რა ვქნა, რა ვიქმდო, უკვე აღარ ვიცი,
ისევ გავახსენდი თითქოს ტრაგედიას,
ვგონებ, საუკუნოდ წამის გამო ვიცდი
(საათს ძველებურად სევდა ჩაეხვია).
როგორც ღრუბელს მძიმე წვეთი ეკიდება,
ისე დამიმძიმა ცრემლმა წამწამები,
როგორც გაზაფხულზე ვაზებს ეტირებათ,
სულიც ჩაიღვენთა ჩემგნივ ნაწამები.
რა ვქნა, ვერ ვპატიობ…
დაამატა ბექა ბაიაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2016 წელი. 10:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ამქვეყნად მოვლენილ ყველა ადამიანს, ყველაზე მახინჯსაც კი, აქვს რაღაც ძალიან მიმზიდველი და გამორჩეული, ანუ მშვენიერი, - ხმადაბლად წარმოთქვა მერაბმა. - ადამიანს შეიძლება ძალიან ბევრი სიკეთე არგუნოს ღმერთმა, მაგრამ ამ სიკეთეთა შორის მხოლოდ ერთს, ყველაზე უფრო თვალსაჩინოს და ძლიერს ეწოდა სწორად მშვენიერი... მხოლოდ ერთს და, მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვის მაცდური ამ მშვენიერს, უნდა მისი მოკვლა და არც თუ ისე იშვიათად, ახერხებს კიდეც ამას.…
დაამატა Beridze Khatia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2016 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უხსოვარი დროიდან სვანეთი განქმულია ეკლესიათა სიმრავლით. თითოეულ სოფელში არაერთი ეკლესია მდებარეობს, სხვადასხვა წმინდანის სახელზე აგებული. ყველასგან გამორჩეულად ითვლება სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი), წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. რომესაც სვანეთში ლაგურკას უწოდებენ. ეკლესიაში ინახება 90-მდე უძვირფასესი ნივთი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება "შალიანი" -ს ხატი. სწორედ ამ ხატის სახელს უკავშირდება…
დაამატა Maiko_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2016 წელი. 8:00pm —
5 კომენტარი
________________
დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 8:30pm —
6 კომენტარი
________________
ახლა, ვუსმენდი წვიმის
აკორდებს, აჟღერებულს
მსოფლიო მელანქოლიის მინორში...
ჩემს ფანჯრებზე იმარცვლებოდა
ნოტებად და მესმოდა
როგორ აყოლებდა ხმას
რომელიღაც რომანტიკოსი ჩიტი...
ვფიქრობდი არაფერზე,
და მაინც,
ალბათ რაღაცაზე...
ჩემი ნაბოდვარით აჭრელებული
ფურცლები მოვაგროვე
და გავაკეთე ბევრი
ქაღალდის თვითმფრინავი...
ბახის "ჰაერით" ავუვსე ავზები,
რიგრიგობით ვუშვებდი
ხელიდან, და…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
ის, რაც მართლა ვარ, კიდეც მამჩნია,-
ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული,
მცირეა, მაგრამ რაც გამაჩნია,
თრიალეთივით მხოლოდ ქართული.
ხოდა,აქა ვარ, სხვაგან სად წავალ?!
მე ქვად დახვედრა მიჯობს სეტყვობას!
ხოლო ვინცა ვარ, ხოლო რაცა ვარ,
სადაც არა ვარ, იქაც მეტყობა"
კახა სულუაშვილი
დაამატა Beridze Khatia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2016 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საუკუნეებია გვირაბების გათხრა აპრობირბული მეთოდია ტრანსპორტის სამყაროში. წყლის ქვეშ, მიწის გათხრა და გვირაბის იქ გაყვანაც, არ ახალია, ძველია და მარტო თბილისის მეტრო ამის შესანიშნავი მაგალითია. მსოფლიოს ცნობილ გვირაბთა შორის, განსაკუთრებულია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი გვირაბი, 53 კილომეტრიანი გვირაბი (სადაც 23 კილომეტრი წყლის ქვეშ არის) იაპონიაში, კოლორადოს და მალაიზიის ტუნელები და ა.შ.
ნორვეგიელები ცნობილნი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2016 წელი. 3:30pm —
3 კომენტარი
________________
ძალიან ცხელი საღამო იყო. გაზეთების გამყიდველი ბიჭები დაატარებდნენ პლაკატებს, რომლებზეც უზარმაზარი, წითელი ასოებით ეწერა, რომ გვალვა იყო. ქუჩის წინ მოწნული სავარძლები დაედგათ. მამაკაცები სასმელს წრუპავდნენ და ეწეოდნენ. ყველა თავისთვის იჯდა. პიტერიც იქ ჩამოჯდა. შეიძლებოდა, გეფიქრა, რომ თბილისური დღე მხოლოდ ახლა იწყებოდა და იწვებოდა. დღე ჰგავდა იმ ადამიანს რომელიც შუახნიდან ახალგაზრდობას გადმოაბიჯებს, დღე იშორებდა მტვერს, სიცხეს, ფერებს. ახლა უფრო ნაკლები მანქანა…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 25, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
მიწა დიდი საიდუმლოს შემნახველი და გამზიარებელია. ამის ნათელი მაგალითია არქეოლოგიური გათხრები. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენი იქნა გრაკლიანის უნიკალური წარწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. იგი გახლავთ უძველესი და უნიკალური მონაპოვარი საქართველოსთვისა და მთელი მსოფლიოსათვის. შესაძლოა მეცნიერულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი.…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 25, 2016 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
კვირა დღე ყველა ქრისტიანისთვის საღმრთო მსახურებას უკავშირდება და მასთან ასოცირდება. სვეტიცხოვრელებს გაგვიმართლა ასეთ დიდებულ ტაძარში რომ გვიწევს მსახურება, მაგრამ ზოგჯერ იმითიც გვიმართლებს მცხეთელები რომ ვართ (ძალიან იშვიათად, მაგრამ მცხეთელობა ხანდახან შეიძლება ბედნიერ გამართლებადაც ჩაითვალოს). ასე მაგალითად, დღეს, წირვიდან გამოსულს, სვეტიცხოვლის გალავანზე მიმაგრებული და ტაძრის წინ, მოედანზე, გაშლილი დახლები დამხვდა საქართველოს სხვადასხვა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2016 წელი. 8:30pm —
3 კომენტარი
________________
ახალგაზრდა მხატვარის დღიურში აღმოჩენილი ჭადრაკის სვლებმა მოხუც ქიმიკოსს ადგილობრივი ჩემპიონატი მოაგებინა (ქიმიკოსს გრძელი ისტორია აქვს, შემდეგში მისი სახალისო ამბები, 30 წლის უკვე ზღვის კატებში ირიცხებოდა), მხატვრის უახლოესი მეგობარ ასევე ხელოვან (მაგრამ უფრო პოეზია... ის ჰომ სულიერია (ირონია არ იფიქროთ სახალისო შედარებაა უფრო.)) ჰენრის როგორც იქნა გამოუჩნდა თავისუფალი დრო, ბოლო დროს მისი კრებულის დაბეჭდვაზე იყო გადართული, რამაც დიდი…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 23, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თითქმის არ ვწერ ხოლმე ვრცელ პოსტებს და ბლოგშიც აქამდე არაფერი დამიპოსტია, მაგრამ რამდენიმე დღისწინანდელმა სიბრაზემ ჯერ კიდევ ვერ გამიარა და მინდა ჩვენი კულტურის და ხალხის ერთ მოუშორებელ ჭირზე დავწერო.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ყველა წერს, ყველა ამბობს რომ ცუდია, იქმნება მრავალი სხვადასხვა პროექტები, გამგეობები ალაგებენ და ასუფთავებენ, ინტერნეტ აპლიკაციებს აკეთებენ კომპანიები, კანონებს იღებს პარლამენტი და ა.შ. მაგრამ…
დაამატა BrOliKa_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 23, 2016 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
იტალიური რივიერა - ეს არის რომის დასავლეთით მდებარე ადგილი, გენუადან საფრანგეთის საზღვრამდე გადაჭიმული ტერიტორია. ამ მრავალფეროვან მონაკვეთზე, სანაპიროზე მდებარე ზღვისპირა ქალაქებზე მეტად ყველაზე ცნობილია ლევანტე (ჩინკვე-ტერეს და პორტოფინოს აღმოსავლეთი), აქვე არის სოფლები და სანაპიროები, რომელთა ნახვაც ღირს. ყველაზე ხშირად შეიძლება გაიგონოთ ვენტიმილია და სან-რემო, ქალაქები…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 7:00pm —
3 კომენტარი
________________
ბოლო დღეებია ჩინეთში არანორმალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოში (სხვა ქვეყნის მონაცემები უბრალოდ არ ვიცი) თითქმის ყოველივე მეოთხე გასტრიტით იტანჯება და მკაცრ, საშუალო ან სალხინებელ დიეტაზეა, ამიტომ მეეჭვება ოდესმე ეს ჩემპიონატი ქართველებს შორის გაიმართოს. აი, ჩინეთში კი როგორც აღმოჩნდა, წიწაკა არაა პრობლემა, არც იმ დოზით,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 2:00pm —
8 კომენტარი
________________
... ფიქრებით გზას გავუყევი. ერთგან ხალხი შევნიშნე; მე ხომ მათ ვეძებ. ტირილი იყო. ახალგაზრდა ბიჭს გლოვობდნენ. ამდენ აფუჩნულ, სოფლიდან ჩამოსულ მოხუცებსა და შუახნის ხალხში მამაოც დავინახე. "ქრისტიანი ყოფილა",- გამიელვა თავში. შევყევი ერთ-ერთ ნაკადს. წინ ყვაილიანი მიდოდა, მერე ქალები, მერე მამაკაცები. ასეა…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 12:31pm —
არ არის კომენტარები
_______________
გითხარით წიგნი მინდა გაგაცნოთთქო... ზაფხული რომ დადგება, საღამოს საქმე რომ შემოგელევა, აღარც უნივერსიტეტი მოითხოვს შენგან დროს და აღარც სხვა დროს მნიშვნელოვანი საქმეები, აი მაგ უსაქმურობის ბრალია, თორემ კითხვისთვის და მერე წაკითხულის გაზიარებისთვის სად იშოვიდა კაცი დროს. ხოდა მეგობრებო, აგერ წიგნი და აგერ შთაბეჭდილებებიც...
"ეს მორჩილებაა, - ასეთი სიძლიერით არასდროს გამოხატულა განსაცვიფრებელი და მარტივი იდეა, რომ…
დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2016 წელი. 6:00pm —
1 კომენტარი
________________
ფილმებზე აქტიურ წერას თავისი ხიბლი აქვს, მკითხველი არ გეყოლება, მაგრამ საწერი არ გამოგელევა. განსაკუთრებით ახალი იდეების შესრულებას თუ შეუდგებით. როგორც წესი სერიალებზე არ ვწერ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერიალის განხილვა ჩემს ბლოგზე და ისიც არა სერიებად, არამედ მთელი სერიალის დასრულების შემდეგ მომინდა გამეზიარებინა განცდები და შთაბეჭდილებები, ვგულისხმობ ანარქიის შვილებისადმი მიძღვნილ პოსტს.
ახლა კი ვიწყებ ისეთ სერიალზე წერას,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2016 წელი. 11:30pm —
5 კომენტარი
________________
ლონდონმა უამრავი ახალგაზრდა "სმიტი" შთანთქა. არც ვირჯინია და სხვა უჩვეულო ეროვნული სახელების მქონე ადამიანებს არ ინდობდა. მშობლებს სურდათ, შვილები გამორჩეული ყოფილიყვნენ და განსხვავებულ სახელებს არქმევდნენ. ვირჯინია იუსტონ-როუდზე ცხოვრობდა. აქ კვლავ მოხდა რაღაც ცვლილება. ვარდისფერი, ოვალური, მიამიტი სახე ორიოდე წელიწადში დაუსუსტდა, დაეძაბა და მტრული, ცივი იერი მიიღო. რას ეტყოდა ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველი მეგობარი, ახლა რომ დაენახა? ალბათ, იმას, რასაც…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2016 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაგისტრობის დასასრულს პოსტის გარეშე ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო ილიაუნმა. ვითარებაში გასარკვევად, უცნობებისთვის ვიტყვი, რომ 16 ივლისს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2016 წელი. 5:00pm —
4 კომენტარი
________________
არტ ჰოლის დარბაზში (ცოტნე დადიანის #26), ხარაგაულის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურული მონოსპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია". სპექტაკლი ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ცხოვრება-შემოქმედებას მიეძღვნა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - 26 წლის ნიკოლოზ ჩოხელი სიკვდილს ებრძვის და სწორედ მის დასახმარებლად და თანხების შესაკრებად…
დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2016 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2021.
საათი: 11:23pm
1 კომენტარი
3 მოწონება
მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2021.
საათი: 10:04pm
0 კომენტარი
3 მოწონება
აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2021.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389,…
© 2021 George.
•