ბინებს აქვთ დამახასიათებელი და ერთნაირი ფანჯრები, ისინი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან.თუ შენ ცხოვრობ კორპუსის ბინაში, მაშინ კითხვით მოგმართავ :) დაკვირვებიხარ თუ არა კორპუსის მოპირდაპირე, ადამიანივით მოთვალთვალე ფანჯრებს? მერე, რას ფიქრობ ხოლმე ვერ მეტყვი? მე გეტყვი ჩემს ფიქრს მათზე :) ))

ყოველ ღამე დამჩემდა ფანჯარაში დგომა და ფიქრი…დაკვირვება… არა! ეს ცნობისმოყვარეობა არ არის! ეს უბრალოდ დაკვირვების შედეგად ათასი კითხვაა, რომლის პასუხებსაც თავად მათში ვეძებ ხოლმე, რის მერეც უფრო მეტკი კითხვა მიჩნდება :) ))) ღამის 4–ია და წესით ყველას უნდა ეძინოს, მაგრამ აქა–იქ მაინც ანთია სინათლე. ზოგან მკრთალი, თითქოს ბინაში მცხოვრებს არ სურს დაარღვიოს სხვისი მშვიდი ან არცთუ ისე მშვიდი ძილი. ზოგან კი მიუხედავად დროისა მაინც კაშკაშა სინათლე ანთია (ეგოისტია ეტყობა ის ვიღაცა :დ) ჩემთან? სიბნელეა–სრულიად ბნელეთი!!! :) ასე უკეთ მეფიქრება,ბნელში. ათასობით ფანჯარა მიცქერს და მაკვირდება. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მითვალთვალებენ კიდეც და ჩემი ფიქრიც არაა მათთვის უცხო, დაფარული.  წინ მიყურებს 72 ბინის 144 ფანჯარა და ყველა სხვადასხვა, განსხვავებული ისტორიის პატრონია და მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ–კორპუსი :) )) ბინა იზღუდება სახელწოდებით კორპუსი და მხოლოდ ფანჯარაა მისი შეზღუდვების ჩამომშორებელი,ჩემთვის ერთგვარი სიმბოლო თავისუფლებისა და უსასრულობის შეგრძნებისა:)) ისევ ვიწყებ ფიქრს… იმაზე ვფიქრობ ხშირად თუ რამდენ ბედნიერებას თუ უბედურებას იტევს თითოეული ფანჯარა… ზოგან ფარდაც არ ჰკიდია,ალბად მიატოვეს ან მისმა ფარდამ უკეთესი პატრონი იპოვნა:))) ზოგან ისმის მხიარული ღიღინი, ეტყობა აღნიშნავენ რამე სასიხარულოს, ზოგან კი ტელევიზორის სინათლე ბჟუტავს,ციმციმებს და მხოლოდ ამით ეტყობა ბინას ოდნავი,იქნებ არცთუ ისეთი მხიარული სიცოცხლის ნიშანი, ზოგან კი უბრალოდ უთქმელად იგრძნობა ტკივილი, უსაზღვრო ტკივილი, რომელიც მჟღავნდება  ფანჯრების სიბნელით.  ბნელა და ზოგ ფანჯარაში სიბნელის ფონზე ვამჩნევ აჩრდილების მოძრაობას,უძილობა აწუხებს ბინის პატრონს :) ჰოოო… ამას ვწერ და ვცდილობ გამოვიცნო ყოველი ფანჯრის ისტორია, მუდამ უცნობი და სინტერესო და მაინც უამრავი კითხვა მებადება ასეთ დროს. იქნებ ვიღაცა ჩემსავით დგას ახლა სიბნელეში მაკვირდება და ფიქრობს:”ნეტა რა არ აძინებს ამ უბედურ გოგონასო?” –მე არ მაძინებს კორპუსი, რომელსაც ადამიანის სახეს ვადარებ,მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და ამასაც დავწერ ოდესმე…არასოდეს დაკვირვებიხარ მოპირდაპირე “კორპუსი”–ს ფანჯრებს?

ნახვა: 117

ტეგები: magnita, qwelly, windows

თათია: დეკემბერი 29, 2012||3:52pm

მე მომეწონა ძალიან :))))) ყოჩაღ ა

არასდროს დავკვირვებულვარ , რადგან "კორპუსში" არ ვცხოვრობ :)))

ლაშა: დეკემბერი 29, 2012||3:59pm

როგორ მიყვაააააააააააააააააააააააააააააააააარს... ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომწონს ეს ჩანახატიიიიი მაგნიტუსა... :) :) :) :) :* ♥♥♥

magnita: დეკემბერი 29, 2012||4:03pm

madloba tati )) :* hooooo mec ragacnairad momwons da gadavwyvite damedoo :))) tumca me photo ufro momwons am postis :D martla :D vaimeeeeeee :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters