო ღირებული რატომ არ არის საუკუნო სიცოცხლეზე ფიქრი, უკვდავებასა და მარადისობაზე?

      და მეორე შეკითხვა - თუ გამრავლება ასეთი აუცილებელია, მაშინ. რა ჰომოსექ.. მოდი მეორე კითხვას აღარ დავწერ, ისედაც ხვდებით მგონი.

აქვე წასაკითხი პოსტები

რწმენა მომგებიანია (ვარიაცია ჭეშმარიტებისკენ)

კუებზე მდგარი მითოლოგია (ვარიაცია ჭეშმარიტებისკენ)

ნახვა: 389

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარიაცია, კინომანია, უშუქობა, ქველი, ღირებულებები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters