ღვინის სამშობლოში, როგორც საქართველოს უწოდებენ ხოლმე, ღვინობისთვეში ვენახსა და ყურძენზე არაფერი დამეწერა, არ იქნებოდა სწორი. ფოტო ხომ მაინც უნდა გამომექვეყნებინა რთველისა, მით უმეტეს რომ ამ პერიოდში ყურძნის კრეფა, მწვადის შეწვა და კვირობით გაგრძელებული ბახუსი ჩვენი კულტურისთვის ჩვეულებრივი ყოფიერებაა. ამიტომ, გადავწყვიტე მევენახოებიდან ცოტა უფრო კომპეტენტური სტატია შემომეთავაზებინა და ერთ ძველ წიგნს მივაშურე, საიდანაც ზოგადად, მევენახოების ისტორიის მოკლე მიმოხილა მინდა გაგიზიაროთ.

ვაზი, ვენახი, ვენახის ისტორია, მევენახოების მიმოხილვა, მევენახოების სახელმძღვანელო, ვაზი, ქველი, რთველი, qwelly, mevenaxeoba, mevenaxoebis saxelmdzgvanelo, vazi, wine, mevenaxoebis mimoxilva

მევენახოების მიმოხილვა

      კულტურული ვაზის წარმომშობი ფორმა მთელ ხმელშთაშუა ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებში მოიპოვება და აქედან ის, როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთითაცაა გავრცელებული. რაც შეეხება ვაზის კულტურის წარმოებას, სრულიად ურყევად შეიძლება მივიღოთ რომ იგი ერთი ადგილიდან თანდათანობით სხვა ადგილებში გადავიდა.

      ბევრი გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ მევენახეობის დასაწყისად ა/კავკასია და კასპიის ზღვასთან მდებარე ქვეყნები უნდა ვიგულისხმოთ და, შესაძლოა, აგრეთვე მცირე აზიის დასავლეთი ნაწილიც. უწინ საერთო აზრი არსებობდა, რომ ვაზის კულტურა პირველად ერთ-ერთმა კულტურულმა სემიტურმა ტომმა შემოიღო; დღეს კი ლინგვისტურ კვლევაზე დამყარებული მასალის მიედვით ირკვევა, რომ ვაზის კულტურას ძველი დროიდან მოყოლებული წინა აზიაში მცხოვრები ტომები მისდევდნენ. ამ აზრს რამდენადმე ეწინააღმდეგე ის გარემოება, რომ მევენახეობას ეგვიპტეში ძალიან ძველი დროიდან მისდევდნენ. როგორც უძველეს სასაფლაოზე და ტაძრებში გამოსახულ სურათებიდან ჩანს ვაზის კულტურა იქ უკვე V დინასტიის დროს (დაახლოვებით 3500 წ. ძვ.წ.აღ.) იყო დამკვიდრებული. [1]. მეტად ღირსშესანიშნავია ის გარემოება, რომ იეროგლიფური ტექსტები უკვე რვა სხვადსხვა ვაზის ჯიშს ახსენებენ[2]. უდაოა, რომ მევენახეობა ეგვიპტეში აღწევს ნილოსის ქვეყნის პრეისტორიულ და უფრო ადრინდელ ხანასაც, როგორც ირკვევა ეგვიპტელთა დამარხვის რიტუალში ღვინო თვალსაჩინო როლს თამაშობდა. საერთოდ, ფინიკიელთა, ასურელთა და სემიტთა მევენახოება ბევრად უფრო გვიან წარმოიშვა, ვიდრე ეგვიპტელთა მევენახეობა.

      საბერძნეთში ორი ათასი წლის წინ ახალ წელთაღრიცხვამდე, კარგად იყო განვითარებული ვაზის კულტურა და ჰომეროსის დროს მევენახოება მთელ საბერძნეთსა დამცირე აზიაში სავსებით აყვავებული ყოფილა.

      იმდენად შორეული ისტორია არ აქვს იტალიის მევენახოებას. პლინიუსის გადმოცემით მევენახოება ხვნა-თესვაზე უფრო გვიან იყო შემოღებული. უძველეს დროს მსხვერპლის შეწირვის საჭიროებისათვის, იქ ღვინის მაგივრად ჯერ კიდევ რძე იხმარებოდა. მეხუთე საუკუნეში კი, ახალი წელთაღრიცხვის წინ, სოფოკლე, იტალიას, როგორც მევენბახოების ქვეყანას, დიდი ქებით იხსენიებს. იტალიის მევენახოების წარმოშობა ჯერ საკმაოდ გაშუქებული არ არის; ახლაც მტკიცეა ის აზრი, რომ მევენახოება აქ არც ნეოლიტიკუმში ყოფილა და არც იტალიის ბრინჯაოს[3] ხანაში. ზემო და შუა იტალიაში მევენახოება პირველად რკინის ხანაში, მაშასადამე, პირველი ათასეულის წლის დასაწყისში (ახალ წელთაღრიცხვამდე) თუ იყო წარმოებული. დასაშვები არ არის, რომ იგი საბერძნეთიდან იყოს შეტანილი, რადგან მეღვინეობისა და მევენახოების ბერძნული და ლათინური ტერმინოლოგია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. უფრო საფიქრებელია, რომ იქ გადასახლებულ ბერძნებს ვაზის კულტურ უკვე დახვდათ.

      რომაელებმა მევენახოება ესპანეთში დაამკვიდრეს და გააფართოეს იგი აგრეთვე ჩრდილოეთით, როგორც ამას ალპების ჩრდილოეთით მცხოვრებთა მევენახოების ლათნური ტერინოლოგიაც გვიჩვენებს.

      საფრანგეთში, მარსელის ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვაზის კულტურა რომაელების შემოსვლამდე იყო ცნობილი; აქ ვაზის მოშენება ისე სწრაფად გავრცელდა, რომ უკვე დომიციანემ (81-96წწ) მევენახოების გაფართოებსი შემზღუდავი ბრძანებები გამოსცა, თუმცა Weise-ს დასაბუთებული მოსაზრების მიხედვით, ამით მევენახოება ვერ იქნებოდა შეზღუდული. მეორე საუკუნეში გლიაში მევენახოება ფართოდ გავრცელდა და შემდეგში კი მას მეტად აქეზებდა კეისარი პრობუსი (276-282წწ.), რასაც მისი ხამოკლე მეფობის გამო, არც ისეთი მნიშვნელობა ექნებოდა, როგორც ამაზე ხშირად მიგვითითებენ.

      გერმანიაში[4][5], მევენახოება, როგორც ირკვევა, პირველად მოზელზე განვითარდა, სადაც აუზონიუსის აღწერით (IV საუკ.) და არქეოლოგიური ნაპოვნების მიხედვით, უკვე II და III საუკუნეებში დიდი განვითარება ჰქონდა. რაინგაუს და ხიმინჯიანი შენობების (მდ. ფულდაზე) არქეოლოგიური ნაპოვნებიდან ჩანს[6], რომ ვაზის კულტურა მე-2-3 საუკუნეში უცნობი არ იყო რეინის მარჯვენა ნაპირებსითვისაც.

      ჰოპსის აზრით[7], დუნაის ქვეყნებში მევენახოება რომიდან უნდა იყოს შეტანილი, თუმცა პირველი ვენახები ბავარიისა - დუნაიზე მე-7 საუკუნეში მოიპოვებოდა, რაც დოკუმენტალურად დამტკიცებულია.

      ხალხთა გადასახლების დროს [8] მევენახოების გავრცელება უნდა შეფერხებულიყო; იგი არ მოსპობილა, მხოლოდ შეჩერდა რეინის მარცხენა ნაპირზე მოზელზე და როგორც მეროვინგების დროის ისტორიული საბუთებიდან ჩანს, აგრეთვე პფალცში და ელზასშიაც.

      კაროლინგების გამეფებას მოჰყვა მევენახოების აყვავების პერიოდი (კარლოს დიდი). მე-8 საუკუნეში მევენახოება შუა ევროპაში უმაღლეს განვიტარებას აღწევს. მე-10 საუკუნეში ვაზს უკვე მევენახოების უმთავრესი სადღეისო რაიონები ეჭირა და მისი კულტურა უფრო და უფრო ვრცელდებოდა ევროპის ჩრდილო და შუა ნაწილში[9].

      შუა საუკუნეების შემდეგ მევენახოება კნინდება. მხოლოდ 30 წლის ომიანობის დროს, შუა და ჩრდილო გერმანიაში სრულიად ისპობა, ან არავითარ შემოსავალს არ იძლევა.

      დახლოვებით ამავე დროს, საფრანგეთის მევენაოხება მეტად გაიზარდა, მაგრამ ლუდოვიკო XIV-ის ომებისა და ექსტენსიური მევენახოების საიმდროოდ მცირე შემოსავლიანობის გამო იგი დაკნინდა.

      შუა ევროპის მთავარ რაიონებში მევენახოების აღდგენა მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა და ისიც დიდი სიძნელით, რადგან ნატურალური გადასახადები ვენახზე მეტად საგრძნობი იყო. იმდროინდელი მევენახოების განმტკიცებაზე დიდი გავლენა მოახდინეს რეინის მონასტრებმა, რომლებმაც მე-18 საუკუნის მეორე ნახვარში იოჰანისბერგისა და ებერბახის განთქმული ზვრები გააშენეს; ეს ტერიტორია დღესაც დაფარულია ვენახებით.

      XIX საუკუნის შუა წლებამდე მევენახოების მდგომარეობა დასავლეთ ევროპაში დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო. მაგრამ ამერიკიდან შემოჭრილმა ვაზის სხვადასხვა ავადმყოფობამ სოფლის მეურნეობის ეს ძვირფასი დარგი დიდ საფრთხეში ჩააგდო. ავადმყოფობათა გამომწვევნი - ამერიკულ ვაზთან ერთად შემოიტანეს ევროპაში.

      დაახლოებით 1850 წელს ვაზზე გავრცედა ნაცარი (Uncinula spir) და იმდენად დამღუპველად იმოქმედა ევროპის მევენახოებაზე, რომ მარტო საფრანგეთში ღვინის წარმოება, რომელიც 1850 წელს 450 მილიონ დეკალიტრ ღვინოს იძლეოდა, 1854 წელს 108 მილიონამდე ჩამოვიდა. ასეთსავე საფრთხეს წარმოაგენდა ჭრაქით (Peronospora vitis) დაავადება, რომელმაც ევროპაში პირველად 1878 წელს იჩნა თავი, და შემდეგში, მთელ ძველ მსოფლიოს მევენახოებას უთვალავი ზარალი მიაყენა, გარდა ამისა, მთელმა ევროპის მევენახეობამ უსაშინლესი დაქვეითება განიცადა, როდესაც ვენახები ააოხრა ამერიკიდანვე შემოტანილმ ფილოქსერამ (Phylloxera vastatrix), რომელიც საფრანგეთში და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებშიაც გავრცელდა და ურიცხვი ვენახი მთლიანად მოსპო. ამ მავნებელს მევენახოება გადაურჩა ფილოქსერის გამლე ვაზებზე დამყნობით.

      ევროპის გარდა მევენახოების წარმოებას სხვა ქვეყნებშიაც მიჰყვეს ხელი: უკვე 1653 წელს ვაზის კულტურა შეტანილ იქნება კაპლანდში [10] და ამას აქეთ აქ მოიკიდა ფეხი. მე-19 საუკუნეში მევენახოებამ პოვა ადგილი ამერიკაშიაც [11], სადაც უკვე 1620 წლიდან უშედეგო ცდები მიმდინარეობდა ადგილობრივი გარეული ვაზიდან ხარისხოვანი ღვინის მისაღებად. კანადაშიაც მევენახოება დიიდ შესაძლებლობების წინაშე დგას. მეტად მნიშვნელოვანი, და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მუდამ ზრდაში იყო მევენახოების არეები არგენტინაში, ჩილეში, პერუში, ბრაზილიასა და ურუგვაიში [12].

      ალჟირში[13] ვაზის კულტურა რომაელების დროიდან მიმდინარეობდა; როდესაც ეს ქვეყანა ფრანგებმა დაიპყრეს, აქა-იქ კიდევ გვხვდებოდა მევენახოება, 1860 წლიდან დაწყებული კი მეტად დიდი სივრცეებია ქცეული ვენახებად. უკვე ორმოციოდე წელიწადია მას შემდეგ, რაც იმავე სურათს ვხედავთ ტუნისში [14]. ავსტრალიაშ მევენახოებამ მოიკიდა ფეხი 1826 წლიდან, იაპონიაში 1883 წლიდან, ჩინეთშკი კი სოფლის მეურნეობის ეს დარგი დიდი ხანია ცნობილია [15].

      XX საუკუნის დასაწყისში უცხო ქვეყნების მევენახოება თითქოს ნორმალურ კალაპოში ჩადგა: ამ დროისთვის უკვე კარგად იყო შესწავლილი ვაზის სნეულებანი, და მათთან ბრძოლის საშუალებანი, აგრეთვე აგროტექნიკა, ტექნოლოგია და სხვა. მევენახეობამ მთელ რიგ ქვეყნებში მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიკავა როგორც სახელმწიფოს, ისე ვაზის მუშის ბიუჯეტში (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვ.) და სოფლის მეურნეობის ეს დარგი დღითიდღე იზრდებოდა და ფართოვდებოდა.

      მსოფლიო იმპერიალისტურმა ოომა მეტად თვალსაჩინო დაღი დაასვა თითქმის ყველა ქვეყნის მევენახოებას: მუშახელის სიმცირემ, ვაზის საექიმოდ საჭირო ინსექტისიდების, ფუნგისიდებისა და მანქანა-იარაღების ნაკლები რაოდენობით დამზადებამ, ვაჭრობის გართულებამ და სხვა - ყოველივე ამან გამოიწვია მევენახოების დაკნინება, რაც არა თუ ომის დამთავრების შემეგ, არამედ დღევანდლამდისაც ვერ გამოასწორეს მევენახოების მთელმა რიგმა ქვეყნებმა.

წიგნიდან: მევენახოების სახელმძღვანელო

შემდგენელი: ს. ჩოლოყაშვილი
სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1937 წ.

      უშუალოდ საქართველოს მევენახოების შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


[1] Hoops. Waldbaume u. Kulturpflanzen im Altertum. Srassburg.

[2] Schweinfurth. Pflanzenreste aus Altagydischen Graebrn და Loret. La flore Pharaonique. Paris.

[3] Stummer, A. Zur Urgeschichte der Rebe und des Weinbaues. ვენა, 1911 წ.

[4] Weise, P. Beitrage zur Geschichte des romischen Weinbaues in Gallien. ჰამბურგი, 1911 წ.

[5] Hoops, J. Ibd.

[6] Bassermann - Jordan. Geschichte des Weinbaues. ფრანკფურტი, 1907 წ.

[7] Hoops, J. Ibd.

[8] Bassermann - Jordan. Ibd.

[9] Hoops, J. Ibd

[10] Perold, A. Intern. agrar. - techn. Rundschau, 1916 წ.

[11] Bioletti, T. Die Weinindustrie in Kallifornien, 1915 წ.

[12] Von der Heide und Schmitthener. Der Wein. 1922 წ.

[13] Von der Heide. Die Weinbauvehaltnisse Algeriens, Landw, Iahrb.

[14] Brisset, G. La Wigne et l'imprise de la France sur L'Afrique du Nord. Rev. d. vitic. 1922 წ.

[15] Goezze, E. Aus Chinas Pflanzenwelt, Wiener, Jlustr.

ნახვა: 217

ტეგები: Qwelly, qwellyblog, ბლოგი, მევენახეობა, ოქტომბერი, ქველი

Kakha: ოქტომბერი 19, 2015||8:11pm

ენოლოგიის შესახებ ბროშურა მგონი პირველად წელს გამოვიდა ქართულად (( არადა სამშობლო ვართ ((

ლაშა: ოქტომბერი 19, 2015||8:33pm

ღვინის სამშობლო ვართ, ბროშურების კი არა (( 

Kakha: ოქტომბერი 19, 2015||10:07pm

ზეპირსიტყვიერება ვერ ამართლებს ამიტომ სახელმძღვანელოა საჭირო, ნუ ტოსკანელმა რომ არ აღიმაღლოს ხმა ამის გამო მაინც ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters