ნოემბერი 2013 ბლოგ პოსტები (74)

პოეზიაზე...

      იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...

      გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.

      მის გვერდით არავინ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?!

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?! დროსა და სივრცეს შენს ლაჟვარდთან, თქვი, რა ხელი აქვთ?! შენი უღელი პეპლების ფრთებს უჭირავთ ცაზე, შენი ტვირთები გულუბრყვილო თეთრ კრავებს მიაქვთ. შენ აქ რა გინდა?! შენი ბინდა ზეცაში უთქვამთ! ადამიანებს რას გვასწავლი, რას გამოგვრჩები? საკუთარ თავის სიყვარულში გველევა სუნთქვა, მერე გვიკვირს, რომ უსაშველოდ მძიმდება ჯვრები. რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე, სამ-სამჯერ გგმობენ პეტრესავით როცა მსახურნი, ამოგათრევენ ახლადგახსნილ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

გწამდეს

გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი,

სისხლი ადუღდა და შეფერადდა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა.



მკრთალი ოცნებები შეიფერე,

დედის საოცარი სახელი გაქვს,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ყრმა ჟ’ოფრეის ანჟელიკა.



სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და

გულზე იმედები მომეფინა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა.



სულში დამწყვდეული ლეთარგია,

დროის სტრიქონებით მორიე და

იცნე ისეთივე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 24, 2013 წელი. 1:50am — 1 კომენტარი
________________

გარდაცვლილი სიკვდილი

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,

მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.

ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,

არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

 

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?

როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?

გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:38am — არ არის კომენტარები
_______________

რუსკას თვალით დანახული ხევსურეთი: მე არ ვარ ხევსური! - მე მიყვარს ხევსურეთი!

               

     მახსოვს  2013 წლის 29 ივნისი იყო პირველად ხევსურეთში რომ წამოვედი.არ მქონდა ნანახი და ხევსურეთი მხოლოდ შატილის კოშკი მეგონა  და მეც მის სანახავად მივდიოდი,თუმცა მანამდე ხევსურული ლექსები,სიმღერები და ხევსურები მიყვარდა....სანამ წავიდოდი მოკლედ გავეცანი მის ისტორიას,რომ მთლად არაკომპეტენტური არ ვყოფილიყავი,თუმცა წინ დიდი სიამოვნება მელოდებოდა.

ორი დღით ვიყავი წასული…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:00am — 8 კომენტარი
________________

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის,

ჰაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,

ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,

ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...



ოდესმე თუ მორეჩებით ამინდებზე საუბარს,

ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი ისე რა,

მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,

ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...



კარებს წიხლით…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები

ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები

გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია

ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,

ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,

ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება

ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.

სადაც ახლა ჯვარია და გვიანი…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:04am — არ არის კომენტარები
_______________

სასიამოვნო ტკივილი

რა სიამოვნებით გამოგიგზავნიდი ბარათს,
ფრონტის წინა ხაზიდან....
აი ჩვენი დიდი ბაბუები რომ უგზავნიდნენ,
თავიანთ ცოლებს.
რა სიამოვნებით ვიფიქრებდი შენზე,
შუაგულ ომში,
რა სიამოვნებით მოვუფრთხილდებოდი,შენს გადაცრეცილ,
ნახევრად გამქრალ სურათს....
რა სიამოვნებით დამესიზმრებოდი,
უიმედოდ დაჭრილს...
და რა სიამოვნებით მოვკვდებოდი,
შენი ცრემლების იმედი რომ მექნებოდა...

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

პატრიარქი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

       სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. საპატიო ჯილდო პატრიარქს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია.

       ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და წევრები დღეს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრნენ და ჯილდო და დიპლომი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იწყება ზამთრული ცხელება!

          არაფერი საინტერესო უცხო მკითხველისთვის. ესაა სამების საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის შემოდგომის სემესტრის ჩათვლა-გამოცდების განრიგი.

I ცვლა

ჩათვლები:…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 7:30pm — 13 კომენტარი
________________

ძველ კაბასავით დაპატარავებული ღიმილი

ისე ამეკეცა ფრთები ნაოცნებარს,

სულის ყველა კარი დამრჩა გაღებული.

მაინც ვერ შევძელი შენი გაოცება,

ჩემი ყველა განცდა შენ გაქვს წაღებული.



ისე ყველა სხივით ისე გაიპარა,

ცამ მზე ვეღარ ნახა ვერცერთ მოსახვევში.

ახლა მზერას ვაკლავ ქუჩებს გამომხმარს და

შენს დანახვას ვცდილობ ყოველ მოსახლეში.



ისე მომეყინა კანზე მიტოვება,

ცივი ქარი მაგლეჯს ღიმილს შედედებულს.

ვიცი ცხოვრებას რომ ვეღარ გადავახვევ,

ვეღარც კადრს დავიჭერ სადმე შენელებულს.



ღამე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 12:23pm — 6 კომენტარი
________________

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 1:10am — 1 კომენტარი
________________

მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.



მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.



ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.



საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:07pm — არ არის კომენტარები
_______________

სტეფანჩიკოვოს სოფელი

თეოდორ დოსტოევსკის შემოქმედებიდან:

      "მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

      "ტომაში გაკვირვებული იყო, როცა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ტერეზას მისი ხელი ეჭირა. უყურებდა და არ ესმოდა, რა ხდებოდა... გასულ რამდენიმე საათს იხსენებდა და გრძნობდა, რომ იქიდან მისთვის სრულიად უცნობი ბედნიერების სურნელი ვრცელდებოდა..." "ტომაშმა გაიფიქრა: ქალთან წოლა და ქალთან ძილი არა მარტო ორი განსხვავებული ვნებაა, არამედ საპირისპიროც. სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2013 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ყველა ფერი შენი ფერობის გარდა, ან არა ფერი გარდა შენი ფერობისა....

ბუნებით ყველა ადამიანი „თავის უფალია“. ამ „თავი უფლების“ გამოხატვის შესაძლებლობა მას ნებისმიერ სიტუაციაში აქვს. თუმცა, ხშირად ადამიანი ნებით თუ იძულებით იზღუდავს „თავის უფლებობას“. იყო „თავის უფალი“ კი ნიშნავს, წინააღმდეგობების პირობებშიც კი შეგეძლოს „თავის უფლებობის“ შენარჩუნება. რა ხდება, როცა მოდის A პირი და აიძულებს B პირს, შეასრულოს X მოქმედება? აქვს თუ არა არჩევანის თავისუფლება B პირს? ჟ.ბეშლერს თუ დავუჯერებთ, B-საც აქვს არჩევანის თავისუფლება. B ირჩევს მორჩილებას და დაუმორჩილებლობას…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2013 წელი. 7:59pm — არ არის კომენტარები
_______________

გალაკტიონი -"დომინო"

შევდივართ სასახლეში.

წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით

ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:

აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით.

ჰაერი სიკვდილით დაფარეს...

განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი ცხოვრობდა აქ ერთ დროს.

ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.

ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროს

და მუდამ ფარული ღელვებით იწოდა...

მის თვალწინ ქარივით დგებოდენ ყოველღამ ფერმკრთალი ქალები:

სანთლების, წიგნების წყევლა…

გაგრძელება

დაამატა თამარ ჯოჯუა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2013 წელი. 2:14pm — არ არის კომენტარები
_______________

მიტროპოლიტი ნათანაილი - (1952 - 2013)

       ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელი, ნევროკოპის მიტროპოლიტი ნათანაილი გარდაიცვალა!

       მოიხსენე უფალო, სული ახლადშესვენებულისა მიტროპოლიტისა ნათანაილისა.…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2013 წელი. 7:00pm — 1 კომენტარი
________________

"იდიოტი" დოსტოევსკი

"-იცით რა: ვთქვათ, ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით? წეღანაც მინდოდა მეკითხა. _მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს. _მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ? _მგონი...შემეშინდება. _მართლა? მაშ ლაჩარი ხართ? _არა, მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის,_მცირე ფიქრის შემდეგ შეჰღიმა თავადმა. _თქვენ არ გაიქცევით?_უთხრა აგლაიამ. _მე მგონი, არა,_ახლა კი სიცილი ვეღარ შეიკავა თავადმა."

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2013 წელი. 5:23pm — არ არის კომენტარები
_______________

ვგოონებთ



ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2013 წელი. 4:06am — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters