- როცა გარდაიცვლებით, თქვენს სახეს, ტანს, თავსა და ფეხს გამოვაქანდაკებთ ბატონო ჩემო. ცხვირს ცხვირს მივამსგავსებთ, პირს პირს, ნიკაპსა და შუბლსაც თავის ადგილას დავსვავთ!
  - არ მინდა ბატონო ქანდაკება, ფოტოც არ მინდა საფლავის ქვაზე.
  - აბა უცნობებმა როგორ უნდა გიცნონ?
  - უცნობებისთვის მაინც უცნობი დავრჩები, ქვაში გამოკვეტებული კიდევ, უარეს ბორკილებშესხმული გინდათ გამწიროთ მარადიულობისთვის?

      მართლაც, ვინ მოიგონა ქანდაკებები? როგორ არ უნდა აღფრთოვანდე როცა ამდენი დიდებული მოქანდაკის უზადო ნამუშევრებს უყურებ, დავითი, პიეტა, ვენერა მილოსელი, დისკოს მსროლელი, სასამართლოს ქალბატონი, მოაზროვნე და სხვანი და სხვანი, რა დრო, მოთმინება, ენერგია, ფანტაზია და აღქმა დასჭირდათ ამის გამომქანდაკებლებს? დუმბაძეც ხომ წერს - ადამიანი ქანდაკებაა და გარშემო უნდა შემოუაროო, მაგრამ მიუხედავად მათი შესანიშნაობებისა, მაინც არცერთი არ აღმძრავს სიცოცხლისკენ. დგანან უძრავად, ურყევად, უფერული, უხეში სახეებით, დგანან, წვანან, გადახრილან, ხელი-ფეხი გაუშვერ-გამოუშვერიათ, დაღოებულან, ზოგიერთ სისხლძართვებიც კი ეტყობა მარმარილოს ფილებზე, მაგრამ მაინც მკვდრები არიან და არც არავინ ელოდება მათ გაცოცხლებას.

      წარმოგიდგენიათ? ხორცი სულის საკანიაო. ხორცი რომელიც მოქნილია, მოძრავია, მოუსვენარია, ცოცხალია და ისიც კი საკანია და ახლა ქვა, ცივი, თეთრი თუ შავი, როგორი საკანი უნდა იყოს ადამიანისა?. არა, ქანდაკება არ მინდა! არსად არ დადგათ ჩემი ქანდაკება.

  - კი, მაგრამ როგორ? თქვენ მოქანდაკეებს მკვდარი შემოქმედების ავტორებად მოიაზრებთ?!
  - დიახ! ასე არ არის განა? 

ნახვა: 237

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დავითი, დისკოს_მსროლელი, ვენერა_მილოსელი, პიეტა, ქანდაკება

თა _ მო: ოქტომბერი 26, 2015||12:32am
Kakha: ოქტომბერი 26, 2015||12:08pm

არადა რა დიადი ხელოვნებაა მოქანდაკეობა))

BrOliKa: ოქტომბერი 31, 2015||9:38pm
გეთანხმები კახა... მკვდარი სულაც არ არის პირიქითაც შეიძლება მკვდრის სილუეტი გააცოცხლოს ქანდაკებამ.
Kakha: ოქტომბერი 31, 2015||9:41pm

რა თქმა უნდა, ეს უკვე მოქანდაკეს ოსტატოებაზეა დამოკიდებული )) არ გიცდია შენც რომ მოკიდო ხელი ამ დარგს? :D

BrOliKa: ოქტომბერი 31, 2015||9:45pm
სიმართლე გითხრა და არა :D ისე მიყვარს ქანდაკებები ლა ლამაზი სკულპტურები ♥♥♥ ვცდიდი სიამოვნებით :D არაჩვეულებრივი გამოფენა გამახსენდა მე ამისგან გავაკეთებ... :D
Kakha: ოქტომბერი 31, 2015||9:48pm

იმიტომ ფრთხილობ რომ რთულ საქმიანობად წარმოგიდგენია :D არადა ხატვაზე ბევრად უფრო ადვილია და პოეზიაზე მითუმეტეს :D 

BrOliKa: ოქტომბერი 31, 2015||9:55pm
უბრალოდ შანსი არ ჩამვარდნია ხელთ, რომ მეცადა სამწუხაროდ :(ეხლა არ მითთხრა მე გამომიძერწავსო?! :D
Kakha: ოქტომბერი 31, 2015||10:02pm

ცუდია, აუცილებლად უნდა ცადო :D პოეზიაშიც, საინტერესო მეცნიერებაა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters