ფილმებზე აქტიურ წერას თავისი ხიბლი აქვს, მკითხველი არ გეყოლება, მაგრამ საწერი არ გამოგელევა. განსაკუთრებით ახალი იდეების შესრულებას თუ შეუდგებით. როგორც წესი სერიალებზე არ ვწერ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერიალის განხილვა ჩემს ბლოგზე და ისიც არა სერიებად, არამედ მთელი სერიალის დასრულების შემდეგ მომინდა გამეზიარებინა განცდები და შთაბეჭდილებები, ვგულისხმობ ანარქიის შვილებისადმი მიძღვნილ პოსტს.

      ახლა კი ვიწყებ ისეთ სერიალზე წერას, რომელიც ბოლო პერიოდის ფილმოყვარეობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ვინაიდან უკვე 6 სეზონია გამოსული, სულ თავიდან დაწყებას აზრი არ აქვს, ამიტომ დავიწყებ ბოლო ორი სეზონიდან და ნელ-ნელა სერიებად მივყვები ფილმს.

Game of Thrones ქართულად, samefo karis tamashebi qartulad, Qwelly, georgian version, movie, ბლოგი, კინო, კინო ქართულად, კინომანია, სამეფო კარის თამაშები, ქართული ვერსია, ქველი

      საქმე ისაა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჯორჯ მარტინის ფანტაზით, გამოგონილი ქალაქები, სახელმწიფოები, ერები, რელიგიები, ენები, ბუნების ტიპები, მაგია და ა.შ. მართლაც აღფრთოვანების ღირსია, მაგრამ რა იქნება ეს ყველაფერი რეალობაში დავაბრუნოთ და ქართულ კულტურას მოვარგოთ. ძალიან რთული ამბავია, მაგრამ ვეცდები და რა გამოვა მკითხველი შეაფასებს და ჩემს ცდასაც იქ დავასრულებ ან გავაგრძელებ.

დავიწყოთ:

სამეფო კარის თამაშები ქართულად (სეზონი 5)

სერია 1

25 წლის წინ:

- ნინო არ გვინდა რა ეს მკითხავები და ჯადოქრები, წავიდეთ სახლში.
- კარგი რა, რისი გეშინია, მამაჩემმს ეს მიწა ნაყიდი აქვს და პრივატიზებულიც, ასე რომ ეს ქალბატონი ჩვენს წინაშე ვალშიც კია. მივალ, დაველაპარაკები და წამოვიდეთ.

როგორც იქნა მიადგნენ მინგრეულ ქოხს, შევიდნენ შიგნით. მკითხავს ჩასძინებოდა. საშინელი სანახაობა, სიბინძურე და გაუსაძლისი სურნელი.

- რა გინდათ?
- შენზე ამბობენ საზარელი მკითხავი და წინასწარმეტყველიაო, რას არ მოიგონებენ. მიწინასწარმეტყველე რამე?
- არ გეშინია?
- არა, რისი უნდა მეშინოდეს?
- სხვებს ხომ ეშინიათ?!
- მე არა!
- კარგი, სამი კითხვა გაქვს - მკითხე!
- პრეზიდენტის ვაჟს გავყვები ცოლად?
- არა, შენ პრეზიდენტს მისთხოვდები და იქნები პირველი ლედი!
- გვეყოლება შვილები?
- მრავალი შვილი ეყოლება პრეზიდენტს, შენ კი მხოლოდ სამი, მაგრამ არცერთი არ იქნება პრეზიდენტის შვილი. და შენ დაკრძალავ მათ და შენი პირველი ლედის სტატუსიც გაქრება, როცა რძალი გეყოლება.

ახლანდელი დრო:

      თბილისში სამგლოვიარო კვირეულია გამოცხადებული. პრეზიდენტის ბაბუა და საპრეზიდენტო დინასტიის მთავარია ავტორიტეტი, გენადი ლომოური მოკლეს საკუთარ სახლში. გენადის მკვლელობა თავისავე ნაბოლარა შვილს, პრეზიდენის ბიძას, ლევან ლომოურს ედება ბრალად. ლევანი ასევე საკუთარი დისშვილის და საქართველოს პრეზიდენტის, ჯუმბერ I ბარათაშვილის მკვლელობისთვისაც იყო დაპატიმრებული.

- შენ გაათავისუფლე ხო? - ეკითხება, მამის ცხედართან მდგომ ძმას, თორნიკე ლომოურს, ნინო.
- ვინ?
- ლევანი, შენ გაუშვი ციხიდან.
- მე არა, მინისტრი ავთო დაეხმარა.
- ის ციხიდან ვერ გამოიყვანდა, შენ გამოიყვანე. კიდევ გჯერა, რომ მას არ მოუკლავს ჩვენი შვილი?
- მჯერა.
- ლევანი ურჩხულია, მის დაბადებას დედაჩვენის სიკვდილი მოჰყვა, როგორ არ გესმის, თორნიკე!
- კარგი რა, ნინო, ნუთუ შეგილძია უსური ბავშვი დაადანაშაულო დედის მკვლელობაში?
- ურჩხულია და აი, ფაქტიც, დაბადებისას დედა გარდაიცვალა, მამა კი საკუთარი ხელებით მოკლა. სად არის ახლა?
- არ ვიცი, ავთომ ქვეყნიდან მისი გაყვანა მოახერხა.
- ახლა რა მოხდება, როგორ გგონია, ჩემს უმცროს ვაჟს, რომელიც სულ ახლახანს დადგინდა პრეზიდენტად ისიც, მამას და მისი ძმის პრეზიდენტობის გამო, რამდენი მტერი ეყოლება გარემოცვაში?
- ძალიან ბევრი, ნინო.
- და ჩვენი გოგონა, გოგონა რომელიც ირანის პრეზიდენტის ვაჟს უნდა მისთხოვდეს და ამდენი ხანი მათთან ცხოვრობს. ნუ გავიწყდება რომ ირანის პრეზიდენტის ძმის მკვლელობა ჩვენ გვბრალდება და გოგონას საფრთხე ემუქრება იქ.
- არაფერს დაუშავებენ.
- არ მჯერა, თორნიკე, ჩამოიყვანე სასწრაფოდ!
- ჩამოვიყვან ნინო, გპირდები.
- როგორ? როგორ მოახერხება ამას? ასე ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი, მომეცით ჩემი გოგონა, სამშობლოში უნდა დავაბრუნოო, ომს ვერ გამოუცხადებ მათ, თორნიკე, ვერა!
- ომს არც გამოვუცხადებ, შევიპარები.
- ასე მარტო?
- მარტო რატომ, ვახუშტი დამეხმარება.

      ამ დროს ლევანი და ავთო აფრიკისკენ მიემართებიან თურქეთის გავლით. პრეზიდენტობის კანდიდატს თეკლა ტატუაშვილს უნდა შეხვდნენ.

- ავთო, რატომ გამათავისუფლე, რა გინდა ჩემგან?
- ვფიქრობ სახელმწიფოს თქვენ უფრო სჭირდებით ვიდრე ის გადარეულია და ბოროტი ჯუმბერ ბარათაშვილი ან თქვენი და. თან სამყაროს ახლებური ხედვა მაქვს. მგონია, რომ ჩვენს სამშობლოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც არც ბოროტი იქნება, არც სულელი. იქნება თავაზიანი, ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, დიდგვაროვანი და საპრეზიდენტო ტიტულის ტარების უფლებამოსილი.
- წარმატებას გისურვებთ ასეთი კაცის მოძებნაში.
- კაცი როდის ვახსენე?
- რას ამბობ, თეკლა თეკლა ტატუაშვილთან მივდივართ? თეკლას მე რაში უნდა გამოვადგე?
- როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი იყავით, შესანიშნავად უძღვებოდით საქმეს. საქართველოს ახლა საკუთარი თავისგან სჭირდება გადარჩენა, თორემ თუკი რამ დაანგრევს და გაანადგურებს მას, ეს თავად მისი საქართველოობა იქნება. ჰოდა, თქვენ ჯეროვანი მმართველი ხართ, პოლიტიკაში მამათქვენის ალღო გაქვთ და თანაგრძნობის ძალაც შეგწევთ. ახალ სამყაროში სწორედ რომ თქვენი ადგილია!
- კონკრეტულად რა გინდა ავთო?
- მშვიდობა, კეთილდღეობა, ქვეყანა სადაც ძლიერები უძლურებს არ ჩაგრავენ.
- ჰო და რძე და თაფლი მოედინება ხო? ძლიერები უძლურებ ყოველთვის ჩაგრავდნენ ავთო, გაძლიერება სწორედ ასე შეძლეს და მათი ძლიერობაც სწორედ ამაში გამოიხატება.
- შეიძლება. ალბათ შიშში ცხოვრებას ისე მივეჩვიეთ, რომ გვგონია სხვა გზა არ გვაქვს. პრეზიდენტობაზე რას ფიქრობთ? ქვეყანას გააუბედურებდით?
- პრეზიდენტი არასოდეს გავხდები.
- რა თქმა უნდა არ გახდებით, მაგრამ სხვის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შანსი გაქვთ.
- ჩემი, ჩემნაირებს ყოველთვის ცუდად უყურებენ და პატივს არ სცემენ, ჩვენთან უმცირესობები არასოდეს უყვარდათ.
- უმცირესობას ვინ უყურებს თუკი ძალაუფლება თქვენს ხელში იქნება? ეგებ ეგ უმცირესობაც უმრავლესობად გადაიქცეს, ვინ იცის. თანაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის გვარს ატარებთ.
- მამის მკვლელობის შემეგ ეს გვარი რის მაქნისია? თუმცა ვინმე, მეძავი რომ მომეკლა, არაფერი დამაკლდებოდა, აი, მამის მკვლელობა კი უპატიებელ დანაშაულად შემერაცხა.
- სწორედ ეგ საქართველო ღუპავს თავის თავს.

      აფრიკაში თეკლა, ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ ქალბატონმა მსოფლიოს ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მოშინაურებული ვეფხვები და ლომი ჰყავდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოკვრები თავისუფლად გრძნობდნენ თავს, ვიდრე არ გაიზარდნენ და რამდენიმე ეგვიპტელი არ ჩეჭამეს. მაშინ, თეკლას მათი დამწყვდევა მოუხდა. თეკლას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთელმა ქალაქმა ამოისუნთქა, გაჭირვების დონემ იკლო, ეკონომიკური წინსვლა აშკარა იყო, ყველას შეეძლო სამსახურით თავი ერჩინა, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ასეთ ცხოვრებას. რამდენიმე ეგვიპტური ტრადიციის გაუქმება, რომელიც თეკლამ თანამედროვე სამყაროსთვის მიუღებლად ჩათვალა, ვინაიდან ფიზიკურ დაპირისპირბებთან იყო კავშირში, ხალხის აღშფოთების მიზეზი გახდა. პრობლემები კარგ პრეზიდენტებსაც ექმნებათ ხოლმე და ახლა თეკლას კომპრომისებზე წასვლა უწევს.

      გურიაში, ახლადდაქვრივებული პაატა, გურიის გუბერნატორის, თავისი ცოლის გათამამებულ შვილს მომავალი გუბერნატორობისთვის ამზადებს და ცდილობს მისი აღზრდა თავიდან დაიწყოს, რადგან დედამისმა თითქმის არაფერი ასწავლა. დახმარებისთვის ცოლის ნათესავებს და ახლობლებს მიმართავს ჩოხატაურში და ცოტა ხნით იქ დატოვებს. თვითონ კი ნათია მგელაძესთან ერთად გაემართება სამეგრელოში.

      ამ დროს, სვანეთში, კავკასიელი ხალხი ომს დაიწყებს, მაგრამ ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის სამხედრო განათლების და უკეთესი შეიარაღების ხარჯზე, მალევე დამარცხდება. მას დააპატიმრებენ და სვანეტის გუბერნატორი, უშუალოდ ჩაატარებს მის დაკითხვას. მნიშნელოვანია, რომ სვანეთის გუბერნატორს და კავკასიელი ხალხის წინამძღოლს - ჯარჯი ხულუზაურს. დაკითხვის მთელი არსი ისაა, რომ სვანეთის გუბერნატორი თეთრაძე ცდილობს, დაითანხმოს ჯარჯი და საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს შეუერთდეს და მისი მრავალათასიანი ამომრჩევლის ხმები, სტეფანე I ბარათაშვილის სასარგებლოდ დააფიქსიროს.

- ხედავ, ჩვენი მეგობრობა აქამდე მოვიდა გიორგი - ეუბნება ჯარჯი გურიის გუბერნატორს.
- ჰო, აქამდე მოვედით. ჯარჯი, იცი სტეფანეს რა უნდა?
- უნდა რომ ბოდიში მოვუხადო და ჩემი ხალხის ხმები, მისას მივაწერო. ძალიან თამამი გადაწყვეტილებაა.
- პრეზიდენტი ხომ თამამი უნდა იყოს?
- ჰო, მის სითამამეს პატივს ვსცემ. თუ გაუმართლებს, ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნება, ვიდრე აქამდე საქართველოს ჰყოლია. ნუ გავიწყდება, ჩვენ პრეზიდენტები არასოდეს გვყოლია, იქ, ჩრდილო კავკასიელები, ყოველთვის თავისუფალი ხალხი ვიყავით.
- ხომ ამბობდი რომ ომი არ იყო შენი მიზანი.
- კი მართალია, ომი ახლაც არ მინდა და არც არასოდეს მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდ.
- მთელი ცხოვრება იმას მიუძღვენი, ჩრდილო კავკასიელები გაგეერთიანებინა. და ეს ძალაუფლებისთვის არა, მათ გადასარჩენად გააკეთე, რომ საქართველოში თავიანთი საცხოვრებელი ჰქონოდათ, რატომ?
- იქ, საფრთხე გვემუქრებოდა, იქ მოვკვდებოდით, დიდი და ცივი ჩრდილოელი მტერი წაგვლეკავდა.
- ჰოდა, ახლა საფრთხე ისევ გემუქრებათ, ჯარჯი, რატომ არ გესმის. სვანეთში დაგასახლებ, მაგრამ დიდხანს ვერა და სტეფანეს შეუძლია დაგეხმაროს. ხალხი გადაარჩინე და ახლა შენი სიამაყის გამო ღუპავ? ბავშვები, ქალები.
- სიამაყის? არაფერი გესმის გიორგი, ნუთუ გგონია სიამაყის გამო გავწირავ ამ ხალხს. არა მეგობარო, ეს ხალხი მე გამომყვა, ჩემი ირწმუნა, წლების განმავლობაში თითოეულის ოჯახში შევდიოდი და ვესაუბრებოდი, ჩემს გამო განწირულ ომში ჩაება და ახლა გინდა, რომ სტეფანეს დავუჩოქოთ და ჩვენი ხმები მას მივცეთ, მათ იმედს და რწმენას ვერ მოვუკლავ.
- სიკვდილით დაგსჯის.
- არ მეშინია, სიკვდილი არ მინდა გიორგი, მაგრამ რწმენას და ღირსებას ვერ ვუღალატებ!
- ჰო, დიდი გმირი იქნები, პოემებს მოგიძღვნიან, ძეგლებს დაგიდგამენ მთელს კავკასიაშიც, მაგრამ ერთი პრობლემაა, თუ სტეფანე არ გაიმარჯვებს, შენ რომ გამოექეცი იმ ჩრდილოელ მტერს ვერავინ გაუწევს ღირსეულ ბრძოლას და არავინ დარჩება მთელს ამ მხარეში შენი მაქებარი.
- კარგი კაცი ხარ გიორგი, მაგრამ თუ ჩემი არ გესმის, ვერ აგიხსნი.
- ჯარჯი, მგონი საშინელ შეცდომას უშვებ.
- იცი, შეცდომის დაშვების უფლებას ყოველთვის ვნატრობდი!

იმ დღეს, ჯარჯი სიკვდილით დასაჯეს, ოჯახის წევრების თვალწინ.

გაგრძელება იქნება...

ნახვა: 928

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, სამეფო_კარის_თამაშები, ქველი

George: ივლისი 20, 2016||11:57am

ესპანეთში სერიალის თანახმად უკვე მოქმედებს ფიზიკური აღზრდის სასკოლო კურსი !

ლაშა: ივლისი 22, 2016||12:17am

ჰო, პოლიტოლოგის სახელი რომ ჰქონდეს მარტინს ან პოლიტიკის თეორეტიკოსის, მაშინ ალბათ ხელისუფლების მოყვარენი და მმართველობით გულანთებულნიც დაინტერესდებოდნენ. 

ლაშა: აპრილი 2, 2017||8:11pm

ივლისში ველოდებით, მაიკო, წელს.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters