რუსკას თვალით დანახული ხევსურეთი: მე არ ვარ ხევსური! - მე მიყვარს ხევსურეთი!

               

     მახსოვს  2013 წლის 29 ივნისი იყო პირველად ხევსურეთში რომ წამოვედი.არ მქონდა ნანახი და ხევსურეთი მხოლოდ შატილის კოშკი მეგონა  და მეც მის სანახავად მივდიოდი,თუმცა მანამდე ხევსურული ლექსები,სიმღერები და ხევსურები მიყვარდა....სანამ წავიდოდი მოკლედ გავეცანი მის ისტორიას,რომ მთლად არაკომპეტენტური არ ვყოფილიყავი,თუმცა წინ დიდი სიამოვნება მელოდებოდა.

ორი დღით ვიყავი წასული მეგობრებთან ერთად,ეს ორი დღე იყო შთაბეჭდილებებით აღსავსე,ემოციებით დატვირთული და ერთ-ერთი საუკეთესო ჩემთვის.პირველი იყო ჟინვალი,რომელიც ნანხი არ მქონდა და მაშინ ვნახე პირველად...საოცრად ლამაზი წყალსაცავი,ასეთი ლამაზი ფერი ჯერ არ მინახავს მე არსად,მანდვე ახლოს გარეთ სკამზე მჯდომ მოხუცს ვკითხეთ რომ თუ სწორედ მივდოდით ხევსურეთისკენ და სად უნდა გადაგვეხვია,მან კი გვიპასუხა: შვილებო ზღვა რომ მორჩება ხელ მარჯვნივო,ბებოსთვის ჩვენი წყალსაცავი ზღვა იყო...ჩვენ კი ინტერნეტიდან ამოღებულ რუკას მივყვებოდით....

მეორე ჩემი აღფრთოვანება ეს იყო დათვიჯვრის უღელტეხილი,საოცრად ლამაზი,ყოველ  5 წუთში ვაჩერებდით მანქანას და სურათებს ვიღებდით ვტკბებოდიით სილამაზით და ხავერდოვანი კლდეებით რომლებიც ძვირფას ხალიჩებს გავდა.....რაც უფრო მაღლა ავდიოდით,მით უფრო ლამაზი და შთამბეჭდავი იყო,ალაგ-ალაგ თოვლი იდო და სახები იხატებოდა.ვნახეთ მცენარე დეკა, რომლის ჩაიც ძალიან სასარგებლოა,მაგრამ არ შეიძლება ხშირად მისი მიღება,ეს მცენარე ერთ-ერთია რომელიც ღრუბლებთან ყველაზე ახლოს არის.ეს ყველაფერი არ არის,ვხვდებოდი რომ ჩემი აღფრთოვანება აქ არ დამთვრდება და რასაც ვხედავ იმას ვერ გადმოვცემ,ვერ ავღწერ ამ სილამაზეს,ეს თქვენ უნდა ნახოთ საკუთარი თვალით,დათვიჯვრის უღელტეხილი სულ სხვა თემა.....

კისტანი,ლებაისკარი,ყველაფერი ვნახეთ,ცოტა დავიღალეთ სიარულით მაგრამ როცა ახვალ დაიპყრობ და ერთ სურათს გადაიღებ სულ გავიწყდება დაღლა..ეს თვალწარმტაცი სილამაზე ყველანაირ დაღლას გავიწყებს....ხევსურეთი ხომ ისეთი კუთხეა სადაც დაღლა სირცხვილია და არც იღლები,სულ მინდოდა მანქანიდან გადმოვსულიყავი და არდოტამდე ფეხით ავსულიყავი,ეს არ დამღლიდა გავუყვებოდი არღუნის ნაპირს და სვენებ- სვენებით და ალაგ-ალაგ კლდიდან ჩამონადენი წყლით პირს გავისველებდი და მივიდოდი არდოტს.მინდოდა სოფლად მცხოვრებ მოხუცებს თუ ახალგაზრდებს შევხვედროდი და გავსაუბრებოდი,მეკითხა თუ როგორია იქ მუდმივად ცხოვრება,როგორ არიან ზამთარში როცა გზები იკეტება და ყოვლად შეუძლებელი ხდება ქალაქთან კავშირი,როგორია იქ ზამთარი და რით ერთობიან ახალგაზრდები,ამ ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც საბანაკე ადგილას მივედით და მანქანაც გაჩერდა,თუმცა თან თვალების ცეცებით ვტკბებოდი ბუნებით,ხევსურეთში ხომ ბუნებაც სხვანაირი და ხევსურულია,ეს ჩემი პირადი აზრია,მე ხომ ხევსურეთი ძალიან მიყვარს.გამოვიარეთ ანატორის აკლდამები და დავბანაკდით მუცოსთან ახლოოს,აკლდამები კი გამოვლისას უნდა გვენახა,რადგან ცოტა ამინდი ირეოდა და კარვების გაშლა მოგვესწრო,ყველაფერი მოვასწარით,გავშალეთ კარვები,ავანთეთ ცეცხლი და კარგად მოვილხინეთ,ბოლოს გავუშვით ფეიერვერკები არღუნის პირას....

მეორე დილა გათენდა,გავიღვიძე პირველმა და ცეცხლი ცოტა კიდევ ჩუოდა,მე კიდევ მივეხმარე ანთებას და ცეცხლი ახლიდან ავანთე,მზე ძალიან ლამაზად ამოდიოდა,ვუყურებდი როგორ გადმოდიოდა მთებიდან მთებზე და როგორ გვიახლოვდებოდა,მაგრამ დილით მაინც ციოდა,ცოტახანი ვტკბებოდი ამ სილამაზით და უცბად ლექსიც მეწვია...

,, უკიდეგანო სივრცე,ცამდე აწვდილი მთები                                                                                                                                  მე აქ სიცოცხლე ვიგრძენ,მოდი ჩვკიდოთ ხელი.“

მერე ჩამოვუარე კარვებს და გავაღვიძე ჩემი მეგობრები,ჩვენ თან გვახლდა არგენტინელი ძველი მოლაშქრე,რომელიც სპეციალურად ხევსურეთისთვის იყო ჩამოსული საქართველოში,ძალიან მოეწონა ხევსურეთი.

დილით ჩაი დავლიეთ ცოტა წავიხემსეთ და წავედით მუცოსკენ,წინ კიდევ ერთ-ერთი ულამაზესი ღირსშესანიშნავი ადგილი გველოდებოდა,მე მიმეჩქარებოდა,სანამ მივიდოდით კი გზაში ვტკბებოდი ბუნებით და მდინარე არღუნის შფოთვით რომელიც არ ცხრებოდა და გრუხნით მოდიოდა,მივედით მუცოში,ეს ძეგლი იუნესკოს სიაშია შეტანილი,ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია და ამ ფაქტმა გამახარა,იქ არც გიდი არის და არცა არვინ გვეუბნვა იმას თუ სად უნდა გადვიდეთ და სად არა,არის ადგილები სადაც ქალმა ფეხი არ უნდა დადგას,არის ისეთი ადგილებიც სადაც მხოლოდ ხევისბერი უნდა შევიდეს.ეს მე წაკითხლი მქონდა წინასწარ,მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ინტერესი იმდენად დიდი მქონდა რომ  ყველაფერი მოვიარე და ყველაფერი ვნახე,მაგრამ მუცოს ბოლომდე არ ნახვას,მერე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი Lვნახე მუცოსთან მდებარე აკლდამებიც,სადაც დედა- შვილი და აკვანია,ეს აკლდამა ბევრმა არ იცის,იმის გამო რომ ძალიან მიუვალ ადგილასაა,მე ეს ერთმა ასაკოვანმა მოლაშრემ მითხრა.გადავიღეთ სურათები,ავედიით კი არა და ავძვერით მუცოზე და საოცარი ხედებით დავტკბით,იყო ქარაფები საიდან გადმოხედვასაც კი ვერ ბედავდა ბევრი,მაგრან აქ ამოსულს არც ამ საშიშ და საუთოო ქარაფებს შევუშინდი.მიხარია რომ ყველაფერი ვნახე და ეს სილამაზე შევიგრძენი,ის თავისუფლება რომელიც მთებშია.

მუცოდან არდოტამდე სულ რაღაც 6 კილომეტრია ან ისიც არა ,საკმაოდ ცუდი გზაა,იქ ასასლელად სადრაც მანქანით დაგვჭირდა 20 წუთი,არცერთი სახლი არ შეგვხვედრია,როცა მივედით არდოტში სადაც არის ძველი ტაძრის ნანგრევები,იქ ახლოს დავინახეთ ერთი სახლი,არდოტში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა,ძალიან სტუმართმოყვარე თბილი ბებია და პაპა დაგვხვდნენ,მივედით მათთან .ჩვენდა გასაოცრად დაგვხვდა ,,ძალიან“კომფორტი,სატელიტური ანტენები,ცივი-ცხელი წყალი,დენი..ტკბილი ბებია-პაპა,მე გაგვიხარდა ოჯახმა თბილად რომ მიგვიღო და ვთხოვე რამე მოეყოლათ არდოტზე,ან ხევსურეთზე,ეს ოჯახი გვარად არდოტელები იყვნენ,მათ ზაფხულობით შვილიშვილები სტუმრობენ და ეხლა ელოდებოდა ზუსტად,მითხრეს კიდევ რომ მეზობელი ყავდა სტუმრად,(რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს ეს მეზობელი იყო მუცოდან),მე ბოდიშის მოხდით ვკითხე:აქ სხვა სახლი ვერსად დავინახეთ და მეზობელი სად ცხოვრობს?მან გვიპასუხა რომ ,მუცოში.ამან ძალიან გამაოცა რადგან ამხელა გზას ეს ასაკოვანი ქალი ყოველ მეორე დღეს გამოდიოდა რათა მეზობელი ენახა,და პირიქით ეს ბებია და პაპა მუცოში,რათა ერთმანეთზე როგორ იყვნენ და რამე უჭირდათ თუ არა გაეგოთ და თუ რომელიმე მათგანი არ გამოჩნდებოდა ამით ხვდებოდნენ რაღაც კარგად არ უნდა ყოფილიყო.აი რა არის მეზობლობა,აი რა იცის მთამ,ერთმანეთის სიყვარული,სიყვარული რომელიც 6 კილომეტრს გამოგატარებს და ისევ უკაან გაგიყვანს,დღეში 12 კილომეტრს გადიოდნენ ეს მოხუცები,აი ეს არის მეზობლობა და ბედნიერება იმისა რომ ვიღაცას მართლა და გულწრფელად უყვარხარ,არა ის რომ ვიღაცას იმიტომ უყვარხარ როგორც ჩვენთან ქალაში ხდება,ან რაღაცას მოელის,ან სჭირდება....ან საერთოდ მეზობელი მეზობელს არ იცნობს,ან იცნობს და არ აქვს კარგი ურთიერთობა,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს სიმართლეა.

აი რატომ მიყვარს მთა,აი რატომ მიყვარს ხევსურეთი და ხევსურები,იმიტომ რომ იქ ყველაფერი წმინდა,გულწრფელი და ნამდვილია!არდოტი მალე დავტოვეთ დავემშვიდობეთ არდოტელებს და წამოვედით,გამოვიარეთ მუცო და მოვედით ანატორის აკლდამებთან,ეს იყო ადგილი სადაც შავი ჭირით დაავადებულები ერთად იყრიდნენ თავს და სიკვდილს ელოდებოდნენ.ვნახეთ ანატორის აკლდამები,ჩეჩნების საზღვარი და წამოვედით ქალქისკენ....

ქალაქამდე ძალინ ბევრი იყო,ისევ უკან უნდა გამოგვევლო შატილი და ჩემი საყვარელი დათვიჯვრის უღელტეხილი,ისევ დიდი სიამოვნება უნდა მიმეღო,მიხაროდა ეს მაგრამ,თან გული მწყდებოდა რომ ასეთ ლამაზ კუთხეს ვტოვებდი ისე რომ ჰაერი ბოლომდე ვერ ჩავისუნთქე და ვერ ვიმყოფინე,მინდოდა დავრჩენილიყავი და ცოტახანს კიდევ დავმტკბარიყავი ამ სილამაზით,ჩემი ლამაზი ხევსურეთით,დიახ გავთავხედდები და ვიტყვი ჩემი,რადგან მე ის ისე მიყვარს რომ ჩემად მიმაჩნია.მაშინ ვთქვი რომ კიდევ ბევრჯერ ამოვიდოდი ხევსურეთში და მართლაც კიდევ 2-ჯერ ვესტუმრე,მაშინ მითხრეს რომ მეორედ ნახვა ასეთი შთამბეჭდავი აღარ იქნებოდა ,მაგრამ მე მეორედ და მესამედ წასულზეც ზუსტად ის შთაბეჭდილება და გაოცება მქონდა რაც პირველად ნახვისას,როცა კი დათვიჯვრის უღელტეხილის გზას შევუყვები მაშინვე სიხარულით ვივსები.....

მე მიყვარს ხევსურეთი,მიყვარს თვისი წესებითა და კანონებით,მიყვარს მთებით და პატარა ,მაგრამ მშფოთვარე მდინარეებით...მიყვარს აზიდული მთებით,პატარა სახლებით სადაც პირველ სართულზე საქონელი ყავთ და მეორეზე თვითონ ცხოვრობენ,მიყვარს ის არდოტელები რომლებმც დრო დამითმეს და მესაუბრნენ....მიყვარს ის მუცო რომელმაც მცირე ინფორმაცია მომაწოდა.შატილი და სასტუმროს მეპატრონე ქალი რომელმაც სულ რაღაც 10 წუთი დამითო და მეტნაკლებად მიამბო მოკლე და ლამაზი ისტორია...მადლობა ჩემ მეგობრებს რომ წავედით და ხევსურეთი ვნახეთ.

ხევსურეთი მიყვარს,იქ ყველაფერი ნამდვილია,წრფელია,არა არის ბინძური ჰაერი და ხალხი,არა არის პრობლემები,აქ არის სიმღერები,ლექსები,სიყვარული,სითბო და ლამაზი ფერები,აქ იგრძნობ ბედიერებას და აქ მიხვდები რომ ,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება“!

                 რუსუდან მორბედაძე (ქსნისპირელი)

ნახვა: 1267

ტეგები: Qwelly, დანახული, თვალი, მიყვარს, მორბედადძე, სიყვარული, შატილი, ხევსურეთი

ლაშა: ნოემბერი 24, 2013||1:09am

წარმომავლობის გარეშე ხევსური! :) 

მარი: ნოემბერი 24, 2013||2:41pm

ულამაზესიაა.. სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი და როცა მოვინახულებ ალბათ დავღცები კიდეც იქ ^_^ :d :D :*:*

მარი: ნოემბერი 24, 2013||2:54pm

Kakha: მერე რა სამაგიეროდ კი დავისვენებ... ყოვლივე ცივილიზაციისგან შორს ^_^ :( :დ

რუსუდან ქსნისპირელი: ნოემბერი 28, 2013||12:12am

ლაშა :) ხევსურეთი ჩემთვის უსასრულოა ასე მგონია ვერასდროს ამოვწურავ და ვერც დავკმაყოფილდები მისი ნახვით :* მე მიყვარს ხევსურეთი და ხევსურები :* :*

მარი არა მარტო ცივილიზაციას,იქ ყველაფერი ისეთი ლამაზი და კარგია ,,ფეხებზე გკიდია ცივილიზაცია,ევროპელობისკენ მოდიფიკაცია." :))

ლაშა: ნოემბერი 28, 2013||7:48pm

რუსუდან მე სულ ერთხელ ვარ ნამყოფი და წარუშლელი მოგონებები მაქვს, ასე რომ კარგად მესმის შენი! 

მარი: ნოემბერი 28, 2013||7:55pm

Kakha:  კი მინდა :D :D

თა მარი: დეკემბერი 11, 2013||10:06pm

წინ დიდი ბედნიერება მელოდება.. მე ჯერ არ მინახავს ხევხურეთი.. :))

თათია: აგვისტო 19, 2015||1:24pm

რუსკა, შენს შთაბეჭდილებებს დათვალიერების დროს იწერდი დღიურში? :) :**

რა კარგი იყო ახლა ამის წაკითხვა.. მეც ერთხელ ვარ ნამყოფი და გამოულევლად მაქვს სურვილი რომ ისევ ვეწვიო... თვალები ცქერით ვერ ძღება ისეთი საოცრებაა. ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters